x
მეტი
  • 15.08.2018
  • სტატია:79435
  • ვიდეო:332212
  • სურათი:436653
ხანდაზმულებში მარიხუანა ტვინის დაბერების პროცესს აჩერებს და მის ფუნქციონირებას აუმჯობესებს

image


მეცნიერები ბონის უნივერსიტეტიდან, იერუსალიმის უნივერსიტეტის კოლეგებთან ერთად, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მარიხუანა ტვინის დაბერების პროცესს აჩერებს. ორი ქვეყნის მეცნიერების ერთობლივი კვლევის შედეგები სამედიცინო ჟურნალში –Nature Medicine-ში იყო გამოქვეყნებული.
ექსპერიმენტმა, რომელიც 2 და 18 თვის თაგვებზე ჩაატარეს (თაგვის 1 წელი, ადამიანის 30-35 წლის ექვივალენტურია) აჩვენა, რომ აქტიური კანაბისის (THC) დაბალ დოზას, ტვინის დაბერების პროცესზე, ძლიერი ეფექტის მოხდენა შეუძლია.

გამოსაცდელ მღრღნელებს 4 კვირის მანძილზე, ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველ წამალს აძლევდნენ. შედეგად, 18 თვის თაგვებს გაუუმჯობესდათ ტვინის შემეცნებითი ფუნქციები (ათვისების უნარი და მეხსიერება) და სივრცეში ორიენტირების უნარი.
«წამალმა სრულად აღადგინა ხანდაზმული თაგვების ტვინის ფუნქციები», – განაცხადა ImmunoSensation Excellence Excellence ჯგუფის წევრმა, ბონის უნივერსიტეტის პროფესორმა, ანდრეას ციმერმა.
ექსპერიმენტები ჯერჯერობით მხოლოდ მღრღნელებზე არის ჩატარებული და ექნება თუ არა იგივე ეფექტი პრეპარატს ხანდაზმული ადამიანების შემთხვევაში, ცნობილი არ არის. თუმცა, კვლევების ჩატარება ამ მიმართულებითაც იგეგმება, – დაამატა ციმერმა.


image


როგორც აღვნიშნეთ, ხანდაზმული თაგვების გარდა, ექსპერიმენტში ახალგაზრდა თაგვებიც მონაწილეობდნენ და თუ ხანდაზმულებზე მარიხუანამ პოზიტიური გავლენა მოახდინა, ახალგაზრდებზე პირიქით, – უარყოფითად იმოქმედა:

ექსპერიმენტის დაწყების წინ, ხანდაზმული თაგვები დავალებებს უფრო ცუდად ასრულებდნენ, ვიდრე ახალგაზრდები. თუმცა, «მარიხუანას კურსის» გავლიდან, 5 დღის შემდეგ ჩატარებულმა ტესტმა აჩვენა, რომ მათ თითქმის იგივე შედეგი ჰქონდათ, რაც ახალგაზრდა თაგვებს, ექსპერიმენტის დაწყების წინ. ხოლო, ახალგაზრდა თაგვები, ექსპერიმენტის შემდეგ, უნარ-ჩვევებით და გონებრივი შესაძლებლობით, ხანდაზმულ თაგვებს დაემსგავსნენ.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageმარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გაუქმდა, მაგრამ...
რა მოხდება ქვეყანაში, ყველაფერი უფასოდ რომ იყოს

ვირთხამ მაღაროელი გადაარჩინა

0
109
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0