x
image
_K_
10 უფასო რჩევა, რისთვისაც ფსიქოლოგებს ფულს უხდიან
image

კვლევების მიხედვით, შვეიცარიელ ფსიქოლოგებს ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვთ ამ სფეროში. მათი საშუალო ხელფასი ამ ქვეყანაში 88 304 დოლარია. თუმცა, რჩევები, რომლებსაც ისინი იძლევიან, სხვა ქვეყნებში მოღვაწე ფსიქოლოგების რჩევებისგან არ განსხვავდება, ხოლო თუ ფსიქოლოგის კაბინეტიდან გამოსულ ადამიანს ჰკითხავთ, რა ისწავლა, დიდი ალბათობით, მის პასუხს ქვევით ჩამოთვლილ 10 სწავლებაში აღმოაჩენთ. ეს პასუხები ადამიანების უმეტესობას ერგება. ასე რომ, რატომ უნდა გადაუხადოთ ფული ფსიქოლოგს, თუ კითხვებზე პასუხების პოვნა თქვენ თვითონაც შეგიძლიათ?


სტატიაში გთავაზობთ ყველაზე პოპულარულ რჩევებს, რასაც ფსიქოლოგის კაბინეტში მოისმენდით. მართალია, ეს სწავლებები ადამიანთა უმეტესობას ერგება, მაგრამ გაითვალისწინეთ, ისეთი ინდივიდებიც არსებობენ, რომლებსაც აუცილებლად სჭირდებათ პირადი კონსულტაცია.








10. შენი პრობლემების უმრავლესობა ბავშვობიდან მოდის - უბრალოდ, შეხედე შენს მშობლებს

image



როგორ გექცეოდნენ მშობლები და რა იყო მათი მოტივი? უამრავი თეორია არსებობს იმის ასახსნელად, თუ რატომ მოდის ჩვენი პრობლემების უმეტესობა ბავშვობიდან. თუ გაიგებთ, ხშირ შემთხვევაში რატომ იქცეოდნენ მშობლები არასწორად, მაშინ მათ პატიებასაც შეძლებთ, დიდ ნაბიჯს გადადგამთ წინ და საკუთარ თავს ისეთს მიიღებთ, როგორიც ხართ.







9. დანარჩენი პრობლემები შენს გონებაში არსებობს

image


შინაგანი დიალოგები, როგორიცაა "ამ კითხვაზე სხვანაირად უნდა მეპასუხა"... ან "ალბათ, მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ"... სრულიად გამოუსადეგარია. სხვა ადამიანების ქცევების ახსნა არ შეგიძლიათ, რადგან ისინი განსხვავებულ გარემოში აღიზარდნენ და განსხვავებული გამოცდილება აქვთ. ამიტომაც არის, რომ როცა სხვა ადამიანების ქცევების მიზეზების დადგენას ცდილობთ, გეჩეხებათ პრობლემა, რომელიც თქვენ თვითონვე წარმოქმენით.







8. მეტი ილაპარაკე შენს გრძნობებზე; არ განსაჯო ხალხი

image


" - ვიტანჯებოდი, იმის გამო, რაც გააკეთე...

- და რა გავაკეთე"?


როცა სხვა ადამიანებს ადანაშაულებთ რამეში, ისინი თავის დაცვას შეეცდებიან. თუ გრძნობებს ხმამაღლა გამოხატავთ, ამით მათ საშუალებას აძლევთ, გამოასწორონ სიტუაცია ან გამოთქვან საკუთარი აზრი. დაფიქრდით, გინდათ თუ არა ეს.







7. მეტი იფიქრე საკუთარ თავზე და ყურადღებას ნუ მიაქცევ სხვების შეფასებებს

image


საკუთარი თავის სხვებთან შედარება სრულიად გამოუსადეგარი და არასაჭირო ჩვევაა. ყველას საკუთარი ცოდნა და ფინანსები, ფიზიკური ფორმა და პიროვნული თვისებები, სურვილები და მიღწევები აქვს. თუ ვინმეს აზრი შთაგაგონებთ, ეს კარგია - მისი გათვალისწინებით საკუთარ მიზნებს მიაღწევთ. თუმცა, თუ ზუსტად გადმოაკოპირებთ სხვის ცხოვრებას, ამით საკუთარს გაინადგურებთ და ვეღარ ისიამოვნებთ.








6. გამოდი კომფორტის ზონიდან

image


ეს რჩევა ცხოვრების ყველა სფეროში გამოგადგებათ. თუ დაოჯახება, ახალი ადამიანების გაცნობა, სამსახურის შეცვლა, ჰობის პოვნა გინდათ, უბრალოდ, კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდეთ.






5. დააწესე საზღვრები და არავის მისცე მათი გადაკვეთის უფლება

image


ხშირად ფსიქოლოგების კლიენტები პრობლემების მოგვარებას იმ ადამიანთან ურთიერთობით ცდილობენ, რომლებიც აღიზიანებენ, მაგალითად, რძალი, უფროსი – სამსახურში, ჭირვეული თინეიჯერი ბავშვები. ამ სიტუაციაში ფსიქოლოგები სწორედ საზღვრების დაწესების რჩევას აძლევენ კლიენტს, რაც პრობლემების 50%-ს აგვარებს. თუ ვიღაცის ცუდ ქცევას თქვენ მიმართ მოითმენთ და შეეგუებით, არაფერი შეიცვლება. მაგრამ თუ საკუთარ საზღვრებს დაიცავთ, ოპონენტი, სულ ცოტა, პატივისცემას მაინც იგრძნობს თქვენ მიმართ.






4. ყოველდღე პატარა ნაბიჯი გადადგი წინ

image


საერთოდ, ჩვევა 20 დღეში ყალიბდება. ფსიქოლოგებმა იციან ამის შესახებ და ყოველთვის რეკომენდაციას უწევენ კლიენტს, წავიდეს წინ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ, მაგალითად, მეუღლეს "მადლობას" ვერ ეუბნებით, ფურცელზე ჩამოწერეთ მისი ყველა კარგი თვისება და ამის შემდეგ გადაუხადეთ მადლობა. შეამჩნევთ, რომ ის სულაც არ ყოფილა ისეთი "ცუდი", როგორიც გეგონათ.







3. იმ გამოცდილებაზე იფიქრე, რაც ამა თუ იმ სიტუაციის წყალობით მიიღე

image


ყველა სტრესული სიტუაციის დაძლევა იმას ნიშნავს, რომ კომფორტის ზონიდან გამოხვედით. ასევე, თქვენ მიიღეთ გამოცდილება, რომელიც მომავალში დაგეხმარებათ, უფრო მარტივად გაუმკლავდეთ მსგავს სიტუაციას.







2. მიუშვი სიტუაცია, რომ თავად განვითარდეს

image


ზედმეტად ნუ ეცდებით რამის შეცვლას. თუ ოჯახში გაქვთ პრობლემა და ამის შესახებ იცით, თავად სცადეთ მისი მოგვარება ან მიუშვით სიტუაცია, ნუ აიძულებთ ოჯახის წევრებს, ეს თქვენ მაგივრად გააკეთონ. ან აიძულეთ და დაძაბულ ოჯახურ ატმოსფეროში იცხოვრეთ. არჩევანი თქვენზეა.







1. არ იყო მწამებელი, იყავი საკუთარი თავის მეგობარი

image


მზად უნდა იყოთ დამარცხების აღიარებისთვის და უნდა შეეგუოთ ფაქტს, რომ ყველაფერზე გავლენას ვერ მოახდენთ. ნუ იფიქრებთ ბევრს არასაჭირო რამეებზე და ეცადეთ, არ დაკარგოთ დრო. აკეთეთ ის, რაც მოგწონთ. გამოიყენეთ წარსულის გამოცდილება და აირჩიეთ სწორი მიმართულება მომავლისთვის.








ასევე დაგაინტერესებთ:


10 საიდუმლო, რომელიც ყველა ბედნიერმა ადამიანმა იცის

image



0
1442
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1442
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0