x
მეტი
  • 22.10.2018
  • სტატია:81884
  • ვიდეო:333889
  • სურათი:439169
ინტერნეტით ინტიმური მომსახურების სანაცვლოდ თანხის ჩარიცხვის ფაქტებზე 4 ახალგაზრდა დააკავეს

image

.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ თბილისში, ქუთაისსა და ზესტაფონში დააკავა თაღლითური ჯგუფის 4 წევრი, რომლებმაც Facebook-ის ყალბი პროფილების გამოყენებით, ინტიმური მომსახურების პირობით 1000 ლარზე მეტი მიითვისეს.
.
შსს-ს განცხადებით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით დაკავებული არიან ცოლ-ქმარი - 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ძ. და 1995 წელს დაბადებული ლ.კ., ასევე, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.გ. და 1987 წელს დაბადებული კ.თ.
.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, სოციალური ქსელი Facebook-ის ყალბი პროფილების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ამავე სოციალური ქსელის მომხმარებლების კუთვნილ თანხებს.
.
შსს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 6 მოქალაქე დაზარალდა. თაღლითური გზით მითვისებულმა თანხამ კი 1000 ლარზე მეტი შეადგინა.
.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1
693
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
693
  
6 აგვისტო, 6:42
ვითომ ტოტალიზატორების მამები რომ არიან და სასწაულ კუშებს რომ ყიდიან 100 ლარად მაგათაც უნდა მიხედონ, რამდენს გადაახდევინეს ფული მისცეს სულელური კუშები და მერე აუქმებენ ექაუნთებს და იკარგებიან. შემდგომში ახლიდან აკეთებენ სხვა ექაუნთებს იმიტომ რომ ეგენი რატომღაც ხელშეუხებლები რჩებიან.
0 1 1