x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508146
მეცნიერთა კვლევის შედეგი - რა ხდება ყვავის სიკვდილის შემდეგ?

ყვავი არის ბეღურასნაირთა რიგის ორი ფრინველის კრებითი სახელწოდება. შეფერილობის მიხედვით არჩევენ: რუხ ყვავს (Corvus cornix) და შავ ყვავს (Corvus corone). მათი არეალების სასაზღვრო ზონებში გვხვდება გარდამავალი შეფერილობის ნაჯვარი ინდივიდები. ყვავის სხეულის სიგრძე 44-56 სმ აღწევს, ბინადრობს ევროპაში, აზიასა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში (ნილოსის შესართავი). საქართველოში ბინადრობს და ფართოდაცაა გავრცელებული რუხი ყვავი, შავი ყვავი კი შემჩნეულია მხოლოდ შემოფრენისას. ზამთარში ჩრდილოეთით მცხოვრები პოპულაციები უფრო სამხრეთით ნობადობენ. ყვავი პოლიფაგია (ყოვლისმჭამელი).


image




Popular Science -ის ინფორმაციით, მეცნიერთა ჯგუფმა ფართომაშტაბიანი კვლევა ჩაატარა ყვავების შესახებ. კვლევის ერთ-ერთი უცნაური ნაწილი ყვავების სიკვდილი იყო. "რა ხდება მაშინ, როდესაც ყვავი კვდება?"


image


როდესაც ყვავი კვდება და ამის შემსწრე ხდება სხვა რომელიმე ყვავი, უმალვე წყვეტს საკვების ძიებას და იწყებს ბოლო ხმაზე ყვირილს, რათა ახლომდებარე ყვავები გამოიძახოს. ამის შემდეგ, ყვავები იკრიბებიან მკვდარი ყვავის გარშემო.


image


"ისინი გამოსცემენ უჩვეულო ხმებს, როდესაც ხედავენ საკუთარი სახეობის ინდივიდის სიკვდილს, იკრიბებიან ერთად და ატარებენ უცნაურ რიტუალს... ყვავები ხომ ძალიან ჭკვიანი ფრინველები არიან" - აცხადებს ამერიკელი მეცნიერი.


image



კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მკვდარ ყვავს, ამავე სახეობის წარმომადგენლები სხვადასხვა მცენარეებით ფარავენ, რათა რომელიმე არსებამ არ შეჭამოს.



image


ამის შემდეგ ისინი რამოდენიმეწუთიან დუმილს უცხადებენ მკვდარ ყვავს - ეს ნამდვილად საოცარი და უცნაურია. რას ნიშნავს ყვავების ეს საქციელი? ამ კითხვაზე პასუხი მეცნიერებს ჯერ არ მოუპოვებიათ.


image



ყვავების უძინარი მტერი ტყის ბუა. როდესაც მტერს შენიშნავენ, ისინი იკრიბებიან, თათბირობენ და შეტევაზეც ერთად გადადიან.


image



ამ კვლევამ ცხადყო ის ფაქტი, რომ ყვავებიც, როგორც სპილოები და ჟირაფები, გლოვობენ საკუთარი სახეობის სიკვდილს, ატარებენ რიტუალებს და იქცევიან როგორც ადამიანები.


მკვლევარი მარკ შვაიგერი - "ყვავები ძალიან ჭკვიანები არიან, იმდენად ჭკვიანები, რომ წარმოდგენაც არ გეყოფათ!"


image












სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. ბერმუდის "ეშმაკის სამკუთხედის" საიდუმლო ამოხსნილია!

2. სამარადჟამო დიდება სამშობლოსათვის თავშეწირულ გმირებს! (აგვისტოს ომის გმირები)

3. როგორ ატარებენ სექსუალური "ანგელოზები" შვებულებას...

4. “მინდა ყოფილ შეყვარებულს ცოლად გავყვე, მაგრამ მეუღლესთან განშორებაც არ მსურს”

5. როგორ ცხოვრობს ჩრდილოეთ კორეის საიდუმლოებით მოცული პირველი ლედი?

2
1668
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1668
  
2018, 10 აგვისტო, 7:52
:D
2018, 9 აგვისტო, 16:04
ვაიიიიი. დავიზაფრე
0 1 2