x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
„სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, სადაც იგი 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს, პირდაპირ წყალს ასხამს რუსულ ინტერესებზე.“

„სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, სადაც იგი 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს, პირდაპირ წყალს ასხამს რუსულ ინტერესებზე. ესაა რუსეთის და პუტინის რიტორიკა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, შემდეგ კი ისინი უბრალოდ საკუთარ მოქალაქეებს იცავდნენ სამხედრო აგრესიით. პირველად ცეცხლი ჯერ კიდევ 1-2 აგვისტოს ოსმა სეპარატისტება გახსნეს, როდესაც რამდენიმე სოფელი დაბომბეს და ქართული პოლიციის მანქანა ააფეთქეს. ამ დროს ქართველი სამხედროები ცეცხლს ლიმიტირებულად, მხოლოდ თავდაცვისთვის ხსნიდნენ. ანალოგიური ვითარება იყო 6-7 აგვისტოსაც. მიუხედავად ამისა, 7 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე, პრეზიდენტის ბრძანებით, ქართულმა ჯარმა ცეცხლი შეწყვიტა. მიუხედვად ამისა, ოსი სეპარატისტები არ გაჩერდნენ და საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა კიდევ უფრო გაზარდეს. დაბომბეს და დაიკავეს რამდენიმე ქართული სოფელი. შესაბამისად, საბრძოლო მოქმედებები ქართულ მხარეს არ დაუწყია. ზურაბიშვილის ამ განცხადებით კი პირდაპირ რუსეთის წისქვილზე ისხმება წყალი. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მის უკან რეალურად ქართული ოცნება დგას, მგონი ამაში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს, ცხადი ხდება, რომ ის მმართველი გუნდის გარკვეული ნაწილის პოზიციასაც გამოხატავს. მსგავსი შინაარსის შემცველი განცხადებები ადრე ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა, ამიტომ მეტად სავარაუდოა, რომ იგი ოცნების აზრს აჟღერებს, და თავის მხრივ ოცნებაც მისი პირით ამბობს იმას, რასაც თავად, ღიად ვეღარ ამბობს. მოკლედ, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება იქნება კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის. კარგად უნდა გაიაზროს თითოეულმა ამომრჩეველმა.“ - წერს გიორგი ბაბუხადია სოციალურimage
ქსელში.

7
173
1-ს მოსწონს
ავტორი:დუდე555
დუდე555
173
  
2018, 10 აგვისტო, 16:59
ჰილდა, რა სისულელეს ამბობ შევარდნაძეზე...
2018, 10 აგვისტო, 9:57
შევარდნაძეს ეს ტერიტორიები განზრახ-გამიზნულად არ დაუთმობია, აი მშიშამ კი განზრახ გააკეთა და აქედან იხეირა. და თუ რა იხეირა ძნელი გასაგები არაა, მაგას საქართველო არ უყვარს
2018, 10 აგვისტო, 0:49
მაშინ ჯერ შევარდნაძით დავიწყოთ...კიტოვანი,სიგუა....
2018, 9 აგვისტო, 20:47
მშიშა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას კი არ ცდილობდა, არამედ გაყიდა საქართველოს ტერიტორიები და სანამ საქართველო ამას არ აღიარებს და მიშას გამყიდველად არ გამოაცხადებს, მანამდე არაფერი დალაგდება.
2018, 9 აგვისტო, 16:15
სალომე მისას კი ადანაშაულებს,მაგრამ აქ საქართველოც რომ იჭყლიტება? ეს არ ანაღვლებს მაგ ბატს.ბოლობოლო მიხუილა თავის სახელმწიფოში,თავისივე ტერიტორიაზე ცდილობდა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას.ანალოგიური არ გააკეთა პუტინმა ჩეჩნეთში? თან უფრო მძიმე ფორმით,ნახევარი ჩეჩნეთი ამოწყვიტა,მარტო ბავშვები დახოცა 40 ათასი. დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი?
2018, 9 აგვისტო, 15:18
სალომე საქართველოს არ ადანაშაულებს. ის ცინგლიან მიშას ადანაშაულებს, და ესეც იყო ომი დაიწყო მიშამ და ნაცმოძრაობამ- და რამდენიც არ უნდა იხტუნოთ, სიმართლე ესააა
2018, 9 აგვისტო, 9:47
მე ამ უტვინო ქალს არჩევნებზე ხმას არ მივცემ.
0 1 7