x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
აღმოჩენილია ახალი მეთოდი, რომელიც კიბოს უჯრედებს სამუდამოდ დააძინებს
image
მელბურნის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი ტიპის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელსაც შეუძლია კიბოს უჯრედების სამუდამოდ დაძინება. ეს მეთოდი არ იწვევს მავნე გვერდით ეფექტებს, რაც შეიძლება გამოიწვიოს ონკოლოგიის მკურნალობის ტრადიციულმა მეთოდებმა.

მეცნიერები მუშაობდნენ წამყვან ონკოლოგებთან და გენეტიკოსებთან ერთად. მათ შეძლეს წარმატებით ჩაეტარებინათ ტესტირება ახალი ტიპის პრეპარატზე, რომელმაც შეიძლება შეაჩეროს კიბოს უჯრედების განვითარება ადამიანებში. მღრღნელებზე გამოკვლეულმა მეთოდმა აჩვენა სრული ეფექტურობა რადიოთერაპიისა და ქიმიური თერაპიისგან განსხვავებით, პრეპარატი შერჩევითად მოქმედებს მხოლოდ დაზიანებულ უჯრედებზე და ზიანს არ აყენებს ჯანმრთელობას.

ცნობილია, რომ ახალი ნივთიერება გავლენას მოახდენს პროტეინებზე KAT6A და KAT6B-ზე - ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კიბოს უჯრედების გამრავლებაში. ექსპერიმენტის დროს ქიმიკოსებმა დააზიანეს KAT6A, ამან შეაჩერა კიბოს უჯრედების გამრავლება სისხლში.

KAT6A-ის აქტიური ფაზის დროს, გენეტიკური ცვლილების გამო იწყება გააქატიურება უცხო ქრომოსომების მარეგულირებელი ფუნქციების გარეშე, რაც შესაძლოა კიბოს გავითარებამდე მიდის.


მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ახალ პრეპარატს, რომლის შემადგენლობაც ჯერ არ არის გამჟღავნებული, შეუძლია შეაჩეროს მავნე უჯრედების განვითარება. ამ პრეპარატს დაავადებული უჯრედები მიჰყავს დაძინებამდე, ხოლო შემდეგ "უჯრედულ კომაში" აგდებს. ისინი არ იღუპებიან ერთდროულად, თუმცა, წინასწარი ტესტებზე დაკვირვებით, გარკვეული დროის შემდეგ ისინი შეიცვლებიან ჯანსაღი უჯრედებით და ეს შეიძლება იყოს ღეროვანი უჯრედები.

ახლა მკვლევარები ემზადებიან კიბოს უჯრედების შეჩერების კლინიკურ კვლევებზე გადასასვლელად.

პრეპარატის გამოყენება შეიძლება კიბოს მკურნალობის პირველი თერაპიული კურსის დამთავრების შემდეგ.

1
313
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
313
  
2018, 9 აგვისტო, 17:16
მელბურნის თუ მელბურნელმა მეცნიერებმა?(ქალაქია ავსტრალიაში).
0 1 1