x
image
natia.a
"ოსკარების" დაჯილდოებას ახალი ნომინაცია დაემატა - ეს ბევრს გაახარებს
image

ოთხშაბათს, 8 აგვისტოს, ამერიკის კინოაკადემიის პრეზიდენტმა, ჯონ ბეილიმ და აღმასრულებელმა ოფიცერმა, დაუნ ჰადსონმა განაცხადეს ახალი ნომინაციის შესახებ, რომელიც "ოსკარების" დაჯილდოებას დაემატება: გამოვლინდება "წლის საუკეთესო პოპულარული ფილმი".


ამგვარად, პოპულარული ჯილდოს მიღების შანსი მიეცემათ იმ ფილმებს, რომლებიც განსაკუთრებით მოსწონთ მაყურებლებს, თუმცა არ სწყალობენ კრიტიკოსები. ახალ ნომინაციაზე ფილმის წარდგენის კრიტერიუმები ჯერ შემუშავების პროცესშია და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ასევე არ არის დაზუსტებული, როდიდან შევა ძალაში აღნიშნული ნომინაცია.


image



აქამდე ოსკარების მიღმა ყოველთვის რჩებოდა ისეთი მაღალშემოსავლიანი ფილმები, როგორებიცაა "მამა მია", ავატარი", "შეუსრულებელი მისი" და ა.შ. ამიტომ, აკადემიას ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ გამარჯვებული ნამუშევრები სულაც არ წარმოადგენს იმ ფილმებს, რომელთა ნახვაც სურს მაყურებელს და მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ "ოსკარები" პოპულარულ კულტურას ნაბიჯს ვეღარ უწყობს. აქედან გამომდინარე, ნომინაცია "საუკეთესო პოპულარული ფილმი" შესაძლოა აღნიშნულ კრიტიკაზე კარგ პასუხად იქცეს.


image


უკანასკნელი 17 წლის მანძლზე ეს არის ოსკარების ნომინაციებში განხორციელებული პირველი ცვლილება. წინა ცვლილებას ადგილი ჰქონდა 2001 წელს, როცა დაჯილდოებას დაემატა კატეგორია "საუკეთესო ანიმაციური ფილმი", რომლის პირველი ლაურეატი გახდა მულტფილმი "შრეკი".


ასევე დაგაინტერესებთ:


1. რამ გამოიწვია კორეული დრამების არნახული პოპულარობა - 10 "დორამა" დამწყებთათვისimage


2. იცით, ვინ არის სინამდვილეში გამოსახული თამარ მეფის ამ პორტრეტზე?image


3. უხერხული შემთხვევები, რომლებიც ცნობილ ფილმებში სასიყვარულო სცენების გადაღებისას შეიქმნაimage


4. ცეკვა "ქართული" - რა იმალება ყველა ქართველისთვის საყვარელი ცეკვის მიღმაimage


5. რა ითხოვა სიკვდილის წინ სესილია თაყაიშვილმა და რატომ მოხვდა Pink Floyd-ის კლიპშიimage


6. მსახიობები, რომლებიც სიკვდილის შემდეგაც მონაწილეობდნენ ფილმებში - დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია!image


7. რატომ მოიკლა თავი კატნერმა? - ის, რაც "ჰაუსის" მაყურებლებმა არ იციანimage


2
88
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
88
  
2018, 11 აგვისტო, 0:34
ან დაამატონ ნომინაცია, რომელი ფილმი სცდება ფიზიკის კანონებს ყველაზე მეტად))
2018, 11 აგვისტო, 0:13
ერთი ნომინაციაც რომ დაემატოს????????? ხალხის ყველაზე მაგარი დამბოლებელი და ხე გლეჯია
0 1 2