x
მეტი
  • 20.10.2018
  • სტატია:81838
  • ვიდეო:333847
  • სურათი:438998
ვარდან მამიკონიანი და შუშანიკი ლაზები იყვნენ

ვარდან მამიკონიანი და შუშანიკი ლაზები იყვნენ


ვარდან მამიკონიანი გახლდათ მამა წმინდა შუშანიკისა, რომლის მარტვილობაც იაკობ ხუცესის (ცურტაველი) მიერ აღწერილი პირველი ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლია. მამიკონიანებს სომხური ისტორიოგრაფია არ განიხილავს ადგილობრივ მთავრებად. ისინი მოსულებად მიიჩნევიან, კერძოდ "ჭანისტანიდან". ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, ჭანისტანი იგივე ჩინეთია, რაც, ცოტა არ იყოს, სასაცილოდ ჟღერს მაშინ, როდესაც იმ დროის სომხეთს პირდაპირ ესაზღვრებოდა ქართული ჭანეთი. ცნობილმა სომეხმა მეცნიერმა ნ. ადონცმა დაამტკიცა, რომ "ჭანთა" ქვეყანა არის მამიკონიანების საგვარეულო მხარის - ტაოს მეზობლად მდებარე ჭანეთი და არა შორეული ჩინეთი.


მე-5 საუკუნის ასევე სომეხი ისტორიკოსის - ფაუსტოს ბიზანდუცის ცნობით, მამიკონიანებს რაღაც შინაური კონფლიქტის გამო დაუტოვებიათ მშობლიური ჭანეთი და ტაოს იმ ნაწილში გადასულან, რომელიც იმ დროს პოლიტიკურად სომხეთთან იყო დაკავშირებული. იგივე ისტორიკოსის გადმოცემით, მანუელ მამიკონიანი სომეხთა მეფე ვარაზდატს (374-377 წწ.) ასე მიმართავს: "ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ თქვენი მსახურნი, არამედ ვიყავით თქვენი თანასწორნი, თქვენზე უფრო განჩინებულნი, რადგან ჩვენი წინაპარნი იყვნენ მეფენი ჭანთა ქვეყანაში, მაგრამ ძმათა შორის მოხდა დიდი სისხლისღვრა. ჩვენ დავტოვეთ სამშობლო და მოვედით აქ".


შუშანიკი


ჭანეთი ისტორიული მესხეთის ნაწილია და ახლა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. იქიდან წასული მამიკონიანები ვრცელ ტერიტორიას ფლობდნენ ტაოსა და ტარონში. კავკასიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ისტორიკოსს, კირილ თუმანოვს აქვს შრომები ამ თემაზე და ის ადასტურებს, რომ ვარდან მამიკონიანის ჩინელობა სასაცილოა და ის ჭანი, იგივე ლაზი გახლდათ - "მამიკონიანები და ლიპარიტები - არმენიკა" ვენეცია 1969 წ. გვერდი 125-137.

ასევე მეორე ნაშრომი კირილ თუმანოვისა - "კავკასიის ქრისტიანობის ისტორიის კვლევა (ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პრესა, 1963 წ.) გვ 209. 211-212, 238.

თავად არისტოკრატიული გვარი - თუმანოვები (თუმანიშვილი) მოდის მამიკონიანებიდან. საკუთარი გვარის წარმომავლობა დიდ მეცნიერს ნამდვილად არ შეეშლებოდა. ამას გარდა ამ თემაზე კვლევები აქვს ამერიკელ-სომეხ მეცნიერს რობერტ ჰიუსენს (ხუსენიანი) 2001. სომხეთი: ისტორიული ატლასი. ჩიკაგოს უნივერსიტეტის პრესა. გვ. 95. სადაც თავად ჰიუსენიც ადასტურებს ვარდან მამიკონიანის ლაზობას.


ვარდან მამიკონიანი


სომეხთა სამეფოს მხედართმთავრობა მამიკონიანებს მემკვიდრეობით ეკავათ მე-4 საუკუნიდან მოყოლებული. იაკობ ცურტაველიც გვამცნობს, რომ შუშანიკი იყო სომეხთა, და არა სომეხი სპასპეტის ქალიშვილი. შუშანიკი ცოლად გააყოლა ვარდანმა ქართველ, გუგარეთის ერისმთავარ არშუშას ძეს, ვარსქენს. სწორედ ეს არშუშა და ვარდან მამიკონიანი მიიწვია სპარსეთის მეფემ იეზდიგერ მეორემ, ქრისტიანობის უარყოფა და მაზდეანობის მიღება მოსთხოვა. ეს იყო როგორც პოლიტიკური აქტი იმისთვის, რომ ბოლომდე ეღიარებინათ სპარსეთის ჰეგემონია. მაშინ ორივემ უარყო ქრისტიანობა, მაგრამ ეს ფორმალური ნაბიჯი იყო თავის გადასარჩენად. როდესაც ვარდან მამიკონიანი დაბრუნდა სომხეთში, ის სათავეში ჩაუდგა ირანის წინააღმდეგ დიდ აჯანყებას, რომელსაც საერთო სახალხო ხასიათი ჰქონდა. ბრძოლები მიმდინარეობდა 450-451 წლებში. საბოლოო ბრძოლა გაიმართა 451 წლის 21 მაისს ავარაირის ველზე, სადაც აჯანყებული სომხები დამარცხდნენ, ხოლო ვარდან მამიკონიანი მოკლეს.




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


10
1504
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1504
  
7 სექტემბერი, 18:05
პირველი ქრისტიანი მეფე ნამდვილად სპარსი იყო, მაგრამ შუშანიკი და ვარდანი ლაზები იყვნენ. თვით სომხებიც არ იძახიან რომ მამიკონიანი სომეხი იყო და საიდან მოიტანე შენ? :/
7 სექტემბერი, 17:29
Ra susulelea!Rusebma daicyes aseti gayalbeba da exla tqven ahyevit!
Shushaniki iyo somexi qali!
Metsac getyvit, pirveli qristiani mepe miriani iyo sparsi,anu iraneli!gadashalet cigni da gadaamocmet,yvelaper sisuleles pirdapir nu ijerebt!
14 აგვისტო, 17:50
აი ზუსტადაც, ხელაღებით უარყოფენ იმას რაც ქართულია.
ძალზე საინტერესო სტატიაა, თან ისტორია და ფიზიკა ჩემი უსაყვარლესი საგნები იყო და ისტორიული სინამდვილის ასახვა, რეალურად როცა ხდება ძალიან მომწონს.
რესპექტი
13 აგვისტო, 22:54
ზუსტად ეგრეა
13 აგვისტო, 21:27
2

ასე რომ სულ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ და სხვადასხვა იდეოლოგიამ ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდ შემოგვიტრიალა – ამიტომ არის საჭირო „ქართულ ეროვნული იდეოლოგია“ რომელიც არა მხოლოდ ჩვენ არამედ მთელს კავკასიას გააცოცხლებს და აღარც ჩვენ დაგვჭირდება „ვაი პატრონების“ ძიება – ხან გაღმა და ხან გამოღმა.
როცა ვიძახით ჯავახეთში უმეტესობა არმენები ცხოვრობენო, ვ ც დ ე ბ ი თ ! რადგან მათი უმეტესობა არამხოლოდ გენეტიკურად არამედ ფორმალური ჩამომავლობითაც ქართველია. მათმა უმეტესობამ 300, 200, 100 წლის წინ შეიცვალეს გავრი (გასასამართლებლად ავბედობის ჟამის გამო). ეს მონაცემები, მათი წინა ქართული გვარების დასაბუთება დღესაც შესაძლებელია. მასალები ასევე დაცულია რუსულ არქივებშიც.
ასე რომ ეს კომენტარი და მონაცემები ნურავის ეწყინება ნურც სომეხს და ნურც არმენს რადგან ყველას თავად შეუძლია გადაამოწმოს და გადამოწმების მერე დაინტერესდეს (დაფიქრდეს) ვინ არის!?
13 აგვისტო, 21:27
1

კარგი სტატიაა.
ვერცერთი არმენი ამის საწინააღმდეგოს ვერაფერს იტყვის იმიტომ რომ ყველა სერიოზულმა მეცნიერმა იცის ამ ფაქტის (არა მხოლოდ) შესახებ არმენეთშიც კი. ისედაც რასაც ჩვენ სომხეთს ვეძახით, მასში იდენთიფიცირებულ (მოსაზრებულ) ადამიანთა 70 % –ს ქართული სისხლი აქვთ, ზუსტად რომ ვთქვათ მათი გენი 13 (ცამეტი) ძირითადი ჯგუფისგან შედგება, აქედან 2 (ორი) (G,J2(ქვეჯგუფი J1 )) ჯგუფის წმინდა წილი არის 51–57% (მონაცემები განსხვავებულია – ბოლო მონაცემებში შეინიშნება ქართული წარმომავლობის განგენ ამოგდება, მაგრამ მონაცემები უცხოურ ენციკლოპედიებში თუ არქივებში ხელმისაწვდომია, ჯერ კიდევ), ანუ ვისაც თავი სომეხად წარმოუდგენია მათი (ამ ხალხის) მინიმუმ 51% ქართველია (51% ქართული გენი აქვთ). ასევე მონათესავე ქვეჯგუფების მოცულობით ეს 70%–72% ზე ადის. ეს მონაცემები ოფიციალურია და ყველას შეუძლია გადახედოს და შეაჯეროს. ეს მინიმუმ იმას ნიშნავს რომ ვისაც თავი არმენი ჰგონია მათი უმეტესობა ჩვეულებრივი ქართველია ბიოლოგიურად. ანუ ეს უმეტესობა არიან სომხები დანარჩენნი კი არმენები, რომლებიც დაახლოებით 10 (ათი) სხვა ძირითადი გენეტიკური ჯგუფის შეჯვარებით წარმოიქმნენ. რაც შეეხება არმენულ ენას ის ყველას მოეხსენება რომ ინდოევროპულ ჯგუფს მიეკუთნება და მასში (ამხელა ქართული კულტურული გავლენიდან გამომდინარე) 30% ია იბერიულ–კავკასიურ (ანუ ქართული) ჯგუფის ენის გავლენა. დამწერლობა სალაპარაკოდაც არღირს (პირდაპირ ასომთავრულიდან გადაწერა (გადაატრიალა) მაშტოცმა – თავადაც ხვდებიან უკვე ყველაზე „მატყუარა“ არმენებიც კი მაგრამ აღარ იტეხავენ, ჩვენ კიდე „ჭრლობაზე მარილს არ ვაყრით“ და ვდუმვართ).
9 აგვისტო, 10:08
ძალიან საინტერესოა...ისე, ჩვენში დარჩეს და ყოველთვის უხერხულობის განცდა მეუფლებოდა ამ ნაწარმოების წაკითხვის დროს იმის გამო,რომ სომეხი შუშანიკი თავგადაკლული იყო ქრისტიანობისთვის და მისი ქმარი-ვარსქენი - პირიქით.
9 აგვისტო, 9:52
მე ქართველი ლიბერალების უფრო მეშინია, ეხლა შემომივარდებიან და დაცინვას დაიწყებენ აი ნახე :) დაელოდე
9 აგვისტო, 9:51
სომეხი მეცნიერები წერენ თვითონ და მეტი რაღა უნდა გაიგონ :)))
9 აგვისტო, 9:50
აუუ ეს სომხებმა არ გაიგონ,თორემ ვენებს გადაიჭრიან...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10