x
გაინტერესებთ რა გელით აგვისტოს ცხელ დღეებში ? აგვისტოს პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლურად შეძლებენ ამ თვეს საკუთარი ძალების, უპირატესობისა და ნიჭიერების დემონსტრირებას. ამ ადამიანებს საშუალება მიეცემათ გამოავლინონ ლიდერული თვისებები და ბრძოლისუნარიანობა. რითაც დიდ პატივისცემას დაიმსახურებენ გარშემო მყოფთა თვალში.

image


რთული შეიძლება იყოს აგვისტო კუროსა და მორიელის ნიშნებისთვის. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს მოეთხოვებათ მაქსიმალურად აკონტროლონ ფინანსური სახსრები. მოერიდონ გადამეტებულ ხარჯებს. ასევე დაზოგონ ფიზიკური ძალები და არ გადაიღალონ სამსახურში.

კირჩხიბები და თევზები აგვისტოში მატერიალური მდგომარეობის რეალურად გაუმჯობესების შანსებს მიიღებენ. თუმცა, სასურველია, ეს ადამიანები ერიდონ გადამეტებულ "ვორკოჰოლიკობას" და შრომასა და დასვენებას შორის სწორი ბალანსის დაცვა შესძლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სექტემბერში მათ აუცილებლად შეაწუხებთ ჯანმრთელობა.

image

მერწყული არაჩვეულებრივ გამოცდილებას მიიღებს მეგობრული კავშირების დახმარებით. თუმცა, აგვისტოში მას მოუწევს გამოცდის ჩაბარება. დასჭირდება ბალანსის დაცვა რათა იპოვოს "ოქროს შუალედი" საკუთარ ინტერესებსა და კოლექტივის ინტერესებს შორის.


მატერიალურად კარგი თვე იქნება აგვისტო თხის რქისთვის. თუმცა, ამ მხრივ ყველაზე მეტად ბიზნესში დასაქმებულ თხის რქებს ელით წარმატება.


image


ტყუპი და სასწორი აგვისტოს აქტიურად გაატარებენ. ელით ბევრი მოგზაურობა და ახალი კონტაქტები. იპოვიან ახალ მფარველებსა და კეთილისმყოფელებს.

ქალწულების დიდი ნაწილი აგვისტოს ნაყოფიერად გამოიყენებს და დაისვენებს. აგვისტოს თვე ამ ადამიანებს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გატარებულ არაერთ დაუვიწყარ წუთს პირდება.

0
51
შეფასება არ არის
ავტორი:მაცნეე
მაცნეე
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0