x
აგვიტოს ომიდან ათი წლის შემდეგ რუსეთი კვლავ ომით იმუქრება

image
დღეს 2008 წლის აგვისტოს ომიდან ათი წელი შესრულდა. ათი წლის თავზე ისევ გაისმა მუქარანარევი გაფრთხილებები რუსეთის მხრიდან.

პირველი ასეთი გაფრთხილება 17 ივლისს, ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ მოვისმინეთ. ვლადიმერ პუტინი ტელეარხ Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრებას შეეხო და აღნიშნა, რომ მათთვის "ეს ეროვნული უსაფრთხოების პირდაპირი და უშუალო საფრთხეა. ნატო-ს ინფრასტრუქტურის ჩვენს საზღვრებთან გადაადგილება საფრთხეა. შესაბამისად, ჩვენი რეაქცია უკიდურესად ნეგატიური იქნება".

ეს იყო პირველი განცხადება, რასაც გუშინ რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვრცელი ინტერვიუ მოჰყვა, რომელშიც ნატო-ს საკითხზე განაცხადა, "ამან შეიძლება საშინელი კონფლიქტი გამოიწვიოს". კითხვაზე, კონფლიქტში მონაწილე მხარე იქნება თუ არა რუსეთი, მან შემდეგნაირად უპასუხა: "ეჭვგარეშეა, ამან შეიძლება პოტენციურ კონფლიქტამდე მიგვიყვანოს, რადგან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომელთანაც ჩვენ მეგობრული ურთიერთობები გვაქვს. იქ ჩვენი სამხედრო ბაზებია განლაგებული. ჩვენ გვესმის, რომ თუ მეორე ქვეყანა მათ განიხილავს საკუთარ ტერიტორიად, ამან შეიძლება სერიოზულ შედეგებამდე მიგვიყვანოს".

ამ განცხადებას ემატება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის ბოლო ინტერვიუ აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა, რომ "დღეს შეიძლება თავისუფლად ითქვას, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი შემდგარი სუვერენული სახელმწიფოები არიან".

რატომ მოვიყვანე ასეთი დიდი შესავალი? - იმისათვის, რომ მეჩვენებინა რუსეთის მხრიდან დანახული რეალობა. რა თქმა უნდა, ინტერვიუებში ყველა აღნიშნული პოლიტიკოსი ამბობს, რომ დიალოგი აუცილებელიც არის და მისაღებიც, მაგრამ...

მაგრამ არის ერთი ძალიან დიდი პრობლემა - ის, რომ რუსეთი, სულ მცირე, არსებული ხელისუფლების მმართველობის პერიოდში არ დათმობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობას და ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის. ეს მათთვის პრინციპული საკითხია, ვინაიდან მათ ასე გადაუხადეს სამაგიერო ამერიკასა და ევროპის ქვეყნებს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო. 2008 წლის 17 თებერვალს კოსოვომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, 26 აგვისტოს კი რუსეთმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა.


დღეს ასეთი რეალობაა - რუსეთის მხრიდან ისმის მუქარები, მაგრამ ისმის დიალოგისკენ მოწოდებებიც. რა არის ამ დიალოგისთვის აუცილებელი - საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა, რაც წარმოუდგენელია.

მეორე მხრივ, როგორია დღეს რუსეთის სახელმწიფო? - დღეს უკვე აშკარად ჩანს, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც ერთ ადამიანზე დგას. დღეს იმასაც თუ ვიტყვით, რომ ეს ადამიანი რუსეთის ინტერესებს იცავს, ერთ ფაქტს მაინც ვერ გავექცევით - ერთ კაცზე დამყარებული ქვეყანა მაინც დაღუპისთვისა და ქაოსისთვისაა განწირული...

ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ალბათ რუსეთის მხარემ დაუშვა, სწორედ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადება იყო. განაგრძეთ კითხვა
1
53
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
53
  
2018, 8 აგვისტო, 17:21
ისე აუდგეს კარასინს... გვერდები,აფხაზეთი და მით უმეტეს სამხრეთ ოსეტია შემდგარი სახელმწიფოები არ იყოს...
0 1 1