x
მეტი
  • 07.12.2019
  • სტატია:97182
  • ვიდეო:344045
  • სურათი:459147
როგორ ცხოვრობს ყველაზე განდეგილი და მარტოსული ადამიანი დედამიწაზე
image

ბრაზილიის რონდონიას შტატის ჯუნგლებში, გაუვალ, მიყრუებულ ადგილზე 22 წლის განმავლობაში სრულ მარტოობაში ცხოვრობს ყველაზე მარტოსული ადამიანი დედამიწის ზურგზე.




ეს მამაკაცი არის ბრაზილიის ინდიელების ტომის ტანარუს(Tanaru) უკანასკნელი წარმომადგენელი, რომელიც 1990-იან წლებში სულ რაღაც 6 ადამიანისგან შედგებოდა. აქედან ხუთი ადგილობრივმა ფერმერებმა მოკლეს, რომლებიც მიწების ხელში ჩაგდებას ლამობდნენ.



20 წელზე მეტია, ტომის უკანასკნელი ინდიელი ცივილიზაციას ემალება.



ძნელად გასავალ ჯუნგლებში მისი თავშესაფრის სიახლოვეს განთავსებულია რამდენიმე 1, 5-2 მეტრის სიღრმის ვიწრო ორმო, რომელიც ტოტებისგან, პაპაიას(ნესვის ხე)ღეროებისგან და სიმინდის ფუჩეჩებით არის შეფუთული. ორმოს ძირში ხისგან დამზადებული სარებია ჩარჭობილი, ეს ყველაფერი ნადირის დასაჭერად არის მოწყობილი, ამის გარდა, მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მამაკაცი ხიფათის დროს თვითონაც იმალება ამ ორმოში.

image

image

პირველად ეს მამაკაცი ბრაზილიის რონდონიაში 1996 წელს შეამჩნიეს, ორი წლის შედეგ სურათებიც გადაუღეს. ამჟამად ახალი ვიდეო გადაიღეს, სადაც აბორიგენის სახლია აღბეჭდილი, როგორც გარედან, ასევე შიგნიდან. კადრებში შეგიძლიათ იხილოთ საცხოვრებლის შიგნით ბამბუკის ჯოხი და შუბი. სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, მამაკაცი მათ ნადირობისთვის იყენებს.

სავარაუდო მონაცემებით, სელევში(ამაზონის ტროპიკული ტყე) ცივილიზაციას მოწყვეტილი, დაახლოებით 113 ტომი ცხოვრობს, თუმცა დღეისთვის მხოლოდ 27 ტომის არსებობა არის იდენტიფიცირებული.



0
544
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
544
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0