x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508461
კრიმინალური არქივიდან:" ეს უფრო ამაზრზენი სანახაობა იყო, ვიდრე ჩამოხრჩობა"
image

1890 წლის 6 აგვისტო ამერიკის ისტორიაში პირველად გამოიყენეს სიკვდილის დასჯის ახალი მეთოდი -ელექტროსკამი, როგორც უფრო "ჰუმანური" საშუალება.


ელექტროსკამის პირველი გამოცდა განხორციელდა უილიამ კემლერზე, რომელმაც ნაჯახით მოკლა თავის საყვარელი - ტილი ციგლერი 1889 წლის 29 მარტს.



30 წლის უილიამ კემლერი დააკავეს, ხოლო მისი სიკვდილით დასჯა დანიშნეს ქალაქ ობერნის სატუსაღოში 1890 წლის 6 აგვისტოს დილის 6 საათზე, კემლერის ადვოკატებმა გააპროტესტეს იმ არგუმენტით, რომ ეს იქნებოდა "სასტიკი და არანორმალური" სიკვდილით დასჯის მეთოდი, რომელსაც კრძალავდა კონსტიტუცია, მილიონერმა ჯორჯ ვესტინჰაუზმა, რომელიც ცვლადი დენის მომხრე იყო დაიქირავა საუკეთესო ადვოკატები, თუმცა აპელაცია არ მიიღეს, ნაწილობრივ თომას ედისონის ლობირების გამო, რომელსაც ელექტროსკამის შექმნით სურდა დაემტკიცებინა, რომ ცვლადი დენი ბევრად უფრო სახიფათო იყო მუდმივზე, სწორედ ამ უკანასკნელზე დებდა ფსონს ედისონი.



კემლერის სიკვდილით დასჯის პირველი ცდა არ გამოვიდა, ის მაინც ცოცხალი იყო 17 წამი დენის გაშვების შემდეგაც კი(ზოგიერთი წყაროს ცნობით ექიმმა-დამკვირვებელმა ნაადრევად ბრძანა დენის გათიშვა), ამის შემდეგ ძაბვა 2000 ვოლტამდე აიყვანეს, მაგრამ საჭირო იყო დენის წყაროს ხელმეორედ დატენვა, სანამ ეს პროცედურა მიმდინარეობდა სასტიკად დამწვარი კემლერი ხმამაღლა კვნესოდა, მეორე ცდა თითქმის ერთი წუთი გაგრძელდა და იქ დამსწრეებმა ის აღწერეს, როგორც "საზარელი და შემზარავი სანახაობა", ოთახში დამწვარი სხეულის სუნი დადგა, ხოლო კემლერის თავიდან ბოლი ამოდიოდა, მოგვიანებით ვესტინჰაუზმა განაცხადა:"სჯობდა ნაჯახი გამოეყენებინათ", ხოლო ერთ-ერთმა რეპორტიორმა რომელიც სიკვდილით დასჯას ესწრებოდა განაცხადა, რომ "ეს იყო უფრო ამაზრზენი სანახაობა, ვიდრე ჩამოხრჩობა."


მიუხედავად ამისა სიკვდილით დასჯის ეს მეთოდი ამერიკის 26 შტატში გასული საუკუნის 70-იან წლებამდე აქტიურად გამოიყენებოდა, (შედგომ ნელნელა სასიკვდილო ინექციამ ჩაანაცვლა)ამჟამად ელექტროსკამით სიკვდილით დასჯა სულ ექვს შტატშია დარჩენილი(ალაბამა, ფლორიდა, სამხრეთ კაროლინა, კენტუკი, ტენესი და ვირჯინია)თუმცა სულ უფრო იშვიათად ხდება მისი გამოყენება, მაგალითად 2001, 2005, 2011, 2012 და 2014-2018 წლებში ელექტროსკამით სიკვდილით დასჯის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა შეერთებულ შტატებში.

image

იხილეთ აგრეთვე:

კრიმინალური არქივიდან: ვინ იყო ის სამი ქალი, რომელიც საბჭოთა კავშირში სიკვდილით დასაჯეს

კრიმინალური არქივიდან:"დენდი" და მისი ბანდა ანუ "ცეხავიკების საქმე"

კრიმინალური არქივიდან:წარმოუდგენელი სისასტიკე- ორი დაქალის ტრაგიკული ისტორია ანუ რა დონეზე შეიძლება დაეცეს ადამიანის ზნეობა

კრიმინალური არქივიდან: შავი კოლგოტის მანიაკი

კრიმინალური არქივიდან:"მეთოჯინე" ანუ რეალური ისტორია კაცისა, რომელიც ნებისმიერ საშინელებათა ფილმზე შემზარავია+16

კრიმინალური არქივიდან:საყვარელი რომელიც 10 წელი სხვენში ცხოვრობდა

კრიმინალური არქივიდან:ჰენრი ჰოლმსის "სიკვდილის სასახლე"

0
890
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
890
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0