x
მეტი
  • 15.08.2018
  • სტატია:79435
  • ვიდეო:332212
  • სურათი:436653
მარიხუანის ლეგალიზაციის ეფექტი ეკონომიკაზე

image

როგორც ვიცით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის ლეგალიზების გადაწყვეტილება მიიღო. რა სარგებელს მოუტანს ეს ეკონომიკას? განვიხილოთ აშშ-ს მაგალთი.

2016 წელს აშშ-ში კანაფის რეალიზაციისგან $7.2 მილიარდი მიიღეს. სავარაუდოა, რომ 2025 წლისთვის ამ მცენარის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი $24 მილიარდს გადააჭარბებს. მარიხუაით საცალო ვაჭრობის ლეგალიზების შემდეგ კოლორადომ პირველ წელს $78 მილიონი მიიღო, ხოლო მეორე წელს $129 მილიონი. ვარაუდობენ, რომ ამ შტატს კანაფის რეალიზაციისგან ყოველწლიურად $5 მილიარდის მიღებაც კი შეუძლია.

მარიხუანას ლეგალიზება ასუსტებს შავ ბაზარსა და ნარკო კარტელებს. ფაქტია, რომ მექსიკურმა ნარკო კარტელებმა აშშ-ში კანაფის ლეგალიზაციით ვერ იხეირეს. მათ მოგება $2.7 მილიარდით შეუმცირდათ. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მარიხუანის ლეგალიზაციამ გამოიწვია ბაზარზე მიწოდების ზრდა და შედეგად, მექსიკურ პლანზე მოთხოვნა შემცირდა.

ზემოთ ხსენებულს ისიც ადასტურებს, რომ მექსიკელმა ფერმერმა ეროვნულ რადიოში განაცხადა: „ თუ ამერიკა გააგრძელებს ლეგალიზების პოლიტიკას, მაშინ მიწაზე დაშვება მოგვიწევს“.

image

მარიხუანას ფლობისთვის დაპატიმრება შეერთებულ შტატებს ყოველწლიურად $1.19-დან $6.03 მილიარდამდე უჯდება. დანახარჯები მოიცავს: კორუფციის, სასამართლოს, პოლიციის და სხვა ხარჯებს. ჯეფრი მაირონმა, ჰარვარდის ეკონომისტმა, თქვა, რომ კანაფის ლეგალიზებით შეერთებული შტატები $7.7-დან $13.7 მილიარდამდე დაზოგავს.

მარიხუანის ლეგალიზებას სარგებლის მოტანა შეუძლია პოლიციისთვის, ჯანდაცვისთვის, სამშენებლო და სასკოლო პროგრამებისთვის. ეს ყველაფერი კანაფის ინდუსტრიაზე დაკისრებული გადასახადებითაა გამოწვეული. კოლორადოში ამ ტიპის შემოსავლიდან $40 მილიონი საჯარო სკოლის მშენებლობებს მოხმარდა, ხოლო $105 მილიონი სამშენებლო და ჯანდაცვის პროგრამებში დაიხარჯა.

კანაფის ლეგალიზება ასევე დადებითად მოქმედებს სამუშაო ადგილებზე. აშშ-ში მარიხუანის სფეროში დასაქმებულთა რიცხვი 2017 წლის იანვრის მონაცემებით 122 814 კაცია. სავარაუდოა, რომ 2020 წლისთვის ამ სფეროში კიდეფ 250 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

1
240
1-ს მოსწონს
ავტორი:ზაზა მიროტაძე
ზაზა მიროტაძე
240
  
11 აგვისტო, 0:05
ამის მერე პროსტიტუციის ლეგალიზებაც მოახდინეთ,უფრო მეტი ფული შემოვა ბიუჯეტში და მეტი მოსაპარი გექნებათ.თუ დედათქვენებს,დებს და ცოლებს მიიყვანთ ბორდელებში,ოჯახიც გაგიმდიდრდებათ...
0 1 1