x
როგორი კვებაა რეკომენდებული ზაფხულის ცხელ დღეებში - რჩევები, რომლებიც ნამდვილად გამოგადგებათ
image

ზაფხულის სიცხე ხშირად უწევს პროვოცირებას საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა პრობლემებს, ამიტომ წელიწადის ამ დროს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ კვების რაციონს. როგორ ვიკვებოთ ზაფხულის ცხელ დღეებში? სიცხეში ადამიანის ორგანიზმი გაძლიერებულად კარგავს სითხეს. ოფლთან ერთად ორგანიზმიდან ჭარბად გამოიყოფა ვიტამინები და მიკროელემენტები (განსაკუთრებით წყალში ხსნადი ვიტამინები C, B1, B2, B6 და პპ). შედეგად ორგანიზმი ეშვება, დაქვეითებულია იმუნიტეტიც. ამიტომ:

1. აუცილებელია, დროულად შევავსოთ მისი მარაგი. ამაში დაგვეხმარება სასმელები. ყველაზე უკეთ წყურვილს კლავს ჩვეულებრივი წყალი ან დაუტკბობელი მწვანე ჩაი. ძლიერ სიცხეში რეკომენდებულია მიიღოთ 100-200 მლ გრილი (18-200C) სითხე ყოველ 40-50 წუთში, ოღონდ ძალიან ცივ წყალს არ გირჩევთ - იგი წყურვილს არ კლავს. ნუ იტყვით უარს წვნიან საკვებზე.

image


2. სპეციალისტი გირჩევთ, თქვენს მაგიდაზე სიცხეში რაც შეიძლება მეტი წვნიანი და თხევადი კერძი იყოს. სუპებს არა მარტო ტონუსში მოჰყავს ორგანიზმი, არამედ ამარაგებს მას აუცილებელი სითხით. თუმცა არის ერთი “მაგრამ”: არ შეიძლება ბევრი სითხე მათთვის, ვისაც აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ჰი­პერტონია, სიმსუქნე და თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები.

image

3. ერიდეთ შავ ჩაის და ყავას. ტკბილი წვენები და გაზიანი სასმელები წყურვილს ძნელად კლავს. უპირატესობა მიანიჭეთ მინერალურ წყალს და როგორც უკვე აღვნიშნე, მწვანე ჩაის. პიტნის ჩაი წყურვილის დაკმაყოფილების შესანიშნავი საშუალებაა და ამას გარდა ვიტამინების წყაროა. პიტნით შეგიძლიათ შეაზავოთ სხვადასხვა კერძიც - სიცხეში ეს შვების მომგვრელია. პიტნის ფოთლებით მოდუღებული კოჭას ჩაი ცხელ ამინდში ტონუსს შემატებს ორგანიზმს. ხილის ჭამას დილაობით გირჩევთ. სადილის შემდეგ ან საღამოს მიღებული ხილი ახდენს კუჭში დუღილის პროცესის პროვოცირებას, რაც სრულიად მიუღებელია. ფორთოხალს, ქლიავს, გარგარს, მსხალს, ატამს, ნესვს, საზამთროს და ნებისმიერ სხვა ხილს ადვილად ითვისებს ორგანიზმი, ამასთან, საზაფხულო სუფრის შესანიშნავი კომპონენტია, ავსებს რა ორგანიზმს ვიტამინებით. უპირატესობა უნდა მივანიჭოთ მჟავე ხილს, მაგალითად, მოცხარს, ხურტკმელს. ახალი ბოსტნეული ნებისმიერი სახით, სალათის ფურცლების Cათვლით, წელიწადის ამ დროს შეუცვლელია. ისინი თითქმის არ უწყობენ ხელს დუღილის პროცესს. სიცხეში Cვენს მოთხოვნილებებს ხილთან ერთად პრაქტიკულად სავსებით დააკმაყოფილებს კიტრი, ყაბაყი, ტურნეფსი, ბოლოკი, მიწამხალი (თალგამურა). არ უნდა დაგვავიწყდეს მწვანილი: მწვანე სალათა, ქინძი, ოხრახუში, კამა არა მარტო აგემრიელებს საჭმელს, არამედ ოფლის საშუალებით ორგანიზმიდან გამოძევებული მიკროელემენტებისა და მარილების შემავსებლის ფუნქციასაც ასრულებს.


4.

  • საუზმე - დილის 7-8 საათზე;
  • სადილი - შუადღის სიცხის დადგომამდე 11-11.30 საათზე;
  • ვახშამი 18-19 საათზე;
  • ასევე შეიძლება 20 საათზე მსუბუქი წახემსება.
5.სიფრთხილე გვმართებს ასევე რძის პროდუქტებთან. მაღალი ტემპერატურა პროვოცირებას უწევს მიკროორგანიზმების გამრავლებას. უმჯობესია, ავირჩიოთ რძის მჟავე პროდუქტები, მაგალითად, უშაქრო კეფირი კარგად მოგვიკლავს წყურვილს, დაგვანაყრებს და აღგვიდგენს რიგი მიკროელემენტების უკმარისობას. მაგრამ ეს პროდუქტები უნდა შევინახოთ არა უმეტეს +40 გრადუსზე. ოთახის ტემპერატურაზე მათი შენახვა მიუღებელია. წელიწადის ცხელი პერიოდი შესანიშნავი დროა ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. ზაფხულში ეს უფრო ადვილად გამოგვდის. ხილი და ბოსტნეული ამცირებს მენიუს კალორიულობას, ხოლო ფიზიკური აქტივობის გაზრდა აჩქარებს ორგანიზმში მიმდინარე ცვლით პროცესებს.

image

წელიწადის ცხელ პერიოდში განსაკუთრებით ხშირდება ნაწლავური ინფექციებით გამოწვეული დაავადებები, ამიტომ აუცილებელია, გულდასმით და კარგად გავრეცხოთ ხილი, მწვანილი და ბოსტნეული. მალფუჭებადი პროდუქტები შევინახოთ მაცივარში. თავი ვარიდოთ კრემიანი საკონდიტრო ნაწარმის შეძენას, რადგანაც მაცივრის გარეთ მასში ბაქტერიები სწრაფად იწყებენ გამრავლებას. ვეცადოთ, მივირთვათ ახალმომზადებული კერძები, რადგან მაღალ ტემპერატურაზე ბაქტერიები სწრაფად მრავლდება ხორცში, მაიონეზში, არაჟანში. თავი ვარიდოთ კონსერვებს, მწნილებს, მარინადებს. წინასწარ ნუ შევაზავებთ სალათებს მაიონეზითა და არაჟნით. მკაცრად დავიცვათ სანიტარულ-ჰიგიენური წესები საკვების მომზადების, შენახვის დროს, პირადი ჰიგიენა. ამ შემთხვევაში ზაფხულის სიცხე მხოლოდ სიამოვნებასა და კმაყოფილებას მოგგვრით.

0
73
შეფასება არ არის
ავტორი:მაცნეე
მაცნეე
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0