x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ჩვენი დროის ბავშვებს სიმკაცრე აკლიათ. მშობლებო, გონს მოეგეთ!
წარსულში ბავშვის აღზრდის მეთოდებში ხშირად შეხვდებოდით მუქარას თუ დაშინებას, მაგ: “გააკეთე რასაც გეუბნები, თორემ ნახავ რაც მოგივა!"

დღეს სიტუაცია უფრო ლიბერალურია, მაგრამ მშობლები შვილებისადმი გადაჭარბებულად დამთმობები არიან.imageრამდენად შეუძლია აღზრდის ასეთ მეთოდებს ბავშვის მომზადება რეალური ცხოვრებისადმი? და რა დოზით უნდა გამოვიჩინოთ სიმკაცრე ბავშვის აღზრდისას? მოდი, ამ საკითხებში გავერკვეთ.


ბავშვის აღზრდის კულტურა

მშობლის უუნარობამ, შეზღუდოს ბავშვის ქცევა ამა თუ იმ არასასურველ სიტუაციაში, შესაძლოა ბავშვი დაუდევრად ჩამოაყალიბოს. ამ შემთხვევაში ბავშვი ვერ ხვდება თავისი ქცევით რამდენად შორს მიდის.

imageშვედი ფსიქოლოგი დევი ებერჰარდი თავის წიგნში ამტკიცებს:“ლიბერალური აღზრდა, როგორც მეთოდი, ჩავარდა. მშობლები აღარ იქცევიან ისე, როგორც პასუხისმგებელი უფროსები. ისინი ფიქრობენ, რომ შვილებისთის საუკეთესო მეგობრები უნდა იყონ და საკუთარ თავს ერთ საფეხურზე აყენებენ ბავშვთან ერთად. ვერ ბედავენ სიტყვა შეუბრუნონ და საზღვრები დაუწესონ."


imageალბათ, გინახავთ ასეთი ბავშვები, რომლებიც, ისტერიკებში ჩავარდნილნი, დედას საჭმლიან თეფშს ესვრიან, გამძვინვარებულნი გაჰკივიან, მოითხოვენ უყიდონ ის, რაც მათ უნდათ და გარშემომყოფთაც კი ურტყამენ.

მათ, უბრალოდ არავინ უთხრა, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება.

imageსაზღვრები და მკაფიოდ დადგენილი წესები ბავშვისთვის აუცილებელია. თავისი ქცევებით ისინი მშობლის მოთმინებას ცდიან, რათა გაიგონ, თუ რამდენად შორს შეუძლიათ შეტოპონ.თუ აკრძალვა არაა-ე.ი. ყველაფერი ნებადართულია-მშობლისთვის ფაფით სავსე თეფშის სროლაც.

საზღვრების დაწესებით მშობლები ბავშვებს იმ აუცილებელ ინფორმაციას აწვდიან, რომელიც მათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარებათ და რომელზეც შემდეგ მათი ცხოვრება იქნება აგებული.

ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ არ შეიძლება ყველაფრის ქონა და ყველაფრის კეთება, რაც მას მოუნდება.

თუ ბავშვის მრისხანების და კაპრიზების წინაშე უძლურებას გამოიჩენთ და დაუთმობთ, ამით ასწავლით, რომ ამ გზით ყველაფრის მიღება შეუძლია და მომავალშიც ასე მოქცევას გააგრძელებს.

არათანმიმდევრობა და ბუნდოვანი წესები-ბავშვის აღზრდის მთავარი მტრებია.

თუ ჩვენი წესები გარემოებების მიხედვით იცვლება, ამით ბავშვს სრულიად გაუგებარ სიგნალებს ვუგზავნით.

მაგალითად, ბავშვებს არ შეუძლიათ მშობლებს ჩაარტყან და შეურაცხყოფა მიაყენონ, მშობლებს შეუძლიათ.ბავშვებს არ შეუძლიათ გინება, სამაგიეროდ, მამას შეუძლია. ბავშვები მაგიდასთან ჩუმად უნდა ისხდნენ, მშობლებს ლაპარაკი შეუძლიათ და ა.შ.

imageსახეზეა ორმაგი სტანდარტები, რომლებიც ბავშვის თავში სრულ ქაოსს იწვევენ. მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ შეიძლება მისთვის ის, რაც თქვენთვის ნებადართულია.ეს რა წესებია? გარდა ამისა, ბავშვისთის გაუგებარია, როცა წესები იცვლება. დღეს კარგ ხასიათზე ხართ და ასალაგებელი საწოლი არაუშავს, ხვალ ცუდ ხასიათზე ხართ და ბავშვს უბრძანებთ, რომ ყველაფერი დალაგებული ჰქონდეს.

ასეთ წესებს ბავშვები აიგნორებენ. მაართლაც, რა მნიშვნელობა აქვს წესების დაცვას, თუ ხვალ ისინი შეიცვლება?

ამ შემთხვევაში თავად მშობლებს მართებთ საკუთარი თავის მიმართ უფრო მომთხოვნი და მკაცრები იყონ და დადგენილ წესებს არ გადაუხვიონ.imageგარდა ამისა, საკუთარი სისუსტეების მიმართ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩიონოთ. ბავშვები ხომ ყველაფრის კოპირებას ახდენენ და ნორმად იღებენ. თუ გსურთ, რომ თქვენი ბავშვი მატყუარა არ იყოს, პირველ რიგში თქვენ უნდა თქვათ უარი ტყუილებზე, განსაკუთრებით-მას არ უნდა მოატყუოთ.

ბავშვები თქვენი დამოკიდებულების კოპირებასაც ახდენენ ცხოვრების, მეგობრებისა თუ საკუთარი თავის მიმართ. მაგალითად, თუ დედა საკუტარ თავს ლამაზად არ თვლის და ამას გამოხატავს, მისი გოგონა დედის ქცევის კოპირებას ახდენს და აზრს, რომ “ლამაზი არაა" უკვე საკუთარი თავისადმი მიმართავს.

ნუ შეგეშინდებათ, რომ ბავშვთან სიმკაცრის გამოჩენისას მას ტრავმას მიაყენებთ და აღარ ეყვარებით. სიმკაცრე ბავშვის აღზრდაში დედობრივი სიყვარულის გამოხატულებაა, ურომლისოდაც ეს სიყვარული სრულფასოვანი ვერ იქნება.

არც ის უნდა დაგავიწყდეთ, რომ სიმკაცრე საკუთარი თავის მიმართაც აუცილებელია, რათა ისეთ ადამიანებად ჩამოყალიბდეთ, როგორსაც ისურვებდით, რომ თქვენი შვილები გხედავდნენ.


0
149
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0