x
მეტი
  • 15.08.2018
  • სტატია:79435
  • ვიდეო:332212
  • სურათი:436653
რას გულისხმობს "დრაკონული" სანქციები მოსკოვის მიმართ და როგორ უპასუხებს ამას პუტინი?

image

ვაშინგტონმა მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა, მიზეზად კი სკრიპალების საქმე დაასახელა. შედეგად, რუსული რუბლი ამერიკულ დოლართან მიმართებით ორი წლით მინიმუმამდე გაუფასურდა.

სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის (შემთხვევა მარტში მოხდა) საქმე მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა. ამ საქმის გამოძიება და განვითარება სიუჟეტით დეტექტიური ჟანრის ამბავსაც კი დაემსგავსა. ამ ყველაფერს ისიც დაერთო, რომ მომხდარიდან რამდენიმე თვის შემდეგ იმავე ნივთიერებით ბრიტანელი წყვილი მოიწამლა, ერთი მათგანი კი, გარდაიცვალა.

თავის დროზე ამერიკა მკაცრად გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მათი რეაგირება სკრიპალების საქმეზე და შემდგომი ნაბიჯები არ იყო ისეთი მკაცრი, როგორიც უნდა ყოფილიყო. თავის მხრივ, შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტი და მისი მდივანი სტივენ მნუჩინი აცხადებდნენ, რომ სანქციები დაწესდებოდა, თუმცა ვითარების შესწავლის შემდეგ. მომხდარიდან ხუთი თვის შემდეგ ეს პირობა შესრულდა და შეიძლება ითქვას, რომ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შორის თავისი სიმკაცრით ანალოგიც არ მოიძებნება.

სანქციები ორ ეტაპად იყოფა. პირველი ეტაპი ძალაში შევა 22 აგვისტოდან და შედარებით მსუბუქია, ვიდრე მეორე ეტაპი.

სანქციების პირველი ეტაპით შეიზღუდება რუსეთში შეერთებული შტატებიდან ტექნოლოგიური და ელექტრო პროდუქციის ექსპორტი, ასევე ისეთი ტექნოლოგიების ექსპორტი, რომელიც ნავთობისა და გაზის სფეროს ეხება. იქნება გამონაკლისიც - შეზღუდვები არ დაწესდება იმ პროგრამების მიმართ, რომელიც "რუსეთისა და რუსი ხალხის დასახმარებლად" მოქმედებს. ეს, რა თქმა უნდა, დიპლომატიური ხერხია, რომელსაც "მათრახისა და თაფლაკვერის" პოლიტიკას ვუწოდებთ.

პირველი ეტაპი რუსეთს ავალდებულებს, არ გამოიყენოს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი და ნება მისცეს გაეროს, ჩაატაროს ინსპექციები, რაც დაადასტურებს, რომ რუსეთი ამ ყველაფერს ასრულებს.


თუ 90 დღეში არ დადასტურდება, რომ რუსეთი ასრულებს აღნიშნულ და მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, მაშინ ძალაში შევა სანქციების მეორე ეტაპი, რაც გულისხმობს: განაგრძეთ კითხვა

1
113
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
113
  
10 აგვისტო, 15:54
საქართველოში და უკრაინაში ასობით ადამიანი დახოცა და ეთნიკური წმენდა განახორციელა 2008 წლიდან დღემდე, უკრაინის ტეიტორიები შეიერთა და საქართველოს 22%-ის ოკუპაციას და ახლა უკვე ანექსიას ახორციელებს და, ვიღაც სკრიპალების საქმეზე (რომლებიც გადარჩნენ) ბევრად უფრო დიდი სანქციები დაუწესა დასავლთმა ვიდრე ამ ყველაფრისთვის რაც დაგვმართა?
0 1 1