x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ცომი ყველაზე ფუმფულა შემწვარი ღვეზელისთვის
image


ინგრედიენტები:


საფუარის გასახსნელად:


შაქარი — 1 ჩ. კ.

წყალი (თბილი) — 50 მლ.


მშრალი საფუარი — 1 ჩ. კ. (5 გრ.)


ცომისთვის:


თბილი რძე (წყალი ან კეფირი) — 250 მლ.

კვერცხის გული — 2 ცალი

შაქარი — 2 ჩ. კ.

მარილი — 1/2 ჩ. კ.

ფქვილი — 500 გრ (შეიძლება, ცოტა მეტი ან ნაკლები)

ზეთი — 2 ს. კ. (+ შესაწვავად, საჭიროების მიხედვით)


მომზადება:


I. ჩაყარეთ ჭიქაში საფუარი > შეურიეთ შაქარი, დაასხით წყალი და მოურიეთ > დადგით თბილ ადგილზე, რომ ამოვიდეს.

თუ საფუარი კარგია, 15 წუთში ჭიქა ქაფის ქუდს გაიკეთებს. თუ ასე არ მოხდა, საფიარი უნდა შეცვალოთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთ შედეგს ვერ მიიღებთ, როგორიც სურათზეა.

II. ღრმა თასში ჩაასხით რძე > დაუმატეთ: შაქარი, მარილი, კვერცხის გული, ზეთი, საფუარი > ყველაფერი კარგად შეურიეთ.

III. ფქვილის 2/3 ჩააცერით თასში და მოზილეთ ცომი > ნელ-ნელა შეაზილეთ დარჩენილი ფქვილი. ცომი რბილი და წებოვანი უნდა იყოს. უმჯობესია ფქვილი ცომს ცოტა მოაკლოთ და უშუალოდ, ღვეზელის ფორმირებისას შეაზილოთ.

IV. ცომი 10 — 15 წთ. უნდა ზილოთ. იქამდე, ვიდრე ხელს თვითონ არ მოსცილდება.

V. თასს კედლებზე ზეთი მოუსვით და მოზელილი ცომი ისე მოათავსეთ > გადააფარეთ სამზარეულოს აპკი და ასაფუებლად, დადგით თბილ ადგილზე.

imageშენიშვნა: ამ ეტაპზე, შეგიძლიათ ცომი 1 ღამით მაცივარში შეინახოთ და მეორე დღეს გამოაცხოთ ღვეზელი.

VI. თბილ ადგილზე დადგმიდან, 1, 5 – 2 საათის შემდეგ, ცომი ამოვა და საჭიროა მისი გადაზელვა > ისევ დააფარეთ სამზარეულოს აპკი და როდესაც მეორედ ამოვა, შეგიძლიათ ღვეზლის კეთება დაიწყოთ.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageყველის ღვეზელი «პიკანტური»
სუპერ კრუასანი ჯემით (ან სხვა, ნებისმიერი გულსართით)

0
432
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
432
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0