x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ასპინძის ბრძოლა - 8000 თურქი 3000 ქართველის წინააღმდეგ
ასპინძის ბრძოლა - 8000 თურქი 3000 ქართველის წინააღმდეგ


ასპინძის ბრძოლა 1770 წლის 20 აპრილს გაიმართა ქართლ-კახეთის სამეფოსა და ახალციხის საფაშოს შორის. თურქებმა 8000 მეომარი დაუპირისპირეს ერეკლე მეორის 3000-იან ქართულ არმიას. თურქებს გოლა ფაშა მეთაურობდა. 1 დღით ადრე რუსმა გენერალმა - ტოტლებენმა, ქართლ-კახეთის მეფეს უღალატა, მიატოვა ბრძოლის ველზე და 1200-კაციანი რუსული ჯარი თან გაიყოლა. ერეკლე მეორე მაინც არ შეუშინდა მტრის რიცხობრივ უპირატესობას და ბრძოლა გადაწყვიტა.


მან მოწინააღმდეგეს საშუალება მისცა, მდინარეზე გადმოსულიყო. 19 აპრილს, საღამოს, აღბაღა ერისთავმა, სვიმონ მუხრანბატონმა და ხუდია ბორჩალოელმა მალულად გადახერხეს ხიდის თავხეები და ხიდი დაასუსტეს. ოსმალთა ჯარს ლეკებიც ეხმარებოდნენ კოხტა ბელადის მეთაურობით.


ერეკლე მეორე



ბრძოლა ქართველთა ძლიერი შეტევით დაიწყო, თურქებმა წნეხს ვერ გაუძლეს და უწესრიგოდ დაიწყეს უკან დახევა. ხიდი ჩატყდა და ოსმალები მდინარეში ჩაცვივდნენ. იმ 8000-კაციანი ჯარიდან მხოლოდ 37 ადამიანი გადარჩა და ისინიც ქართველებმა ტყვედ იგდეს. თურქულმა წყაროებმა კი გაავრცელეს, თითქოს მხოლოდ 6000 კაცი დაეღუპათ და 2000 გადარჩა. ქართველებმა მხოლოდ 25 კაცი დაკარგეს.


ერეკლემ ლეკების ბელადი - კოხტა, ორთაბრძოლაში მოკლა. მეფემ გამარჯვების აღსანიშნავად ნადიმი გამართა და ამ დროს შეატყობინეს, რომ მოღალატე ტოტლებენი, ომში ღალატს და მის მიტოვებას არ დასჯერდა და მეფის მოწინააღმდეგეებს კრებდა თბილისში, რის მერეც ხელისფლების დამხობას აპირებდა. ამის გამო ერეკლე თბილისისკენ წავიდა, მან ვერ შეძლო ახალციხის აღება და მესხეთის შემოერთდება, რაც ამ კამპანიის მთავარ მიზანს წარმოადგენდა.



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


4
1359
8-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1359
  
2018, 7 აგვისტო, 15:17
ჩვენი ისტორიული მტერი დღესაც მტერია - ოღონდ კულტურული და შემპარავი!
2018, 7 აგვისტო, 11:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი თორ ნიკე-ის კომენტარზე
2018, 7 აგვისტო, 9:37
აი 8 აგვისტოს ისეთ სტატიას დავწერ, ამ დღეს რომ ეკადრება. რაც რუსეთმა გაგვიკეთა ყველაფერს გავახსენებ მთელ საქართველოს, ყველგან გავაზიარებ, ჩამოვწერ ყველაფერს და ყველა რუსეთუმეს სახეზე ავაფარებ :))
2018, 7 აგვისტო, 9:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4