x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
მამაკაცებმა დაასახელეს 8 მიზეზი, თუ რატომ რჩებიან ქალები მარტო.
ალბათ იცით ისეთი ქალი, რომელიც ჭკვიანია, არც გარეგნობა დაეწუნება, პირად ცხოვრებაში კი არ უმართლებს.

საინტერესოა, რას ფიქრობენ მამაკაცები, რა არის ის მიზეზები, რის გამოც ისინი ასეთ ქალებს ყურადღების მიღმა ტოვებენ?


1. მოღუშულია

image


სოციოლოგმა ჯერ კარბინომ გაცნობის პოპულარულ საიტებზე ადამიანები შეისწავლა და შედეგად აღმოაჩინა, რომ ბევრი ქალი პროფილის ფოტოზე ცდილობს პრიალა ჟურნალების ყდაზე დაბეჭდილი მოდელების გამომეტყველება გაიმეოროს. შედეგად, მათი გამომეტყველება განასახიერებს სიამაყეს, ქედმაღლობას, ფიქრს და.შ.

თუმცა, პარტნიორის არჩევისას, მამაკაცები უპირატესობას იმ გოგონებს ანიჭებდნენ, რომლებიც ფოტოებზე იცინიან, მათი გულღია ხასიათი ჩანს და ზოგჯერ სასაცილოდაც კი გამოიყურებიან.


2. ძალიან უნდა გათხოვება

image

გათხოვების ძლიერმა სურვილმა შესაძლოა ის მამაკაციც კი დააფრთხოს, რომელიც თავადაც ოცნებობს ოჯახის შექმნაზე. თუ ქალისთვის ქორწინების მოწმობა აუცილებელი პრიორიტეტია, ის პირველივე შემხვედრ მამაკაცს, როგორც მომავალ მეუღლეს, ისე უყურებს და მის სულიერ და პირად ღირსებებს შემდეგ აფასებს.

კაცები კი ქალს მას შემდეგ აღიქვამენ მომავალ მეუღლედ, როცა დარწმუნდებიან, რომ ყველა პუნქტში ერთმანეთს შეეფერებიან.


3. უყვართ ყველაფრის გართულება

image

ბევრ ქალს მოვლენების დრამატიზება ახასიათებს და ფარულ მინიშნებებს ეძებს იქ, სადაც ის არაა. რას ვიზამთ, ქალის და კაცის აზროვნებაში განსხვავება ნამდვილად არსებობს. კაცები ლოგიკურად აზროვნებენ და ძირითად აზრს მიყვებიან, ქალები კი უფრო მეტ ყურადღებას დეტალებს უთმობენ.

ჩვენ ვერ შევძლებთ ჩვენი ცნობიერების შეცვლას და ისე ფიქრს, როგორც ეს საწინააღმდეგო სქესს ენდომებოდა, მაგრამ ნამდვილად შეგვიძლია ისეთი ფრაზებით არ ჩავაგდოთ საგონებელში, როგორიცაა “ვგრძნობ, რომ რაღაც რიგზე არაა!".


4. არ შეუძლიათ კაცის სიყვარული

image ქალების და კაცების სიყვარულის ენა ზოგჯერ განსხვავებულია. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია იგრძნონ, რომ პარტნიორი მათ პატივს სცემს, ქალებისთვის კი გრძნობების რომანტიულად გამოხატვა უფრო მნიშვნელოვანია .

ამ შემთხვევაში სასურველია ბალანსის დაცვა. თქვენი ჩახუტება და კოცნა პარტნიორს თქვენს სიყვარულზე მიანიშნებს, ხოლო მისი ძლიერი მხარეებით აღფრთოვანება და შექება, და ასევე მინიშნება, რომ მისი აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია-კაცს აგრძნობინებს, რომ მას პატივს სცემთ.


5. ბევრს მოითხოვს

imageსოციალური მოთხოვნები მამაკაცისადმი ისედაც უფრო მაღალია, ვიდრე ქალის მიმართ. მათ კარგად უნდა გამოიმუშაონ, რომ ოჯახი უზრუნველყონ, იყონ ძლიერები და ჭკვიანები.

ამ დროს კი ზოგიერთი ქალი მოთხოვნების მთელ სიას აყენებს კაცებთან, ისე, რომ არც უფიქრდება თავად რას სთავაზობს პარტნიორს.

ასეთ საკითხებს იდეალური კაციც კი არიდებს თავს და უფრთხის. ხოლო, თუ ქალი პირველ რიგში თავის თავს უყენებს მაღალ მოთხოვნებს, მაშინ პარტნიორი აუცილებლად შეეცდება, რომ თქვენი შესაფერისი გახდეს.


6. არ უვლიან თავს

imageბევრ კაცს მიაჩნია სილამაზე ქალის მთავარ ღირსებად. და თუმცა, ხასიათი და პირადი ღირსებებიც არაა მეორეხარისხოვანი, სულერთია, პარტნიორის არჩევისას პირველ რიგში მის გარგნობაზე ხდება ყურადღების მიქცევა.

ქალები, რომლებიც თავს უვლიან, ფორმაში არიან და ღიმილს ასხივებენ-სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებენ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა სულაც არ ჯდებოდნენ სილამაზის თანამედროვე სტანდარტებში.

ბოლო დროის პოპულარულმა ტრენდებმა: ხელოვნურმა წამწამებმა, დაბერილმა ტუჩებმა და უზომო კოსმეტიკამ კაცი შეიძლება დააფრთხოს კიდეც.


7. ილუზიებში ცხოვრობენ

imageდისნეის მულტფილმებმა და ჰოლივუდის მელოდრამებმა ალბათ არაერთ ქალს აუბნია თავ-გზა.

რომანტიული ფილმების სიუჟეტები ისე შორსაა რეალობისგან, რომ ცოტა თუ დაიტრაბახებს თავისი ცხოვრების მათთან მსგავსებით.

ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მეოცნებე ნატურის ქალს უფრო ნაკლები შანსი აქვს ვინმე შეუყვარდეს, ვიდრე რეალისტებს. მთავარია, ოცნება ნამდვილ ადამიანს უკავშირდებოდეს და არა ზღაპრულ, თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს.


8. ყველაფერს თავად წყვეტენ

imageქალის დახასიათებისას, სიტყვებმა “ძლიერი" და “დამოუკიდებელი", კაცებში უკვე შეიძინა ნეგატიური დამოკიდებულება. ასე უწოდებენ ქალებს, რომლებიც თავად ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ და კაცს ინიციატივა ჩამოართვან.

კაცებსაც აქვთ თავმოყვარეობა და სიამაყე. ურთიერთობაში ისინი გაგებას და პატივისცემს მოითხოვენ. მათ უფროსი კი არა, პარტნიორი სჭირდებათ.

0
263
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0