x
image
alex999
Mediator image
ბერმუდის "ეშმაკის სამკუთხედის" საიდუმლო ამოხსნილია!

ბერმუდის სამკუთხედი ატლანტიკაში ფლორიდას სანაპიროს, ბერმუდის კუნძულებსა და პუერტო რიკოს კრავს.

ამოუცნობ სამკუთხედს პირველი ქრისტეფორე კოლუმბი წააწყდა. მე-20 საუკუნეში ეს რაიონი საფუძვლიანად შეისწავლეს. იყო დრო, როცა აქ ნავთობს ეძებდნენ, თუმცა შავი ოქრო მეცნიერებმა ვერ აღმოაჩინეს და ვერც რაიმე ანომალიურს მიაგნეს, რის საფუძველზეც შეეძლებოდათ ასეთი ამოუცნობი ადგილის ახსნა. შედეგად, მათ ტრაგიკული შემთხვევები ცუდ ამინდს დააბრალეს. წლების განმავლობაში მეცნიერები ცდილობდნენ ამ ბუნებრივი ფენომენის ახსნას, თუმცა უშედეგოდ. არსებობდა მხოლოდ რამოდენიმე თეორია, რომელსაც კიდევ ერთი შეემატა.


image



ბერმუდის "ეშმაკის" სამკუთხედი მდებარეობს აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან, წააგავს სამკუთხედს. მისი გვერდები გადაჭიმულია იმ წერტილიდან, რომელიც მდებარეობს ბერმუდის კუნძულების რაიონში, ფლორიდის ნახევარკუნძულის სამხრეთი ნაწილის სამხრეთ-აღმოსავლეთით, შემდეგ ბაჰამის კუნძულების გასწვრივ, პუერტო-რიკოს კუნძულთან, სადაც კვლავ უხვევს თითქმის ჩრდილოეთისაკენ და უბრუნდება ბერმუდებს დაახლოებით დასავლეთი გრძედის 65°-სთან. ბერმუდის სამკუთხედი წარმოადგენს დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე საოცარ და საიდუმლოებით მოცულ რაიონს.


image


ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოების ამოხსნის შესახებ ფართომასშტაბიანი კვლევები ამჯერად ინგლისელმა მეცნიერებმა დაასრულეს. ცნობილი <<ეშმაკის სამკუთხედი>> კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. ოფიციალური განცხადება სამკუთხედის შესახებ, საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გააკეთეს. Channel 5-თვის მომზადებულ ექსკლუზიურ დოკუმენტურ ფილმში, ინგლისელები დეტალურად აღწერენ, თუ რატომ ქრებოდა ამ ადგილზე ათობით გემი და თვითმფრინავი.


image



ინგლისელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს არის დიდი ტალღების დამსახურება, რომლის სიმაღლეც 30 მეტრამდე აღწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბერმუდის სამკუთხედში კლიმატი მოულოდნელად იცვლება, რასაც ბუნებრივი კატასტროფები თან ახლავს.


"ბერმუდის სამკუთხედში ბევრი იდუმალი იმალებოდა, ძალიან ბევრი გემი და თვითმფრინავი გაუჩინარდა ამ რეგიონში, თუმცა მიმოსვლა დღემდე მიმდინარეობს, რატომ არ იძირება სხვა გემი ან თვითმფრინავი? - ეს იმიტომ, რომ მომენტალურად იცვლება კლიმატი, სადაც წარმოიქმნება 30 მეტრის სიმაღლის ტალღები. თუ ამ მომენტში განხორციელდება ამ რეგიონში მიმოსვლა, დიდი შანსია რომ ყველაფერი საბედისწერო აღმოჩნდეს" - აცხდაებს საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მკვლევარი.


image


დღემდე "ეშმაკის სამკუთხედზე" 8127 ადამიანია დაკარგული და ასობით გემია ჩაძირული.



image


განსხვავებული აზრი


ამ მტკიცების საწინააღმდეგოდ, კოლორადოს უნივერსიტეტის მეტეოროლოგი, დოქტორ სტივ მილერი რეგიონში გაჩენილი ღრუბლების ფორმირებას აქცევს ყურადღებას. მილერის აზრით, ექვსკუთხა ღრუბლები ქმნიან საათში 270 კილომეტრი სიჩქარის ქარიშხლის ბომბებს, რაც ხელს უქმნის თვითმფინავების ჩამოვარდნას და გემების ჩაძირვას. დოქტორ მილერმა და მისმა ჯგუფმა, კვლევის შედეგად აღმოაჩინა საათში 273 კილომეტრის სიჩქარით მოძრავი ქარიშხალი, რომელიც მომენტალურად 14 მეტრის სიმაღლის ტალღებს ქმნის.


image










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. როგორ ატარებენ სექსუალური "ანგელოზები" შვებულებას...

2. 10 რეალური ფოტოსურათი, რომელიც თვით სკეპტიკოსებსაც გააოცებს

3. სტეფანეს სასტუმროს (ბათუმში) მეხი დაეცა – “სცენა მიწაში ჩავიდა”

4. მიზეზი გაგაოცებთ - რატომ არ შეხვდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრს?

5. “მინდა ყოფილ შეყვარებულს ცოლად გავყვე, მაგრამ მეუღლესთან განშორებაც არ მსურს”

3
18306
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
18306
  
2023, 7 ნოემბერი, 19:04
რას მივაწეროთ ბერმუდის სამკუთხედში 10 წუთიანი გაუჩინარება რომელიც აღწერილია მე-20 საუკუნის ბოლოს გამოცემულმეცნიერება და ტექნიკაში გამოქვეყნებულ სტატიაში.
2019, 20 სექტემბერი, 7:31
ტაში დაგიკრა ეხლა თუ რავქნა?
2019, 19 სექტემბერი, 19:59
ხელს უქმნის რა არის?! რომელი ენიდან სინქრონია?
0 1 3