x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ალექსანდრ ფლემინგი - შემთხვევით აღმოჩენილი ანტიბიოტიკი,რომელმაც რევოლუცია მოახდინა მედიცინაში
image

1881 წლის 6 აგვისტოს დაიბადა გამოჩენილი შოტლანდიელი მეცნიერი-ბაქტერიოლოგი ალექსანდრე ფლემინგი, რომელმაც რევოლუცია მოახდინა მედიცინაში, 90 წლის წინანდელ მოვლენას ასე იხსენებს ფლემინგი:"როდესაც დილით ადრე გავიღვიძე 1928 წლის 28 სექტემბერს, რა თქმა უნდა, არ ვგეგმავდი რევოლუციას მედიცინაში და მსოფლიოში პირველი ანტიბიოტიკის ან ბაქტერია-მკვლელების აღმოჩენას...მაგრამ მე ეს გავაკეთე"



ფლემინგი საკმაოდ მოუწესრიგებელი გახლდათ და მის ლაბორატორიაში მუდამ არეულობა იყო, სწორედ ამ დაუდევრობამ ლიზოცინის აღმოჩენაში შეუწყო ხელი, გაცივებულმა, პეტრის ფინჯანში(ცილინდრის ფორმის გამჭვირვალე ლაბორატორიული ჭურჭელი) მოიხოცა ცხვირი, სადაც კვლევისთვის ბაქტერიები იყო განთავსებული, რამდენიმე დღის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ბაქტერიები განადგურებული იყო. ეს მოხდა 1922 წელს.


მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნენა ანალოგიურად, დაუდევრობამ გამოიწვია. 1928 წელს ფლემინგი სტაფილოკოკებს იკვლევდა. აგვისტოში ოჯახთან ერთად დასასვენებლად გავიდა, წასვლის წინ სტაფილოკოკების კულტურა მაგიდის კიდესთან შეაგროვა, როდესაც 3 სექტემბერს მეცნიერი ლაბორატორიას დაუბრუნდა, შეამჩნია, რომ ერთ ერთ ფინჯანზე სტაფილოკოკებს ობის სოკოები გასჩენოდა, თვითონ სტაფილოკოები განადგურებული იყო. მეცნიერმა შეამჩნია, რომ სხვა ფინჯანზე სტაფილოკოკების კოლონიები ნორმაში იყო.



აღმოჩენა ფლემინგმა თავის ყოფილ თანაშემწეს, მერლინ პრაისს აჩვენა და უთხრა:"ასე შემთხვევით აღმოვაჩინე ლიზოცინიც", 1929 წლის 7 მარტს ფელმინგმა გამოყოფილ ნივთიერებას უწოდა პენიცილინი.


თუმცა ფლემინგს პენიცილინის მიღება სუფთა სახით ძალზე გაუჭირდა და დახმარებისთვის მიმართა ქიმიკოსებს – ჰოვარდ ფლორის და ერნსტ ბორის ჩეინს. პენიცილინის მასიური წარმოება მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო, 1945 წელს ფლემინგს, ფლორის და ჩეინს ნობელის პრემია გადაეცათ მედიცინის და ფიზილიოგიის დარგში.


პენიცილინის გამოგონება უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო მედიცინის ისტორიაში. პირველმა ანტიბიოტიკმა სათავე დაუდო მსოფლიოში მანამდე განუკურნებელი დაავადებების დამარცხებას, რომელიც აგერ უკვე საუკუნეებიის განმავლობაში ტანჯავდა კაცობრიობას, როგორებიცაა პნევმონია, სიფილისი, ტუბერკულიოზი, მენინგიტი, განგრენა, დიფტერია და სხვა ინფექციური დაავადებები.


1999 წელს ჟურნალმა Time-მა ალექსანდრე ფლემინგი მე-20 საუკუნის 100 უდიდესი ადამიანის სიაში შეიყვანა(Heroes & Icons of the 20th Century)

0
797
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
797
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0