x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
t.A.T.u-ს ექს-სოლისტი მრავალრიცხოვანი სასიყვარულო თავგადასავლების შემდეგ როგორც იქნა, გათხოვდა
imaget.A.T.u-ს ყოფილი სოლისტი 33 წლის იულია ვოლკოვა გათხოვდა, ამის შესახებ მომღერალმა Instagram-ზე დაწერა:


"08.08.2018. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ოცნებები სრულდება!!! მადლობა უფალო, ყველაფრისთვის #სიყვარული#ოჯახი#სამუდამოდ"

imageიულია ვოლკოვას გათხოვება მოულოდნელი აღმოჩნდა თაყვანისმცემლებისთვის, უცნობია ქმრის ვინაობაც, თუმცა ამას წინათ ტელე-შოუში "Секрет на миллион"(საიდუმლო მილიონზე)ვოლკოვამ აღიარა, რომ ხვდება მასზე ბევრად უფროს მამაკაცს და ისიც დასძინა, რომ იგი უცხოელი. "ინსტაგრამზე" დადებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ვოლკოვას საქორწინო ცერემონიალი უცხოეთში გაიმართა. იგი ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავს ქმრის ვინაობას.



2012 წელს მომღერალს ფარისებრ ჯირკვალზე კიბო აღმოუჩინეს, ოპერაციის დროს მომღერალს ხმის იოგები დაუზიანდა:


"ხმის გარეშე დავრჩი, მე თვითონ მინდოდა, რომ ოპერაცია მოსკოვში გაეკეთებინათ, თუმცა ნათესავები და მეგობრები მარწმუნებდნენ, გავფრენილიყავი გერმანიაში. როდესაც ოპერაციის შემდეგ გრძნობაზე მოვედი, მივხვდი, რომ უბრალოდ, ლაპარაკიც კი არ შემეძლო, არა თუ სიმღერა! ჩურჩულით ვსაუბრობდი. არ მიტირია, მიუხედავად იმისა, რომ გული რა თქმა უნდა, დამძიმებული მქონდა. გაურკვეველობა, რა იქნებოდა შემდეგ: ქიმიოთერაპია ან რაღაც. სახლში ორი შვილი მყავდა! ეს იყო შემოქმედებითი პაუზა, მე არც ახალ სიმღერებს ვწერდი და არც კლიპებს ვიღებდი. მძიმე წასაკითხი იყო თაყვანისმცემლების კომენტარები ინტერნეტში: მათ არ იცოდნენ ჩემი დავადების შესახებ და წერდნენ, რომ მე უბრალოდ ჩავიძირე, დროს ვატარებ, სასმელს ვსვამ და ნარკოტიკებს ვეძალები ... შემდეგ გავიკეთე ხმის აღდგენის სამი ოპერაცია – ორი გერმანიაში ორ წელიწადში. გერმანელმა ექიმებმა ხელები გაასავსავეს და თქვეს, რომ მეტი არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ. ხმის დაბრუნება შეძლეს შესანიშნავმა ექიმებმა სეულიდან... მე ვიცი, რომ ასეთი გამოცდა ცხოვრებაში მხოლოდ ძალიან ძლიერი ადამიანების ხვედრია. მაშინაც კი, თუ ადამიანი კვდება, ის კვლავ ძალიან ძლიერი რჩება!"-აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში ვოლკოვამ.

ამჟამად მომღერალი სრულიად ჯანმრთელია და კვლავ წარმატებით განაგრძობს სასცენო მოღვაწეობას.

image
რაც შეეხება სასიყვარულო თავგადასავლებს, იულია ვოლკოვას ბიოგრაფია ამ მხრივ საკმაოდ მდიდარია:19 წლის ასაკში საკუთარი პირადი მცველისგან, პაველ სიდოროვისგან გააჩინა გოგონა, მეორედ – 2007 წელს უზბეკი მდიდარი მემკვირდის, პერვიზ იასონოვისგან ეყოლა ვაჟი - სამირი.


ამის გარდა, ვოლკოვას თინეიჯერული ასაკიდან მოყოლებული, მრავალი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა – სოფლელი ბიჭით, ანტონ ხრულევით დაწყებული და გაგრძელებული მომღერალ ვლად ტოპალევით და დიმა ბილანით დამთავრებული.

2015-2016 წლებში მომღერალი ქართველ კანონიერ ქურდს, გიორგი ზარანდია(გია გალსკის) ხვდებოდა. ვოლკოვა ლესბოსურ ურთიერთობაშიც იყო შემჩნეული, როდესაც ის პაპარაცებმა კუბაში საკმაოდ უხერხულ პოზაში გამოიჭირეს ვინმე ალექსანდრასთან ერთად.



0
420
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
420
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0