x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შეარჩიეთ ჯინსის შარვალი სხეულის ფორმის მიხედვით
თეთრი მაისური და ჯინსის შარვალი კლასიკაა! ამ ტრენდს ყველა იხდენს, მთავარია სწორად შეარჩიოთ.

დამალეთ ნაკლოვანებები, ხაზი გაუსვით ღირსებებს. +იგრძენით კომფორტი

პირველ რიგში, თქვენი სხეულის ფორმა განსაზღვრეთ:image

ტანზე მომდგარი ჯინსი გამოკვეთს თეძოს(+ამრგვალებს) და წელის ხაზს, აგრძელებს ფეხებს. სააშკარაოზე გამოაქვს სხეულის ნაკლი, ჭარბწონიანებმა უარი თქვით.


რეკომენდირებულია შემდეგი ტიპის სხეულისთვის: მართკუთხედი, ქვიშის საათი, სამკუთხედი.

image

კლასიკური ჯინსი ფარავს ზედმეტ წონას მუცლის, წელის და თეძოს მიდამოში, სხეულს პროპორციულს ხდის. თავი შეიკავეთ ძალიან გამხდარმა გოგონებმა. ასეთი ჯინსი კოჭებთან არ უნდა აიკეცოთ.

რეკომენდირებულია შემდეგი ტიპის სხეულისთვის: ქვიშის საათი, სამკუთხედი, ამოტრიალებული სამკუთხედი, მრგვალი.image

ჯინსი ბოიფრენდი ფარავს ვიწრო თეძოს და ფეხის ნაკლოვანებებს, გამოკვეთს წელის ხაზს. საჯდომს ფორმას უკარგავს და გამოკლებთ ვიზუალურად.

რეკომენდირებულია შემდეგი ტიპის სხეულისთვის: ქვიშის საათი, ამოტრიალებული სამკუთხედი, მართკუთხედი.

imageმაღალწელიანი ჯინსი აგრძელებს ფეხებს, ავიწროებს წელის ხაზს და ფარავს ღიპს. ამასთან, ამოკლებს ტორსს და სიმაღლესაც გიკარგავთ.

რეკომენდირებულია შემდეგი ტიპის სხეულისთვის: მართკუთხედი, ქვიშის საათი, მრგვალი.

image

ე.წ. თავისუფალი ჯინსი ფარავს ღიპს და ფეხის ნაკლოვანებებს. თქვენი წელის ხაზი სააშკარაოზე გამოჰყავს.

რეკომენდირებულია შემდეგი ტიპის სხეულისთვის: სამკუთხედი, მრგვალი, ქვიშის საათი.image

დაბალწელიანი ჯინსი გამოკვეთს მუცლის კუნთებს და წელის ხაზს, აგრძელებს ტორსს. ამასთან, ფეხებს ამოკლებს და წელის ხაზის ნაკლოვანებებიც ცხადდება.

რეკომენდირებულია შემდეგი ტიპის სხეულისთვის: ამოტრიალებული სამკუთხედი, მართკუთხედი, ქვიშის საათი.imageფართო ტოტებიანი შარვალი აპატარავებს მკერდს და მხრებს, ასწორებს სხეულის პროპორციებს. დაბალმა გოგონებმა თავი შეიკავეთ.

რეკომენდირებულია შემდეგი ტიპის სხეულისთვის: ამოტრიალებული სამკუთხედი, მრგვალი, ქვიშის საათი.
imageფართო ჯინსი სავსე თეძოს ათხელებს, ფეხის ყველა ნაკლს ფარავს, კარგია ჭარბწონიანი გოგონებისთვის, თუმცა ფეხს მოკლეს აჩენს.

რეკომენდირებულია შემდეგი ტიპის სხეულისთვის: მრგვალი, ამოტრიალებული სამკუთხედი, ქვიშის საათი.
imageე.წ. Boot-cut ჯინსი აგრძელებს ფეხებს, ავიწროებს თეძოს. ასეთი მოდელი კარგია მაშინ, თუ ტერფებთან ფართოვდება.

რეკომენდირებულია შემდეგი ტიპის სხეულისთვის: სამკუთხედი, ამოტრიალებული სამკუთხედი, მრგვალი, ქვიშის საათი.imageკოჭებამდე სიგრძის ჯინსი ხაზს უსვამს ტერფებს. უმჯობესია, მასთან ხორცისფერი ''ნავი'' ჩაიცვათ და არა ქამრიანი ფეხსაცმელი (ფეხს ამოკლებს).

რეკომენდირებულია შემდეგი ტიპის სხეულისთვის: მართკუთხედი, ქვიშის საათი.

image

2
319
2-ს მოსწონს
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
319
  
2018, 11 აგვისტო, 1:09
გმადლობთ, რომ გაეცანით
2018, 11 აგვისტო, 0:31
კარგი რჩევებია
0 1 2