x
მეტი
  • 21.11.2018
  • სტატია:82939
  • ვიდეო:334275
  • სურათი:440638
როგორ მოვამზადოთ შოკოლადის ნაყინი მარტივად

image

ცხელ ზაფხულში ნაყინის ცივი და უგემრიელესი დესერტი შვებაა. შოკოლადის ნაყინს სახლის პირობებში სულ რამდენიმე წუთში, 5 ინგრედიენტით მოამზადებთ:

○ 1, 5 ჭიქა რძე

○ 2 ჭიქა ნაღები

○ ნახევარი ჭიქა კაკაოს ფხვნილი (მნიშვნელოვანია კარგი ხარისხის)

○ 1 ჭიქა შაქარი

○ 1 სუფრის კოვზი ვანილი


უმჯობესია, პროცესის დაწყებამდე თითოეული ინგრედიენტი 30 წუთით მოათავსოთ საყინულეში. შემდგომ ნაყინის მასა უფრო სწრაფად გაიყინება და ტექსტურაც გაუმჯობესდება

1) ერთმანეთში ათქვიფეთ რძე, კაკაოს ფხვნილი და შაქარი. კაკაოს ფხნილი შაქარს სრულიად უნდა შეერიოს, გაიხსნას.

2) ნაღებს ვანილის ექსტრატი დაუმატეთ.

3) ნაზად აურიეთ მიღებული მასები, მოათავსეთ პლასტმასის კონტეინერში და შემდეგ - საყინულეში (მინიმუმ 4 საათით).


არომატის გასაზრდელად, სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ სხვადასხვა სიროფი. რაც შეეხება მორთვას, თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

image

*აღნიშნული რეცეპტი 317 კალორიას ითვლის.

*თუ ყავის არომატი გიყვართ, შეგიძლიათ ესპრესოს ფხვნილი დაამატოთ

0
103
2-ს მოსწონს
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0