x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
TOP 5 სათამაშო (GAMING) ბიუჯეტური ლეპტოპი
imageტექნოლოგიები ვითარდება, ქართველებს კი მაღალ მოთხოვნებთან დაკავშირება უსახსრობის გამო გვიჭირს, თუმცა საბედნიეროდ რიგი კომპანიები ზრუნავენ ჩვენნაირი ფუფუნებას მოკლებულ ადამიანებზე და ჰქმნიან მაღალი ხარისხისა და დონის ლეპტოპებთან მიახლოებულ ტექნიკას. მინდა გაგიზიაროთ ჩემი ცოდნა, გამოცდილება და დაგეხმაროთ ძლიერი კომპიუტერის შერჩევაში, თანაც ხელმისაწვდომ ფასებში - თითოეული ლეპტოპის ფასი არ აღემატება 500-550$-ს.

შევუდგეთ შერჩევას:

1. HP 15-AY191MS

image


პროცესორი: INTEL CORE I3-7100U

ოპ.მეხსიერება: 8GB

მყარი დისკი: 1TB HDD

ვიდეობარათი: INTEL HD ინტეგრირებული

ეკრანი: 15, 6 ინჩი-1366&768 რეზოლუციით

ბატარიის ხანგრძლივობა: 6 საათზე მეტი

არც ისე მაღალი დონის ლეპტოპი, რომელსაც გააჩნია უზარმაზარი პლუსები: არის TOUCHPAD, აქვს TOUCHPAD-ისთვის არადამახასიათებელი მაღალი მონაცემები და არის გასაკვირვებლად ბიუჯეტური - მისი ფასი ბაზარზე დაახლოებით 415$-ია.

2. LENOVO IDEAPAD 320

image

პროცესორი: AMD A12-9720P

ოპ.მეხსიერება: 12GB DDR4

მყარი დისკი: 1TB HDD

ვიდეობარათი: Intel UHD 620 ინტეგრირებული

ეკრანი: 17, 3 ინჩი-1600&900 რეზოლუციით

ბატარიის ხანგრძლივობა: 5 საათი

ლეპტოპი, რომელსაც აქვს საკმაოდ მაღალი დონის პროცესორი, ვიდეობარათი და ჩვენს სიაში მოხვედრილ კომპიუტერებს შორის ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპერატიული მეხსიერება. გამოირჩევა ეკრანის დიდი დიაგონალითაც - 17, 3 ინჩი არც ისე პატარაა ლეპტოპისთვის.. ამ ლეპტოპის ფასი ბაზარზე დაახლოებით 500$-ია.

3. HP FLAGSHIP 15

image

პროცესორი: Intel Core i5-8250U

ოპ.მეხსიერება: 12GB DDR4

მყარი დისკი: 2TB HDD

ეკრანი: 15.6 ინჩი; 1920&1080 რეზოლუციით

ვიდეობარათი: Intel UHD 620 ინტეგრირებული

კიდევ ერთი შესანიშნავი ლეპტოპი, გამოსარჩევია ის, რომ აქვს 2TB - საკმაოდ მოცულობითი მყარი დისკი და 12 GB ოპ.მეხსიერება. ამ ლეპტოპის ფასი ბაზარზე 480-დან 530 დოლარამდე მერყეობს.

4. ASUS VIVOBOOK F510UA

image

პროცესორი: Intel Core i5-8250U

ოპ.მეხსიერება: 8 GB DDR4

მყარი დისკი: 1TB HDD

ვიდეობარათი: Intel UHD 620 ინტეგრირებული

ეკრანი: 15, 6 ინჩი-1920&1080 რეზოლუციით ინტეგრირებული

ბატარიის ხანგრძლივობა: 13 საათზე მეტი

როგორც სამუშაოდ, ისე სათამაშოდ გამოსადეგი ლეპტოპია - აქვს 13 საათიანი ბატარიის ხანგრძლივობა, რაც რა საკვირველია შთამბეჭდავია, ასევე აქვს სათამაშო კომპიუტერისთვის დამახასიათებელი პროცესორი, ოპ.მეხსიერება, ვიდეობარათი და ტევადი მყარი დისკი. ამ ლეპტოპის ფასი ბაზარზე 460-დან 500$-მდე მერყეობს.

5. ACER E5-567G-5762

image

პროცესორი: Intel Core i5-8250U

ოპ.მეხსიერება: 8 GB DDR4

მყარი დისკი: 256GB SSD

ვიდეობარათი: NVIDIA GeForce MX150 2GB DDR5 VRAM

ეკრანი: 15, 6 ინჩი-1920&1080 რეზოლუციით ინტეგრირებული

ბატარიის ხანგრძლივობა: 15 საათზე მეტი

ჩვენი სიის საუკეთესო ლეპტოპი.. აქვს უძლიერესი კომპონენტები: პროცესორი, ოპ.მეხსიერება, ვიდეობარათი - ყოველი მათგანი ულტრათანამედროვე დონისა აქვს. გამორჩეულია SSD-ს ქონით, მაგრამ აქ ერთი პრობლემაა: SSD-ს ზომის სიმცირე, თუმცა გამოსავლის პოვნა აქაც შეიძლება - შეგვიძლია ვიყიდოთ სასურველი ზომის HDD და მასზე შევინახოთ ჩვეულებრივი ინფორმაცია, ხოლო ვინდოუსი და თამაშები კი SSD-ზე. ბატარიის ხანგრძლივობაც ძალიან წაადგება ნამდვილ გეიმერს. ამ ლეპტოპის ფასი ბაზარზე დაახლოებით 550$-ია.

იმედია მოგეწონათ სტატია... გმადლობთ ყურადღებისთვის... ამდაგვარ სტატიებს ხშირად შემოგთავაზებთ...

0
103
2-ს მოსწონს
ავტორი:დავით გვრიტიშვილი
დავით გვრიტიშვილი
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0