x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"სულ მალე მიიღებთ ამისთვის სასჯელს ურჯულოებო! გეშინოდეთ ჩვენი.."-ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ს მუქარა საქართველოს

image
ორი ძმა მოგვიკალით (დაგვიწვით) არაფრის გულისთვის! სულ მალე მიიღებთ ამისთვის სასჯელს ურჯულოებო! გეშინოდეთ ჩვენი… გაუჩინარებული მაგამედოვი!! დიახ, ჩვენ გვახსოვს ეს ყველაფერი… გაბრიელ სალოსის სპეცოპერაცია!!! აქაც დაგვიხოცეთ ძმები ღალატით და მოტყუებით. ინშა ალლაჰ, ჩვენი მეომრები მზად არიან შურისძიებისთვის“, – ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

ISIS-ის ქართული დაჯგუფების მუქარის შემცველ ვიდეოს ავრცელებს, რომელსაც ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“ აქვეყნებს. ვიდეოს თან ახლავს ქართული ტიტრები, სადაც დაჯგუფება საქართველოს ხელისუფლებას შურისძიებით ემუქრება. „პალიტრანიუსის“ ინფორმაციით, ვიდეო სავარაუდოდ 2 კვირის წინაა დამზადებული.

ერთ-ერთი ვერსიით, ტერორიზმის საქმეზე, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, სუს-ის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე მალხაზ ტ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს მოქალაქე მალხაზ ტ-ს მიმართ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით). აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, აღნიშნული პირი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით). მალხაზ ტ-ს საცხოვრებელი სახლის და სამსახურის ჩხრეკისას ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე "ისლამური სახელმწიფოს" სიმბოლიკიანი დროშები და სხვადასხვა ატრიბუტიკა.

1
126
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
126
  
2018, 8 აგვისტო, 9:52
როგორ ადეგრადირებს უწიგნურ და ნორმალური ცხოვრებადაუნახავ ადამიანს არასწორი ფანატიკური რელიგია.
0 1 1