x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცნობილი ქალები,რომლებიც ქმრებს ცხვირსახოცებივით იცვლიდნენ
მსოფლიო მასშტაბით აწ უკვე განსვენებული ელიზაბეტ ტეილორის რეკორდი დღემდე მოუხსნელია, იგი 8-ჯერ იყო გათხოვილი, 2011 წელს ელიზაბეტ ტეილორი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა და მის გვერდით იყო მასზე 29 წლით უმცროსი მამაკაცი, რომელთანაც შესაძლოა"კლეოპატრასთვის" მე-9 ქორწინება ყოფილიყო.

image

შემდეგ ქალბატონები ლიზი ტეილორთან შედარებით საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურებიან 5-5 ჯერ იყვნენ გათხოვილი ამერიკელი მსახიობი ჯოან კოლინზი, ცნობილი საბჭოთა მსახიობი ლუდმილა გურჩენკო, პოპ-დივა ალა პუგაჩოვა, რაც შეეხება ლაიზა მინელის -იგი ოთხჯერ იყო გათხოვილი და ამის გარდა მრავალრიცხოვანი საყვარლები ჰყავდა, მათ შორის იყვნენ რობერტ დე ნირო, მარტინ სკორსეზე და მიხაილ ბარიშნიკოვი, როგორც "კაბარეს" ვარსკვლავმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა "პანიკურად ეშინია სიმარტოვის".

image


რეიტინგში შემდეგი უკვე ამერიკელი მსახიობები მელანი გრიფიტი და პამელა ანდერსონი მოდის, მათ გვერდს უმშვენებს ქართველი ია ფარულავა, სამივე ოთხჯერ იყო გათხოვილი, ია ფარულავას მეოთხე ქმარს ტარიელ სუარის რამდენჯერმე დაშორდა და შეურიგდა.

image

სამჯერ იყვნენ გათხოვილები:ჰოლი ბერი, ჯენიფერ ლოპესი და კიმ კარდაშიანი.რაც შეეხება ქართველებს სამ-სამჯერ იყვნენ გათხოვილი მომღერალი ეკა კვალიაშვილი, ტელწამყვანი სალომე გოგიაშვილი და მომღერალი ლიზა ბაგრატიონი.

image

0
1800
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1800
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0