x
მეტი
  • 23.10.2018
  • სტატია:81916
  • ვიდეო:333910
  • სურათი:439206
რით არის საშიში "ემდეეფის" ავეჯი და როგორ ავირიდოთ საფრთხე - გაითვალისწინეთ!

image

თუ თქვენ ოთახში დიდხანს ყოფნის დროს, ხშირად გაწუხებთ თავის ტკივილი, გიღიზიანდებათ ყელი, ახველებთ და სურდოც გემართებათ, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ავეჯისგან გამოყოფილი საზიანო ნივთიერებები, რომელთაგან ყველაზე საზიანოა ფორმალდეჰიდი.


როგორია ავეჯის მიერ გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებებით მოწამვლის ძირითადი სიმპტომები და როგორ დავიცვათ მათგან თავი?

უნდა ვიცოდეთ, რომ ისეთი საავეჯე მასალების წარმოებისას, როგორიცაა მერქან-ბურბუშელოვანი ფილა, იგივე "დეესპე" (ДСП) და მერქან-ბოჭკოვანი ფილა, იგივე "ემდეეფი" (МДФ), მათ შემადგენლობაში ამატებენ ფისოვან ნივთიერებებს, რომლებიც შეიცავს ფორმალდეჰიდს. მზა ნაწარმში აღნიშნული ნივთიერება გამოყოფას იწყებს, თანდათან წამლავს გარშემომყოფებს და მთელი რიგი დაავადებების მიზეზი ხდება. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ფორმალდეჰიდის ყველაზე დიდი ნაწილის აორთქლება ხდება ავეჯის შეძენიდან 6 თვის მანძილზე. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ საშიში ნივთიერებების გამოყოფა ამის შემდეგაც გრძელდება, განსაკუთრებით კი მძაფრდება ზამთარში, გათბობის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით. ამ დროს ოთახი თბება და შენობაში ჰაერის განიავება ნაკლებად ხდება.


image


ფორმალდეჰიდით მოწამვლის ძირითად სიმპტომებს მიეკუთვნება: ხველა, სურდო, ცხვირის გაჭედილობა, თვალის ლორწოვანის, ზედა სასუნთქი გზებისა და კანის გაღიზიანება, ხშირი თავის ტკივილი, გუნება-განწყობის უმიზეზო გაფუჭება.


როგორ გავიგოთ, აღნიშნული სიმპტომები მართლა არის თუ არა ფორმალდეჰიდით მოწამვლის ნიშანი?

image


ამისათვის, უნდა დააკვირდეთ, ქრება თუ არა თქვენი სიმპტომები შენობიდან გასვლისას. აღენიშნებათ თუ არა იგივე სიმპტომები ადამიანებს, რომლებიც თქვენთან ერთად ცხოვრობენ. ძლიერდება თუ არა ზემოჩამოთვლილი სიმპტომები გათბობის სეზონის დაწყებისას.

მაგრამ ფორმალდეჰიდი არ არის ერთადერთი მავნე ნივთიერება, რომელსაც ავეჯი შეიძლება გამოყოფდეს. უხარისხოდ შესრულებულ ნაკეთოებებს შეიძლება ჰქონდეთ ამიაკის, აცეტატისა და ფტალატამის, სტიროლომის, მეტანოლომის, ფენოლომისა თუ ტოლუოლომის უსიამოვნო სუნი. ყველა ეს მასალა შეიძლება გამოყენებული იყოს ავეჯის წარმოებისას.

როგორ დავიცვათ თავი "დეესპესა" და "ემდეეფის" ავეჯისგან გამოყოფილი საზიანო ანაორთქლისგან?


image

პირველ რიგში, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ მერქან-ბურბუშელოვან და მერქან-ბოჭკოვან ფილებში არსებული ფისისებრი ნივთიერებები ყველაზე აქტიურად გამოიყოფა თაროების ღია კიდეებიდან და ავეჯის უკანა მხრიდან. გასათვალისწინებელია, რომ კორპუსული ავეჯი განსაკუთრებით დიდ საფრთხეს წარმოადგენს - მისი დამზადებისას გამოიყენება დიდი რაოდენობით დაჭრილი "ემდეეფი"თუ "დეესპე", ხოლო თაროების კიდეებს, როგორც წესი, ღიად ტოვებენ.

როგორ მოვიქცეთ, თუ აღმოვაჩენთ, რომ მოწამვლის წყარო მართლაც ახლად შეძენილი ავეჯია?


image

როგორ შევამციროთ ფორმალდეჰიდისა და სხვა საშიში ნივთიერებების აორთქლება? თავდაპირველად, ავეჯის ყველა ზედაპირზე, რომელიც არ არის შესაბამისი მასალით (ლაქითა თუ საღებავით) დაფარული, დაიტანეთ წებოს, ლაქისა ან საღებავის რამდენიმე ფენა. საღებავი, ლაქი თუ წებო უნდა იყოს წყალში ხსნადი. იგი არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს და ავეჯზე შექმნის დამცავ გარსს.

მაგიდებსა და ტუმბოებზე, უმჯობესია დააფინოთ ბუნებრივი მასალა, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს ტოქსიკური ნივთერებების აორთქლებას. დამცავი ნივთიერებით უნდა დაიფაროს ასევე ყველა ბზარი თუ ნაფხაჭნი.

შეეცადეთ, ავეჯი განალაგოთ გამათბობლის ბატარეებისგან რაც შეიძლება მოშორებით. და რაც მთავარია, ხშირად და ნებისმიერ ამინდში გაანიავეთ ოთახი.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. ხის ფანჩატურის მოწყობის ულამაზესი იდეებიimage


2. ხის იატაკი - ორიგინალური იდეები და უპირატესობებიimage


3. როგორ მოვაწყოთ კარადები კარის ირგვლივ - ადგილის დაზოგვის ეფექტური იდეებიimage

4. არასოდეს გამოიყენოთ ამ ორი ფერის თეთრეული - მოულოდნელი აღმოჩენა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს!image


5. აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე საზიზღარი სახე და... - ტესტი, რომელიც საზოგადოებისთვის დაფარული იყოimage

6. როგორი მაგნიტები არ უნდა მივაკრათ მაცივარზე - ეს ყველამ უნდა იცოდეს!image


7. "ემილიომანია" ანუ სახიფათოა თუ არა ბავშვისთვის სხვისი გართობის ვიდეოების ყურებაimage





0
317
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
317
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0