x
მეტი
  • 18.12.2018
  • სტატია:83884
  • ვიდეო:334598
  • სურათი:442052
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები - 200-წლიანი ოკუპაცია

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები - 200-წლიანი ოკუპაცია

რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს სახელმწიფო თავიდანვე მოატყუა. სახელმწიფო გაგვიუქმეს და დაგვიპყრეს მე-19 საუკუნის დასაწყისიდანვე. არაფერი ამგვარი გეორგიევსკში არ იყო გათვალისწინებული. ეს დოკუმენტი იყო ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობის მსგავსი - საქართველო შედიოდა რუსეთის დაქვემდებარების ქვეშ, მოიაზრებოდა მის ტერიტორიად, მაგრამ სრულად შეუარჩუნდებოდა ცალკე სახელმწიფოს სტატუსი, შენარჩუნდებოდა ბაგრატიონების დინასტიის მეფობა და შენარჩუნდებოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, მაგრამ როგორც უინსტონ ჩერჩილი ამბობდა რუსების ხელმოწერილ დოკუმენტს ზუსტად ის ფასი აქვს, რაც იმ ქაღალდს, რომელზეც ხელმოწერააო შესრულებული.

აქვე მინდა შემოგთავაზოთ სია, სადაც რუსეთის მიერ საქართველოს ორასწლიანი ოკუპაციის პერიოდში დაფიქსირებული მტრული დამოკიდებულების, ეთნიკური წმენდის, სისხლისღვრის, ღალატის და დამცირების ფაქტების არასრული, ძალიან მოკლე ჩამონათვალია გაკეთებული. არასოდეს დაივიწყოთ სისხლი ქართველებისა, რომელიც რუსეთმა დაღვარა 200-წლიანი ოკუპაციის განმავლობაში - ამ ორსაუკუნოვან განგრძობად ოკუპაციას უკვე (2018 წლამდე) 1, 300, 000 (მილიონ სამასი ათასი) ქართველი შეეწირა.


რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები - 200-წლიანი ოკუპაციარუსეთ-საქართველოს ურთიერთობები - 200-წლიანი ოკუპაცია


1. 1722 წ. - ვახტანგ მეექვსეს შეტოვება ოსმალეთთან პირისპირ, როდესაც ურთიერთდახმარების შეთანხმება დადებული იყო.

2. 1770 წ. - ღალატი ასპინძის ომში.

3. 1795 წ. - ღალატი კრწანისის ომში.

4. 1801 წ. - ქართლ-კახეთის ანექსია.

5. 1802 - კახეთის აჯანყების სისხლში ჩახშობა.

6. 1804 წ. - მთიულეთის აჯანყების სისხლში ჩახშობა.

7. 1810 წ. - იმერეთის აჯანყების სისხლში ჩახშობა.

8. 1811 წ. - საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის აბსოლუტურად უკანონო გაუქმება.

9. 1812 წ. - კახეთის აჯანყების სისხლში ჩახშობა.

10. 1819-1820 წწ. - იმერეთის აჯანყების სისხლში ჩახშობა.

11. 1832 წ. - თავად-აზნაურთა შეთქმულების სისხლში ჩახშობა.

12. 1841 წ. - გურიის აჯანყების სისხლში ჩახშობა.

13. 1842 - თელაველთა ამბოხების სისხლში ჩახშობა.

14. 1856 წ. - გურიის აჯანყების სისხლში ჩახშობა.

15. 1856-1859 წწ. - სამეგრელოს აჯანყების სისხლში ჩახშობა.

16. 1865 წ. - აფხაზეთის ანექსია.

17. 1875-1876 წწ. - სვანეთის ანექსია.

18. 1878 წ. - კახეთის აჯანყების სისხლში ჩახშობა.

19. 1885-1886 წწ. - იმერეთის აჯანყების სისხლში ჩახშობა.

20. 1887 წ. - დიმიტრი ყიფიანის მკვლელობა. მოოქროული ქართული ჭედურობის ხატების ძარცვა-დატაცება და ქვეყნიდან გატანა. ძველი ქართული ტაძრების კირით შეთეთრება ქართული კვალის გაქრობის მიზნით. სკოლებიდან, ეკლესიიდან, სამართლო სისტემიდან ქართული ენის გაძევება და რუსულის დაკანონება.

21. 1905 წ. - სამეგრელოს აჯანყების ჩახშობა.

22. 1920 წ. - სოჭის ანექსია.

23. 1921 წ. - დამოუკიდებელი საქართველოს ხელახალი ანექსია. ლორეს, ჰერეთის გაჩუქება, ასევე ტაო-კლარჯეთის ყარსის ხელშეკრულებით საქართველოსთვის მოწყვეტა და თურქეთისთვის გაცვლა ყირიმის ნახევარკუნძულში.

24. 1922 წ. - სვანეთის და ხევსურეთის აჯანყებების სისხლში ჩახშობა. ასევე 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოსული მანისტანტების დარბევა.

25. 1923 წელი - დიდი ქართველი მოღვაწის კოტე აფხაზის და ვაჟა-ფშაველას შვილის - ლევან რაზიკაშვილის დახვრეტა. დავით დაკონსტანტინე მხეიძეების ცხედრების ამოთხრა და ქუჩა-ქუჩა თრევა.

26. 1924 წ. - საერთო სახალხო ამბოხება და აჯანყების გაუგონარი სისასტიკით სისხლში ჩახშობა 1 კვირაში - 12, 000 მოკლული. გენერალ ვალიკო ჯუღელის დახვრეტა.

27. 1925 წ. - დიდი ქართველი პოეტის მიხა ხელაშვილის მკვლელობა.

28. 1920-იანი წლების პირველი ნახევარი - კერძო საკუთრების ხელყოფა, ქარვასლების, დუქნების, საწარმოების მეპატრონეთათვის უსასყიდლოდ ძალადობრივი ჩამორთმევა.

29. 1920-იანი წლების მეორე ნახევარი - მთავარი დაპირების პირიქით შესრულება. გლეხებისთვის მიწის დარიგების მაგივრად, არსებულის წართმევა.

30. 1927 წ. - აჭარისთვის და აფხაზეთისთვის ავტონომიის მინიჭება და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" როგორც ტერმინის გაჩენა და მისთვის ავტონომიის მინიჭება.

21. 1937 წ. - ლენინის ცნობილი გამონათქვამის აღსრულება: "ინტელექტუალები ერის ტვინი კი არ, ფეკალიებია." ერის ტვინის განადგურება. ეს არის უმოკლესი სია იმ უდიდესი ქართველი მოაზროვნეებისა, რომლებიც დახვრიტეს ამ წელს: მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი, გიორგი მაზნიაშვილი (გენერალი, რომლის დამსახურებითაც დღეს აჭარა საქართველოს შემადგენლობაშია), ტიციან ტბიძე, ევგენი მიქელაძე, დიმიტრი შევარდნაძე, ვახტანგ კოტეტიშვილი, ნიკოლო მიწიშვილი, გიორგი ელიავა (დიდი მიკრობიოლოგი), ბესარიონ ჭიჭინაძე (ზაჰესის და რიონჰესის დამპროექტებელი).

22. 1941-1945 წწ. - მეორე მსოფლიო ომი. საქართველოს მიწაზე 1 ბომბიც კი არ ჩამოვარდნილა და ამ დროს გაწვეულ იქნა მთელი საქართველოს პოპულაციის 24% ანუ ყველა კაცი ვისაც იარაღის ხელში ჭერა შეეძლო. ეს იყო მიზანმიმართული გენოციდი. გაწვეულ იქნა სულ 700, 000 ადამიანი და აქედან ბრძოლის ველზე დაეცა მინიმუმ 300, 000 ადამიანი.

23. 1942 წ. - სტუდენტებისგან შემდგარი პატრიოტული ორგანიზაციის - "სამანის" წევრების დახვრეტა.

24. 1956 წ. - 9 მარტის ტრაგედია თბილისში, როდესაც დახვრიტეს მშვიდობიანი პროტესტანტები ქუჩაშივე.

25. 1978 წ. - სახელმწიფო ენის - ქართულის გაუქმების მცდელობა.

26. 1984 წ. - დახვრიტეს თვითმფრინავის ბიჭები და მათთან ერთად მღვდელიც, რომელიც თვითმფრინავში საერთოდ არ ყოფილა.

27. 1988-1989 წწ. - ანტისაბჭოთა გამოსვლები და 9 აპრილის ტრაგედია თბილისში. მშვიდობიანი მომიტინგე ქართველები რუსმა ჯარისკაცებმა ალესილი ბარებით დაჩეხეს. მათ შორის რამდენიმე ორსული, ბევრი ახალგაზრდა კი დააბრმავეს.

28. 1989 წ. 13 ოქტომბერი - უდიდესი ქართველი გმირი პოლიტიკოსის და პატრიოტის, სამაგალითო მერაბ კოსტავას მკვლელობა.

29. 1991 წ. - საქართველოში მოსახლეობის მიერ დემოკრატიულად 87, 03% ხმებით არჩეული ხელისუფლების წინაარმდეგ სამხედრო გადატრიალების მომზადება და დაფინანსება.

30. 1992-1993 წწ. - აფხაზეთის ომი. 30, 000 დაღუპული ქართველი. ქართველების ეთნოწმენდა და გენოციდი. ისტორიული ტერიტორიებიდან იძულებით გამოდევნა 300, 000 (300 ათასი) ადამიანის.

31. 1998 წ. - გალის მოვლენები.

32. 2004 წ. - შეტაკებები სამაჩაბლოში.

33. 2008 წ. - ომი საქართველოს წინააღმდეგ. მოკლული ქართველი 170 ჯარისკაცი და 228 სამოქალაქო პირი. საქართველოს ტერიტორიის 22%-ის ოკუპაცია, აფხაზეთის და სამხ. ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. ხელახალი ეთნოწმენდა, ასობით ქართული სოფლის და ათიათასეულობით სახლის გადაწვა-დაგანადგურება რომ ვეღარასოდეს დაბუნებულიყვნენ დევნილები და დღემდე მიმდინარე მცოცავი ოკუპაცია.




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


7
132
6-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
132
  
13 აგვისტო, 21:51
ჰო, წეღან ვკითხულობდი და გამეხარდა.
13 აგვისტო, 14:11
აქ ვეღარ მოიკიდებს ვერავინ ფეხს. ძალიან გამკაცრდა უკვე მოქალაქეობის მიღება. ენის გამოცდა უნდა ჩააბაროს, 10 წელი ისე უნდა იცხოვროს აქ რომ დანაშაული არ ჩაიდინოს და საქართველოს ისტორიის გამოცდა უნდა ჩააბაროს. ასევე მკაცრდება ბინადრობის უფლებაც.
13 აგვისტო, 14:09
აქაც ,,კარგად,, იკიდებენ ფეხს((
13 აგვისტო, 13:42
გულს იმით ვიფხან ეხლა ჩინელები რომ ასახლებენ რუსეთის აღმოსავლეთ ტერიტორიებზე ჩინელებს და უკვე 6 მილიონი რომ არიან იქ და მალე აახევენ.
ეს არის მცირერიცხოვანი და მცირე ტერიტორიის მქონე ერების ტრაგედია(( გულს იმით ,,ვიფხანთ,, რომ რუსეთში დაგეგმილ კონცერტებზე ჩვენს ხელოვანებს არ ვუშვებთ((
9 აგვისტო, 15:23
33-ე პუნქტი სააკაშვილის დამსახურებაა
მეტი მსგავსი პოსტები...
0 1 7