x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
თაკო ნაცვლიშვილის ცხელი ზაფხული - ქართველი ტოპ–მოდელი საცურაო კოსტიუმში პოზირებს

image

ქართველი ტოპ–მოდელი, რომელიც ისეთი ცნობილი ბრენდების ჩვენებებზე გამოსულა, როგორიცაა: Versace, Christian Dior, Dolce&Gabbana, Yohji Yamamoto, თაკო ნაცვლიშვილი 19 წლისაა. მან ასაკის მიუხედავად კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა უკვე მოასწრო.

როგორც ჰყვებიან, როდესაც ლეგენდარულმა დონატელა ვერსაჩემ თაკო ნაცვლიშვილი ნახა, აღტაცება ვერ დამალა და თქვა: " Bella", რაც იტალიურად ლამაზს ნიშნავს. როგორც ცნობილია, დონატელა ვერსაჩე კომპლიმენტებით ადამიანებს ძალიან იშვიათად ანებივრებს, თუმცა ეს ქართულმა სილამაზემ ნამდვილად დაიმსახურა.

თაკო ნაცვლიშვილი განსაკუთრებით პოპულარულია მისი ასაკის ახალგაზრდებში, Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე ქართველ მოდელს 183 000 გამომწერი (მიმდევარი) ჰყავს.

წარმოგიდგენთ ფოტოებს მოდელის Instagram ანგარიშიდან, სადაც ჩანს, თუ როგორ ატარებს ცხელი ზაფხულის დღეებს თაკო ნაცვლიშვილი:

image

ფოტოზე - თაკო საფრანგეთის ულამაზეს, ლაჟვარდოვანი ქალაქ კანიდან
image

ფოტოზე: თაკო ნაცვლიშვილი ყვითელი საცურაო კოსტიუმით, მაროკოდან. გადაღება Paindesucre-თვის. სახელგანთქმული ფოტოგრაფის David Bellemore-ს ობიექტივში.

image

image

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თაკო ნაცვლიშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ გასულ წელს მოექცა, როდესაც ის თეთრეულის ყველასთვის ცნობილი ბრენდის Victoria" s secrets-ის ქასთინგში მონაწილეობდა, სამწუხაროდ, ქართველმა მოდელმა მსოფლიოს ერთ-ერთ საოცარ შოუში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო, თუმცა ის დანებებას არ აპირებს და აგრძელებს ახალ-ახალი მწვერვალების დაპყრობას.

image

image





1
229
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Culture Express
Culture Express
229
  
2018, 9 აგვისტო, 0:11
ეს ერთი ვითომ ლამაზიაო მარა ესეც ვერ მოხვდა სეკრეტში. მერე იტყვიან ქართველი ქალების სილამაზეზე ლეგენდები დადისო :ვ
0 1 1