x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133841
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
მუსტაფა ქემალ ათათურქი - დიდი ანტიისლამისტი
მუსტაფა ქემალ ათათურქი - დიდი ანტიისლამისტი


მუსტაფა ქემალ ათათურქი (1881-1938), ის 1923 წელს თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა. ის თურქთა მამად წოდებული და მთელი ერისგან დიდად დასაფასებელი ადამიანი გალხდათ, ასევე დიდი განმათავისუფლებელი რელიგიური მარწუხებისაგან. ეს არის კაცი, რომელმაც რეალურად შექმნა თურქი ერი. მე წარმოგიდგენთ მისი ცხოვრების რამდენიმე დეტალს, რამდენიმე მიღწევას მოღვაწეობის პერიოდში და ასევე მის მოსაზრებებს სხვადასხვა, მათ შორის ისლამის საკითხზე.


1) სიდუხჭირის გამო 5 და-ძმიდან მხოლოდ მუსტაფა გადარჩა. დანარჩენი ბავშვები კი მის ოჯახში ჩვილობის ასაკშივე დაიღუპნენ.


2) სამხედრო სასწავლებელში ისეთი მონდომებით სწავლობდა, რომ მათემატიკის მასწავლებელმა მას "ქემალ" შეარქვა, რაც თურქულად სრულყოფილს ნიშნავს.



3) თურქი ჯარისკაცების 90% უწიგნური, გაუნათლებელი და წერა-კითხვის უცოდინარი იყო მის პერიოდში. სამხედრო მოქმედებების დროს ხშირად ადგილი ჰქონდა რელიგიური რიტუალების შესრულებას, ეს კი არმიას მობილურობას უკარგავდა და სწრაფი გადაადგილების საშუალებას უზღუდავდა. ასეთი ურთულესი მენტალური მდგომარეობის მიუხედავად მუსტაფა ქემალი მაინც ახერხებდა ეფექტურ მოქმედებას, მისთვის არ არსებობდა რელიგია, წოდება, ეროვნება, მისთვის მთავარ იყო დასახული მიზნის მიღწევა და მოწინაარმდეგის დამარცხება.


მუსტაფა ქემალ ათათურქი - დიდი ანტიისლამისტი


4) ქვეყნის სათავეში მოსვლისას ქემალმა ისლამს გამოუცხადა. პრეზიდენტი ცდილობდა მთლიანად აღმოეფხვრა ისლამის შარიათის გავლენა ქვეყნის პლიტიკურ ცხოვრებაზე და თურქეთი ნამდვილად, ჭეშმარიტად სეკულარულ სახელმწიფოდ ჩამოეყალიბებინა. 1924 წლის მარტში, ასამბლეის სხდომაზე მისი გამოსვლა საპროგრამო ხასიათს ატარებდა. თურქთა ლიდერის განცხადებით ამიერიდან აღიკვეთებოდა ქვეყანაში ისლამის პოლიტიკური კუთხით გამოყენება. 3 მარტს თურქეთის ეროვნულმა ასამბლეამ რესპუბლიკის მასშტაბით გააუქმა შარიათის სასამართლოები.


5) 1926 წელს ქვეყანაში ამოქმედდა ახალი სამოქალაქო კოდექსი. სადაც მკაცრად იყო გამიჯნული და გაყოფილი საერო და საულიერო სფერო. ბნელ წარსულში დარჩა ოსმალური კანონთა კრებული, რომლის მიხედვითაც თურქი ხალხი 4 საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდა. ისლამს ჩამოერთვა განათლების სფეროში ყოველგვარი პრივილეგია. მუსლიმთა განკარგულებაში მხოლოდ სასულიერო ცენტრებიღა დარჩა. საჯარო სკოლები და უნივერსიტეტები კი მთლიანად გათავისუფლდა ისლამური დოქტრინისგან. თავად რელიგიაც სახელმწიფო აპარატის შემადგენლობაში შეიყვანეს. და სპეციალურად შექმნილ რელიგიის დეპარტამენტს დაუქვემდებარეს. ყურანი არაბულიდან თურქულ ენაზე ითარგმნა. ამიერიდან თურქეთის ყოველი მეჩეთი ვალდებული გახდა, რომ ლოცვა მხოლოდ და მხოლოდ თურქულ ენაზე აღევლინა.


მუსტაფა ქემალ ათათურქი - დიდი ანტიისლამისტი


6) მიუხედავად მაშინდელი თურქული საზოგადოების გაუნათლებლობისა და უწიგნურობისა, მუსტაფა ქემალი ჯიუტად ცდილობდა თურქეთის ამ მდგომარეობიდან გამოყვანას და მის ცივილიზებულ ქვეყნად გადაქცევას. პრეზიდენტის ინიციატივით შემოიღეს სპეციალური კანონი ტანსაცმლის შესახებ. სახელმწიფო მოხელეებისთვის სავალდებულო გახდა ევროპული სტილის ტანსაცმლის ტარება. საერთოდ აიკრძალა მუსლიმური ქუდის - ფესკის ტარება. "აუცილებელი გახლდათ ფესკის აკრძალვა, რადგან იგი ჩვენი გაუნატლებლობის სიმბოლოს წარმოადგენდა." ამბობდა პრეზიდენტი.


7) სამოქალაქო კოდექსმა შეცვალა თურქული ოჯახის ყოფაც. აიკღზალა პოლიგამია (მრავალცოლიანობა) და კანონმა მიანიჭა ქალს განქორწინების უფლება. ქალმა ასევე მიიღო საარჩევნო ხმის უფლება, მას მიეცა უფლება აერჩია თავად და თვითონაც ყოფილიყო არჩეული, როგორც ხელისუფალი. აიკრძალა ჩადრის ტარება.


მუსტაფა ქემალ ათათურქი - დიდი ანტიისლამისტი


8) რეფორმა შეეხო არაბულ ანბანსაც, რომელიც ლათინურით შეიცვალა. ახალი ანბანი რამდენიმე კვირაში მომზადდა. პრეზიდენტის მტკიცებით ახალი ალფაბეტი თურქულ ენას ბევრად უკეთ მიესადაგებოდა, ვიდრე არაბული. ის ამბობდა: "მეგობრები, ჩვენი მდიდარი და ჰარმონიული ენა შეგვიძლია გამოვხატოთ ახალი თურქული ასოებით. ჩვენ უნდა განვთავისუფლდეთ გაუგებარი იეროგლიფებისაგან, რომელსაც რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ტყვეობაში ჰყავდა ჩვენი გონება. ჩვენ უნდა ვასწავლოთ თურქული ანბანი თანამოქალაქეებს, ქალებს, კაცებს, მუშებს და გლეხებს. ეს უნდა ჩავთვალოთ პატრიოტულ მოვალეობად. არ დაგვავიწყდეს, რომ სამარცხვინოა, როდესაც ერის 80% უწიგნური და წერა-კითხვის უცოდინარია.


9) 1935 წელს თურქეთში გვარები შემოიღეს, ყოველი მოქალაქე ვალდებული გახდა გვარი აერჩია. ხშირად გვარად პროფესიის აღმნიშვნელ სიტყვას ან ხასიათის დამახასიათებელ თვისებას იღებდნენ, თურქეთი გაჩნდა ხალხი ამგვარი სახელებით და გვარებით: აჰმედ ფოსტალიონი, ისმაილ მეპურე, ოსმან ჭკვიანი და ა.შ.


10) ათა თურქმა თურქეთს დამოუკიდებლობა გაუმყარა, მისცა მას ცივილიზაცია, დაამარცხა უწიგნურობა, აღკვეთა რელიგიური სიბნელე, ააღორძინა ქვეყნის ეკონომიკა (30-იან წლებში ერთ დროს ჩამორჩენილი აგრარული ქვეყანა ათა თურქის ხელში განვითარებულ ინდუსტრიულ სახელმწიფოდ გადაიქცა.) მუსტაფა ქემალმა ჩამოაყალიბა თურქი ერი, რომელიც ადრე საერთოდ არ არსებობდა, რადგან მე-20 საუკუნის დასაწყისში ოსმალეთი უამრავი სხვადასხვა ერის კრებულს წარმოადგენდა.



მუსტაფა ქემალ ათათურქის ცნობილი გამონათქვამები


1) "რომ არა ლაზი სამხედროები, დღეს თურქეთის რესპუბლიკა არ იარსებებდა"


მუსტაფა ქემალ ათათურქის გამონათქვამები


2) "მე არ გამაჩნია რელიგია და ვისურვებდი დადგეს დრო, როცა ყოველი რელიგია ზღვის ფსკერზე აღმოჩნდება. სუსტია ლიდერი, რომელსაც მმართველობის შესანარჩუნებლად რელიგია სჭირდება. მას თითქოს სურს საკუთარი ხალხი მახეში გააბას. ჩემი ხალხი ისწავლის დემოკრატიის პრინციპებს, ჭეშმარიტების დიქტატსა და მეცნიერულ სწავლებებს. ცრურწმენა უნდა გაქრეს."


მუსტაფა ქემალ ათათურქის გამონათქვამები


3) "ეს თეოლოგია ამორალური არაბისა (ისლამი) არის მკვდარი რამ. შესაძლოა ის მართლაც კარგად ეწყობოდა უდაბნოს ტომებს, მაგრამ ის სრულიად შეუთავსებელია თანამედროვე, პროგრესული სახელმწიფოსათვის. ღმერთის სიტყვა?! არ არსებობს არანაირი ღმერთი! არსებობს მხოლოდ ბორკილები, რომლითაც სასულიერო პირები და ცუდი მმართველები აბამენ ხალხს. ის მმართველები, რომელთაც სამართავად რელიგია სჭირდებათ სუსტები არიან. მართვა კი, სუსტების საქმე არ არის!"

სიტყვა წარმოთქმული 1932 წელს.


მუსტაფა ქემალ ათათურქის გამონათქვამები


4) "დახმარებისთვის მიცვალებულის მოშველიება ცივილიზებული საზოგადოებისთვის სამარცხვინოა. ვერაფრით შევეგუები იმას, რომ დღეს, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების ეპოქაში, თურქულ საზოგადოებაში ისეთი პრიმიტიული ადამიანები არსებობდნენ, რომლებიც მატერიალური თუ ფსიქოლოგიური ბედნიერების მიღწევას ამა თუ იმ შეიხის შეგონებით ცდილობენ. ბატონებო, და თურქო ხალხო, იცოდეთ, რომ თურქეთის რესპუბლიკა შეიხების, დერვიშების, მიურიდების ქვეყანა ვერ იქნება. ყველაზე სწორი და ჭეშმარიტი ორდენი ცივილიზაციის ორდენია. ცივილიზაცია სავსებით საკმაირისია იმისთვის, რომ ადამიანმა თავისი მიზნები განახორციელოს და ადამიანად იგრძნოს თავი. ორდენების ხელმძღვანელები ჩემს სიტყვებს კარგად გაიაზრებენ და თავიანთ სექტებს თავადვე გააუქმებენ. აუცილებლად დაეთანხმებიან იმას, რომ მათი მოწაფეები უკვე გაიზარდნენ და დაჭკვიანდნენ."


სიტყვა წარმოთქმული ქასთამონუში 1925 წელს.


მუსტაფა ქემალ ათათურქი - დიდი ანტიისლამისტი


5) "კაცობრიობა ერთი მთლიანი სხეულია, ჩვენ არასოდეს უნდა ვთქვათ, მე რაში მაინტერესებს სხვაგან რა ხდებაო, არამედ ისე უნდა მივიღოთ სხვა ერების ტკივილი, როგორც ჩვენი ერთიანი სხეულის დაავადება, რომელიც უნდა განიკურნოს."


მუსტაფა ქემალ ათათურქი - დიდი ანტიისლამისტი




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
2944
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
2944
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0