x
მეტი
  • 15.08.2018
  • სტატია:79435
  • ვიდეო:332212
  • სურათი:436653
ყველაზე სასარგებლო საუზმე – წვავს ცხიმებს და ორგანიზმს წმენდს ტოქსინებისგან

დაუმატეთ თქვენს რაციონს ეს კერძი – ამით დიდ სარგებლობას მოუტანთ საკუთარ ორგანიზმს – სულ რამდენიმე დღეში არაჩვეულებრივად იგრძნობთ თავს, გაუმჯობესდება თქვენი ჯანმრთელობა და დაიკლებთ წონაში!

თუ ყოველდღიურად მიიღებთ ამ სასარგებლო საუზმეს, თქვენი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება, რამდენადაც მისი მეშვეობით ორგანიზმიდან შლაკები და ტოქსინები გამოდის – ნაწლავებს წმენდს, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, აღადგენს ჯანმრთელობას და კანის სილამაზეს. ეს საუზმე ითვლება ყველაზე ჯანსაღ და სასარგებლო საუზმედ, რადგან ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილ სარგებელთან ერთად, დაგეხმარებათ ცხიმების დაწვაში, წონის ნორმალიზებაში – დაიკლებთ თვეში 4-5 კილოგრამს!


image


ინგრედიენტები:


  • 2 ს. კ. შვრიის ფანტელი
  • 300 მლ. უცხიმო იოგურტი
  • 3 ცალი შავი ქლიავი
  • 1/3 ჩ. კ. კაკაოს ფხვნილი
  • 1 ჩ. კ. წვრილად დაფქული სელის თესლი

მომზადების წესი


ყურადღება! საუზმის მომზადება დილიდან კი არა, საღამოს უნდა დაიწყოთ! დაასხით შავ ქლიავს 100 მლ. მდუღარე წყალი, დააფარეთ ხუფი და დატოვეთ 10 წუთის მანძილზე. შვრიის ფანტელებს, დაფქულ სელის თესლს და კაკაოს დაასხით უცხიმო იოგურტი. გადაწურეთ შავი ქლიავი, აცადეთ გაგრილება და დაჭერით წვრილად. დაუმატეთ შავი ქლიავი დანარჩენ ინგრედიენტებს და კარგად აურიეთ. დააფარეთ ხუფი და შედგით მაცივარში.


დილით გამოიღეთ მიღებამდე ნახევარი საათით ადრე. პირველ დღეებში თავს უჩვეულოდ იგრძნობთ, მაგრამ შემდეგ ეს შეგრძნებები გაივლის და უკვე ერთი კვირის მერე თავად დაინახავთ შედეგს!


ასევე დაგაინტერესებთ:


9 პროდუქტი, რომელიც საუზმეზე უნდა მიირთვათ მაღალი წნევისა და ქოლესტერინის თავიდან ასაცილებლად


10 არგუმენტი, თუ რატომ უნდა მივიღოთ დილით თბილი ლიმონიანი წყალი


9 მიზეზი, თუ რატომ არის მოცვი უმნიშვნელოვანესი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. აუცილებლად გაითვალისწინეთ!


რა პლიუსები და მინუსები აქვს ყავას. ამას თქვენ რეკლამაში არავინ გეტყვით!


რომელ მინერალს რა სარგებლობა მოაქვს ჯანმრთელობისთვის


კიბოს პრევენცია შესაძლებელია, თუ ყოველდღიური რაციონიდან ერთ პროდუქტს ამოიღებთ


წყალი, რომელიც ელვის სისწრაფით წვავს ცხიმებს და ორგანიზმს ბევრი დაავადებისგან იცავს. სისხლძარღვების გაწმენდის ეფექტური საშუალება



0
258
9-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0