x
image
ნათია ჩხობაძე
ემიგრანტებმა საქართველოში მცხოვრებ 14 წლის ილიას საჩუქარი გაუკეთეს

8 ივლისს P.S.-ის გადაცემა მიეძღვა 14 წლის ილიას, რომელიც სნეული დედისა და უმცროსი ძმის გამოსაკვებად მტვირთავად მუშაობდა. გადაცემა საკმაოდ ემოციური იყო. სიუჟეტში ილიამ გააჟღერა, რომ სურდა ჰქონოდა შემოსავალი, რათა არ ემუშავა ასე მძიმე საქმეზე და უკეთ მიეხედა ოჯახისთვის. კერძოდ, ილიას სურდა ჰყოლოდა ძროხები და შემდეგ გაეყიდა რძის ნაწარმი. ემიგრანტების ნაწილმა სიუჟეტის გასვლის შემდეგ გამოთქვეს დახმარების სურვილი. შეაგროვეს თანხა 3825 ლარი, რომლითაც 14 წლის მოზარდს მაკე ძროხა, ორი თხა და საკვები უყიდეს.image

ასევე გთავაზობთ ვიდეო მასალას გადაცემიდან:image








0
776
6-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
776
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0