x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვარსკვლავს ფილმიდან "ტაქსი" მოსკოვის ერთ-ერთ ბარში სცემეს
image

ბერბერული წარმოშობის ფრანგი მსახიობი სამი ნასერი ამჟამად მოსკოვის გელგომცის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუის კლინიკაში წევს, როგორც კლინიკის მთავარმა ოფთალმოლოგმა ვლადიმერ ნეროევმა განაცხადა, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მსახიობს თვალი შეუნარჩუნდა, წინ არის რეაბილიტაციის პერიოდი.

თვითონ მსახიობმა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოქვეყნა:"რამდენიმე კვირის წინ ჩემზე გავრცელებული ცრუ ინფორმაციის შემდეგ, თითქოს მოვკვდი, მადლობა ყველა იმას, ვინც არ ჩაყლაპა მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს-და თავის ტრავმა მივიღე კარაოკე-ბარში ჩხუბის შემდეგ".

image


სამი ნასერი ძმასთან ერთად 5 აგვისტოს მოსკოვის კარაოკე ბარ "Voice"-ს სტუმრობდა ტვერის ქუჩაზე, რა დროსაც მიკროფონთან რიგში დგომის დროს მსახიობს ჩხუბი მოუვიდა ბარის ერთ-ერთ სტუმრათან, რა დროსაც სახეში დაარტყეს და მიიღო თვალის დაზიანება, ნასერმა დახმარებისთვის მოსკოვის თვალის კლინიკას მიმართა.

ინციდენტის შემდეგ დაკავებულია სამი ადამიანი.


სამი ნასერმა ძირითადად სახელი გაითქვა ფილმით "ტაქსი" და მისი გაგრძელებებით(ტაქსი-2, 3, 4 და 5)


მსახიობი ბუნტისთავობით გამოირჩევა, რის გამოც იგი რამდენჯერმე დააკავეს:2003 წელს პოლიციამ იგი მძღოლის ცემის გამო დააკავა, მომდევნო ხმაურიანი ინციდენტი 2007 წელს მოხდა, როდესაც მან ღამის კლუბის მცველის მოკვლა სცადა, რისთვის 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა.



2008 წლის 14 ოქტომბერს ნასერიმ უნებლიედ დაეჯახა პოლიციის თანამშრომელს. ამასთან იგი საჭესთან მართვის მოწმობის გარეშე იყო. ქალი-პოლიციელი სერიოზულად არ დაშავებულა. 5 ნოემბერს პარიზის სასამართლომ სამი ნასერი ექვსი თვით დააპატიმრა მკაცრი რეჟიმის გამოყენებით და 7500 € ჯარიმა დააკისრა, ასევე სავალდებულო ალკოჰოლიზმის მკურნალობა დაუნიშნა.


2009 წელს მსახიობი ყოფილი მეგობარი ქალის ახლობლის დანით დაჭრის გამო დააკავეს, ხოლო 2013 წლის 23 ივნისს ნარკომოვაჭრეებთან ჩხუბი გამო.





0
132
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0