x
ბევრი სმა დაკავშირებულია დემენციის რისკთნ?
image

წარსულში არსებობდა განსხვავებული მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ რამდენად შეუძლია ალკოჰოლმოხმარებას დემენციის გამოწვევა. ასეთი ეჭვი აღმოცენდა იმიტომ, რომ ზოგადი ინტელექტის დეფექტის მქონე პაციენტებს შეცდომით კორსაკოვის ფსიქოზის დიაგნოზს უსვამდნენ ხოლმე. თუმცა, დღესდღეობით საყოველთაოდაა აღიარებული, რომ ქრონიკულ ალკოჰოლმოხმარებას შეუძლია კოგნიტური დარღვევების გამოწვევა, რაც განსაკუთრებით ვლინდება მეხსიერებისა და კოგნიტური ფუნქციების ტესტირებისას (Zinn et al., 2004). ყურადღება ასევე გამახვილებული იყო იმაზეც, თუ რამდენად შეეძლო ქრონიკულ ალკოჰოლმოხმარებას თავის ტვინის ატროფიის გამოწვევა. მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ და CT სკანირებამ აჩვენა, რომ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება დაკავშირებულია თავის ტვინის ლატერალური პარკუჭების გაფართოებასთან. გარდა ამისა, მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ აჩვენა ადგილობრივი დეფიციტი რუხი ნივთიერების განლევით, როგორც კორტიკულ, ისე სუბკორტიკულ ზონებში. სუბკორტიკული ცვლილებები უმეტესად აღენიშნებათ კორსაკოვის სინდრომის მქონე პაციენტებს. ალკოჰოლ დამოკიდებულების დროს ასევე ფიქსირდება კორძიანი სხეულის გათხელება. ზემოთ აღნიშნული ცვლილებები გვხვდება პაციენტებთან, რომლებსაც აშკარა ნევროლოგიური დარღვევები არ აღენიშებათ. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფსიქოლოგიური ტესტირება, ჩვეულებრივ, კოგნიტური ფუნქციების დეფიციტს ადასტურებს. თავის ტვინის სტრუქტურული ცვლილებები და კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება, რასაც ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებისას ვხვდებით, გარკვეულწილად სუსტდება ალკოჰოლის მოხმარების შეწყვეტასთან ერთად; თუმცა, ბევრი ანომალია ხანგრძლივი აბსტინენციის შემდეგაც შეინიშნება.

კლინიკური კონტექსტი


დემენცია წარმოდგენს მზარდ და ძლიერად დეზორგანიზებულ დაავადებას, რომელიც ვლინდება და გავლენას ახდენს ადამიანთა 5%-7%-ზე 60 წლის და მეტ ასაკში და გავრცელების ხარისხი იზედება ასაკის ზრდასტან ერთად. ალკოჰოლის ზომიერად მოხმარება მუდმივად ასოცირდება ტვინის სტრუქტურაზე მავნე ზემოქმედებასთან, ხოლო ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ასოცირდება ყველა სახის დემენციის განვითარების რისკთან. ეთანოლი და მისი აცეტილალდეჰიდის მეტაბოლიბი ახდენენ პირდაპირ ნეიროტოქსიკურ ეფექტს, ხოლო ალკოჰოლის ჭარბმა მოხმარებმ შეიძლება გამოიწვიოს თიამინის დეფიციტი და ვერნიკე-კორსაკოვის სინდრომი. გარდა ამისა, ალკოჰოლის მოხმარება ზრდის სხვა დაავადებების რისკსაც, მაგალითად, თავის ტვინის დაზიანება, მათ შორისაა ეპილეფსია, თავის ტრამვა და ღვიძლის ენცეფალოპათია, რაც ირიბადაა დაკავშირებული სისხლძარღვთა დემენციასთან.

შვარცინგერისა და მისი კოლეგების მიერ საფრანგეთის კოჰორტის რეტროსპექტული შესწავლის მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ შეეფასებინათ ალკოჰოლის მოხმარებისგან გამოწვეული დარღვევებისა და დემენციის განვითარების რისკს შორის კავშირი, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს რისკი დემენციის ადრეული დასაწყისისა, რომელსაც ადგილი აქვს 65 წლამდე.

image

კვლევის შეჯამება და პერსპექტივები

ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ალკოჰოლის მოხმარება წარმოადგენს ყველა ტიპის დემენციის განვითარების რისკის ძირითად ფაქტორს, მაგრამ განსაკუთრებით დემენციის ადრეული დასაწყისისა.

რეტროსპექტულმა ანალიზმა, რომელშიც საფრანგეტში მცხოვრები 30 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა რომ ადამიანები დარღვევების ისტორიით დაკავშირებულნი არიან ალკოჰოლის მოხმარებასთან და 3-ჯერ არის გაზრდილი დემენციის განვითარების რისკი. ხოლო დემენციის ადრეული დასაწყისის მქონე ჯგუფიდან ნახევარზე მეტ ადამიანს ჰქონდა პრობლემები ალკოჰოლის მოხმარებასთან.

«ჩვენი შედეგები ვრაუდობენ იმას რომ ალკოჰოლის მოხმარება წარმოადგენს ყველაზე ძლიერი პოტენციალის მქონე ცვალებად ფაქტორს დემენციის განვითარების რისკებს შორის, რომელიც ჩვენ აქამდე არ გვინახავს», - თქვა მიხაილ შვარცინგერმა Medscape Medical News-ში.

მათი მონაცემები წარმოადგენს ძლიერ არგუმენტს ზოგადად ალკოჰოლის მოხმარების შემცირების სასარგებლოდ. «თუ ადამიანები დღეში მოიხმარენ ორ ალკოჰოლურ სასმელზე მეტს, მთ შეუძლიათ საკუთარი თავი დააყენონ დემენციის განვითარების რისკის წინაშე. ჩვენი შედეგები აჩვენებენ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გზა, რომლითაც შეგიძლიათ თქვენი ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნება - ესაა ალკოჰოლის მოხმარების შემცირება.

კვლევა გამოქვეყნდა 20 თებერვლს ინტერნეტში, Lancet Public Health-ში.

გაერთიანებულ რედაქტირებულ სტატიაში კლაივ ბელარდმა, MD, და იან ლანგმა, MD, ექსტერის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლიდან, დიდი ბრიტანეთი, განაცხადეს რომ კვლევა "ძალიან მნიშვნელოვანია და ხაზს უსვამს ალკოჰოლური დარღვევების განვითარების პოტენციალს და შესაძლოა ალკოჰოლის მოხმარება თვისობრივად ცვლის რისკის ფაქტორებს დემენციის პრევენციისთვის.“

„ამ კვლევაში გამოყენებულ იქნა ფენომენალურად დიდი მონაცემთა ბაზა, ხოლო შედეგმა აჩვენა რომ ადრეული დასაწყისის დემენციის შემთხვევათა ნახევარი დაკავშირებულია ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეულ დარღვევებთან, რაც ნამდვილად გამაოგნებელია“, - თქვა დოქტორმა ბელარდმა Medscape Medical News-ში.

„დიდი ხნის მანშილზე ამ ფაქტს ყურადღება არ ექცეოდა, ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა ჩვენი ცოდნისთვის“, - დაამატა მან. “ეს ფაქტი მეტყველებს იმახე რომ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ზრდის დემენციის განვითარების რისკს და შესაძლებელია გახდეს მნიშვნელოვანი ფაქტორი ადრეული დემენციის განვითერებისა. ამის ცოდნა მნიშვნბელოვანია, რადგან ჩვენ შეგვიძლია რაღაცის გაკეთება ამასთან დაკავშირებით“.

სტატიაში მკვლევრები მოგვიწოდებენ ალკოჰოლის ინტენსიური მოხმარებისა და დარღვევების სკრინინგისა და ინტერვენციისკენ, რადგან ეს ამცირებს დემენციის განვითარების რისკს თუ ეს უკანასკნელი ალკოჰოლის მოხმარებასტანაა დაკავვშირებული.

„ ჩვენი აზრით, ეს მტკიცებულება არის საიმედო და ჩვენ უნდა შევძლოთ წინსვლა სწორი შეტყობინებების მიწოდებით, რათა შევინარჩუნოთ ჯანმრთელი საზოგადოება, ეს კი დაკავშირებულია ალკოჰოლის ბოროტად მოხმარებასა და ალკოჰოლის მოხმარებასთან, რაც დემენციის განვითარების წინაპირობაა“, - აღნიშნავენ დოქტორი ბელარდი და ლანგი. „ ჩვენ აუცილებლად უნდა გადავხედოთ იმ საკითხს, თუ გავრცელების რომელ საფეხურზეა დემენცია მთელს მსოფლიოში და როგორ შეიძლება შევზღუდოთ ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება მოსახლეობის დონეზე.“

საკმაოდ ბევრი შრომები განიხილავენ მსუბუქი სმის ეფექტებს, მათ შორის კოჰორტის რამდენიმე კვლევა, რომლებშიც საუბარია სმის სარგებელზე ჯანმრთელობასთან მიმართებაში, მათ შორის დემენციის შემცირების შესაძლებლობაზე. მაგრამ ძალიან ცოტა კვლევა მიეძღვნა ჭარბი სმის კვლევას, აღნიშნავს დოქტორი შვარცინგერი, „ამიტომაც გვინდოდა ამ ფაქტის გადახედვა“.

კვლევისათვის მათ გაანალიზეს მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავდა ყველა ჰოსპიტალიზაციას საფრანგეთში. „ჩვენ გვქონდა მონაცემები 30 მილიონი ადამიანის შესახებ 6 წლიანი პერიოდის გფანმავლობაში, მათ შორის 80% ფრანგი მოსახლეობისა უფროსია 60 წელზე“, - ამბობს დოქტორი შავრცინგერი.

მკვლევრებმა საავადმყოფოს ჩანაწერებში გამოიყენეს სადიაგნოსტიკო კოდები იმისათვის რომ აღმოეჩინათ პაციენტები დემენციით და პაციენტები, რომლებსაც ჰქონდაც დარღვევების ისტორია ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით. მათ აღმოაჩინეს დემენციის მილიონზე მეტი შემთხვევა, მას შემდეგ რაც გამორიცხეს ადამიანები დაავადებებით, რომლებიც შეეძლო გამოეწვია დემენციის იშვიათი სახეობების გამოჩენას და ადამიანები, ადრეული ფსიქიკური დარღვევებით, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს ან დასვას დემენციის დიაგნოზი. დაახლოვებით 945 000 ადამიანს ჰქონდა დარღვევები ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით.

შედეგებმა აჩვენა ძლიერი კავშირი ალკოჰოლთან პრობლემის ქონის ისტორიასა და დემენციას შორის. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო დემენციის ადრეულ დასაწყისში, 57% 57 000 პაციენტისა, რომლებსაც აღმოაჩნდათ დემენცია 65 წლამდე, ჰქონდათ ისტორია ალკოჰოლის მოხმარების დარრვევებთან დაკავშირებით (67% კაცი და 38% ქალი).

ანალიზის შედეგად მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც დემენციის პირველი ნიშანი 2011 და 2013 წლებს შორის გამოაჩნდათ და დაზუსტდა სხვა რისკ ფაქტორებითაც სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით. ამრიგად დემენციის განვითარების რისკი 3-ჯერ მეტი იყო თუ პაციენტს წარსულში ჰქონდა ალკოჰოლის მოხმარებასტან დაკავშირებული დარღვევები. რისკის თანაფარდობა კაცებში 3.36 და ქალებში 3.34 იყო.


image

0
98
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ სიბაშვილი
თინათინ სიბაშვილი
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0