x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სამიკიტნო "მაჭახელა" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს პუტინის ტრანსპარანტთან დაკავშირებით
image

სამიკიტონო მაჭახელას ქსელის "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდიდან საგანგებო განცხადებას ავრცელებს გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო:


მოგესალმებით მაჭახელა სამიკიტნოს ადმინისტრაციის სახელით. პირველ რიგში გვინდა ბოდიში მოვუხადოთ საზოგადოებას გუშინდელი ინციდენტის გამო სადაც ჩვენი რამოდენიმე თანამშრომლის მიერ ადგილი ქონდა მცდელობას, შეეზღუდათ ერთ-ერთ ჩვენს ფილიალში სტუმრების მიერ ოკუპანტი ქვეყნის მამხილებელი პოსტერის დემონტრირებისთვის. სამწუხაროდ საკმაოდ ძნელია ინფორმაციას ფლობდე ყველა იმ ათასობით თანამშრომლის პირადი პოლიტიკური შეხედულებების თუ მოსაზრებების შესახებ, რომლებიც ჩვენს ქსელში არიან დასაქმებულნი. ასევე ძნელია პასუხი აგო ყოველი მათგანის მყისიერ და არასწორ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ ვგრძნობთ იმ პასუხისმგებლობას რომელიც გვეკისრება ამ შემთხვევაში და დაუყონებლივ ვწყვეტთ საქმიან ურთიერთობას ყველა იმ თანამშრომელთან რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ ინციდენტში მათ შორის ადმინთან რომელმაც სრულიად არაკორექტულად და არასწორედ გამოხატა ჩვენი პიზიცია. იმედია ეს იქნება სიგნალი იმისა რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს. ასევე გვინდა ავღნიშნოთ რომ ჩვენი ორგანიზაცია სრულიად იზიარებს საზოგადოების იმ გულისტკივილს და აღშფოთებას რაც რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციით არის გამოწვეული. კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით მომხდარი ინციდენტის გამო.

რესტორან მაჭახელა-სამიკიტნოს ადმინისტრაცია


image



შეგახენებთ, შემთხვევა გუშინ თავისუფლების მოედანზე მდებარე სამიკიტნო "მაჭახელა"-ში მოხდა. რესტორნის ადმინისტრაციამ, მიმტანებთან და დაცვასთან ერთად სტუმრებს მაგიდიდან რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისადმი მიძღვნილი აქციიდან წამოღებული პუტინის ტრანსპარანტის აღება მოთხოვა.



2
141
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
141
  
2018, 9 აგვისტო, 10:43
ოხ, რა ვართ ეს ქართველები, რესტორნებში აღვნიშნავთ ოკუპაციის დღეს და ხინკლის ჭამას ვახარბებთ ვოვას სურათს(((( ნწ, ნწ, ((
2018, 8 აგვისტო, 23:43
მაჭახელას ხელმძღვანელობა და თანამშრომლები მიჰქარავთ,არავინ უნდა შემოვიდეს თქვენთან და გისურვებთ გაკოტრებას..ფულის ხამებო...
0 1 2