x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უკვდავები და თითქმის უკვდავები (200 +)

image

image

როდესაც ხანდაზმულობაზე და მარადიულ სიცოცხლეზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ ვახსენოთ ჩინელი ლი ცინიუნი, რომელიც 256 წლის ასაკში გარდაიცვალა (1677 –1933). ზუსტად არის ცნობილი, რომ როდესაც ლი 71 წლის იყო, ის ჯარში მსახურობდა, საბრძოლო ხელოვნების მასწავლებლის თანამდებობაზე და ასევე იყო მრჩეველი, სამხედრო დარგში. ასე, რომ, ლიმ რომ 200 წ-ზე მეტხანს იცოცხლა, საბუთებით დადასტურებული ფაქტია!


image


ბრიტანელმა მეცნიერებმა XXI საუკუნე ხანდაზმულების საუკუნედ გამოაცხადეს და აღნიშნეს, რომ ჩვენს თაობაში უკვე დაიბადნენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ 150 წელი იცოცხლონ. ეს თუ სიმართლეა, დასახელებული ვადა არც ისე დიდია, თუნდაც, ლი ცინიუნის ასაკთან შედარებით. გარდა ამისა, ჩვენს პლანეტაზე ბევრი ისეთი ორგანიზმია, რომელიც უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე ყველაზე ხანდაზმული ადამიანი და დღესაც აგრძელებს სიცოცხლეს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი ორგანიზმებიც არსებობენ, რომლებიც კლონირებით მრავლდებიან და ჩვენი პლანეტის მუდმივი მცხოვრებნი არიან.

წარმოგიდგენთ პლანეტის ყველაზე ხანდაზმული ორგანიზმების ათეულს, რომლებიც დღეს, ჩვენთან ერთად ცხოვრობენ:


1. მედუზა Turritopsis dohrnii — სავარაუდოდ, უკვდავი არსებაა. ბევრი მედუზა სიცოცხლეს გაუნძრეველი პოლიპის სახით იწყებს და მხოლოდ Turritopsis-ს შეუძლია უკუსვლა და პოლიპის მდგომარეობაში დაბრუნება. თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ავადმყოფობით ან სიბერით, Turritopsis ბრუნდება პოლიპის სტადიაში და იკეთებს კლონ-კვირტებს. ასეთი ციკლის გაგრძელება მუდმივად შეიძლება.


image

image

image2. «უკვდავობის სტატუსი» აქვს ჰომარსაც. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, მას ასაკი არ გააჩნია – არც ბერდება და არც კვდება. ჰომარები მხოლოდ გარემოების ან ადამიანის მსხვერპლი შეიძლება გახდეს. საქმე იმაშია, რომ მისი ორგანიზმი ფერმენტ ტელომერაზას გამოიმუშავებს, რომელიც ტელომერებს აღადგენს, რაც თავის მხრივ, ორგანიზმის მარადიული სიცოცხლის გარანტიაა.


image

image
3. პოსიდონია (лат. Posidonia) (200 000 წლის) — მცენარე «ზღვის ბალახის» გვარიდან, გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვაში. პოსიდონიის ერთ-ერთი სახეობის (Posidonia oceanica) დნმ-ის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ამ მცენარეების კოლონიას შეუძლია 100-დან 200 ათას წლამდე იცოცხლოს. ამ მცენარეების არსებობას დედამიწაზე, სერიოზულ საფრთხეს გლობალური დათმობა უქმნის.



image



4. მთრთოლავი ვერხვი (ლათ. Pópulus tremuloídes) (80 000 წლის). კლონებისგან შემდგარი კოლონია — უკვდავების ყველაზე საიმედო გზა არის. ამას ეტყობა ვერხვებიც მიხვდნენ, რადგან ცალკე მდგარი ვერხვი, მხოლოდ 130 წელს ცოცხლობს, ხოლო კლონური კოლონია, რომელიც ცნობილია პანდოს სახელით (იუტას შტატი, აშშ) უკვე 80 ათასი წლის მანძილზე არსებობს, სადაც გამუდმებით იზრდებიან ახალ-ახალი «ბავშვები».


image



5. ბაქტერია (34 000 წლის). ოფიციალურად დადგენილია, რომ ბაქტერიების შტამის (გერ.-დან Stamm — «განშტოება», «გვარი») ასაკი 34 ათასი წელია (ბიონარული ანუ მექანიკური გაყოფით მრავლდებიან ე. ი დღეს არსებული ბაქტერია, 34 ათასი წლის წინ არსებული ბაქტერიის ნაწილია). მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერებმა შეძლეს 250 მლნ. წლის მარილის კრისტალიდან ამოღებული ბაქტერიის გაცოცხლება.


image



6. სამკბილა ლარია (ლათ. Larrea tridentata) (11 000 წლის) — ბუჩქნარი, რომლის ფოთლებსაც სამკურნალო თვოსებები აქვს. 1970 წელს აღმოაჩინეს, რომ წრიული ფორმის ბუჩქნარი, მოჰავეს უდაბნოში (აშშ-ს სამხ-დას.), არის ერთი მთლიანი ორგანიზმი — ე. წ. «კლონირებული კოლონია». ბუჩქის ტოტები რამოდენიმე ასეულ წელს ცხოვრობს, ხოლო ფესვთა სისტემა, პრაქტიკულად, მარადიულია.


image



7. მთათაშუეთის ფხიანი ფიჭვი (ლათ. Pinus longaeva) (5 000 წლის) — მომცრო ზომის წიწვოვანი მცენარეა. ხშირ შემთხვევაში, ხის წვერი აქეთ-იქით აქვს გადაღუნული. განსაკუთრებული სილამაზით არ გამოირჩევა, სამაგიეროდ, ათასობით წლის მანძილზე ცოცხლობს. ყველაზე ხნიერი ფიჭვი უკვე აღრიცხულ ფიჭვებს შორის, 5062 წლის არის.


image



8. სოკო (2 400 წლის). 2003 წელს აღმოჩენილმა მანჭკვალამ (ლათ. Armillaria solidipes (მუქი მანჭკვალა) დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია სამეცნიერო წრეებში, რადგან ის 2400 წლის იყო. სოკო მიწის ქვეშ, დაახლოებით 5 კმ² არის გავრცელებული და ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმულია დედამიწაზე მცხოვრებ ცოცხალ ორგანიზმებს შორის.


image



9. Arctica islandica სახეობის მოლუსკები (500 წელს). გარეგნულად ეს მოლუსკები არაფრით განსხვავდებიან ანალოგიური სახეობის სხვა წარმომადგენლებისგან, მაგრამ მათ ნიჟარებზე ასაკის რგოლების დადგენის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ისინი 300 წელზე მეტხანს ცოცხლობენ. ყველაზე ხანდაზმული მოლუსკი, რომელიც დღემდე არის აღმოჩენილი და შესწავლილი, 507 წლის მინია.


image



10. გრენლანდიური ვეშაპი (211 წლის). თავდაპირველად ითვლებოდა, რომ ამ სახეობის ვეშაპები მხოლოდ 70 წელს ცოცხლობდნენ. მაგრემ შემდეგ, ერთი ვეშაპის სხეულში აღმოაჩინეს ჭვილთის ბუნიკი, რომელიც XIX საუკუნით იყო დათარიღებული! სხვა მტკიცებულება იმისა, რომ გრენლანდიური ვეშაპი 200 წელზე მეტხანს ცხოვრობს, ვეშაპის თვალისა და კბილის ამინომჟავების შესწავლის შედეგად არის მიღებული.


imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageუკვდავებისთვის განწირული, ანუ გრაფ სენ-ჟერმენის საიდუმლო
მარადიული სიცოცხლე – მითი თუ რეალობა
10 ადამიანი, რომელიც მარადიული სიცოცხლისთვის იბრძოდა

ერთადერთი უკვდავი ადამიანი დედამიწაზე

4
438
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
438
  
2018, 9 აგვისტო, 0:08
ძალიან საინტერესო
2018, 8 აგვისტო, 20:00
მადლობა,
2018, 8 აგვისტო, 11:40
კაი სტატია, 4.6.7. მომეწონა
0 1 4