x
მეტი
  • 14.08.2018
  • სტატია:79433
  • ვიდეო:332212
  • სურათი:436653
10 რეალური ფოტოსურათი, რომელიც თვით სკეპტიკოსებსაც გააოცებს

დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ 10 ფოტოსურათზე, რომელმაც დაიპყრო ინტერნეტსივრცე. ამ შიშის მომგვრელ ფოტოებს, მსოფლიო მასშტაბით ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რათა ფოტოს ავტორები ამტკიცებენ, რომ ამ კადრებში არანაირი ფოტოშოპი არ არის გამოყენებული...



image



1. მოჩვენება მთამსვლელი, კანადა - ჰამილტონში მდებარე დუნდის პიკის მწვერვალისკენ ორი მეგობარი მიისწრაფოდა. შესვენებისას ერთ-ერთ მათგანმა ხედის გადაღება სთხოვა თავის მეგობარს, მეორე დღეს, როდესაც ისინი ფოტოებს ათვალიერებდნენ, შემთხვევით შენიშნეს შავ შარვალსა და თეთრ პერანგში გამოწყობილი მოჩვენება. ფოტოს ავტორის მტკიცებით, კადრში მსგავსი რამ არ ჩანდა, როდესაც ის ფოტოს იღებდა. როგორც გაირკვა, ფოტო რეალურია, თუმცა საზოგადოების ნაწილის დარწმუნება მაინც ვერ მოხერხდა.


image





2. მოჩვენება ტანტანონის ციხე-სიმაგრეში - ეს ციხესიმაგრე მდებარეობს შოტლანდიაში. ფოტო 2015 წელს ტურისტმა გადაიღო, რომელიც ციხესიმაგრის ფოტოების გადაღებით იყო დაკავებული. როგორც ზემოთ ხსენებულ ფოტოს, ასევე ამ ფოტოსაც ძალიან ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა დადასტურებული დღემდე არაფერია.


image





3. მოჩვენება საფეხბურთო მატჩში - 2013 წლის 3 ოქტომბერს, პორტუგალიური პორტო, საკუთარ დრაგაოს მოედანზე ევროპულ გრანდს მასპინძლობდა. გოლის სიხარულის მომენტი რა თქმა უნდა კადრებს არ გამორჩენიათ, თუმცა ერთ-ერთმა კამერამ უცნაური რამ შენიშნა. შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი ჩონჩხი, რომელიც მაყურებელთა შორის გოლს აღნიშნავდა. ექსპერტები რამოდენიმე თვის განმავლობაში მსჯელობდნენ ფოტოს შესახებ, თუმცა სრულმა პასუხმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.


image





4. ბურთის კოლექტორი - ინგლისის საფეხბურთო პრემიერლიგაში გამართულ შეხვედრაზე ერთმანეთს ხვდებოდნენ ვესტ-ბრომვიჩ ალბიონი და ბარნლი. ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა საკუთარ გვერდზე გააზიარა ფოტო, სადაც ჩანს ბურთების მომტანი(კოლექტორი), რომელსაც სახე ფაქტიურად არ აქვს. როგორც ცნობილია, ავტორმა ფოტო სტადიონზე გადაიღო.


image





5. "ქალი შავებში" - Reddit-ის მომხმარებელმა ეს ფოტო საკუთარ გვერდზე გააზიარა, რასაც სოციალურ ქსელებში საკმაოდ ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ცნობილია, ფოტოს ნახვის შემდეგ, მამამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ფოტოზე აღბეჭდილი მოხუცი ქალი, არის ის პიროვნება, რომლისგანაც მათ შეიძინეს ბინა.


image






6. შემზარავი ფოტო ნიუ-მეხიკოდან - კიდევ ერთი ფოტო, რომელიც Reddit-ზე გაზიარდა. ფოტო XX-საუკუნეს ეკუთვნის, ავტორის მტკიცებით, ფოტოების გადაღების მომენტში ადგილზე არავინ იყო. კადრში მოხვედრილი ქალი რამოდენიმე წლის შემდეგ შენიშნა.


image





7. ფარული - ფოტო სად არის გადაღებული, ამის შესახებ ინფორმაცია წყაროზე არ მოიპოვება, თუმცა ხეებში ჩანს ადამიანის მოჩვენება, რასაც სოც-ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების უმეტესი ნაწილის აზრით, ეს ადამიანი უსახლკაროა და ცხოვრობს ამ ხეში.


image





8. სექტა ავტომობილის გარშემო, ბულგარეთი - ფოტო, შემთხვევით 1970 -იან წლებში მამაკაცის მიერ არის გადაღებული. მამაკაცს თან ახლდა პატარა ქალიშვილი, როდესაც მისი ავტომობილი მწყობრობიდან გამოვიდა. დახმარების ძიების მიზნით მამაკაცი ავტომობილში ტოვებს პატარა გოგონას და მიემართება ახლომდებარე სოფლისკენ. რამოდენიმე მეტრით მოშორების შემდეგ, ის ნახავს შავებში გამოწყობილ ადამიანებს(სექტას), რომლებიც ავტომობილის გარშემო ტრიალებენ. შეშინებული მამაკაცი სოფლისკენ ნაბიჯებს აუჩქარებს, თუმცა რამოდენიმე წუთში დახმარებასთან ერთად უკან დაბრუნებულს, მხოლოდ საკუთარი ქალიშვილი დახვდება. როგორც ცნობილია, ფოტო რეალურად არის გადაღებული და არსებობს, თუმცა პატარა გოგონას საერთოდ არაფერი არ უნახავს.


image





9. ამოუხსნელი ბავშვი - ეს უცნაური ფოტო, დამალობანის თამაშისას არის გადაღებული. ბავშვები ღამით ოთახში დამალობანას თამაშობდნენ, ერთ-ერთ მათგანმა უცნაური რამ შენიშნა და მისი კადრებში აღბეჭდვა მოახერხა, მან ფოტო გადაუღო მე-9 ბავშვს, რომელიც რეალურად არ არსებობდა. საიდან გაჩნდა და ვინ იყო ეს ამოუხსნელი ბავშვი, ჯერ-ჯერობით იდუმალია.


image





10. Fort Worden-ის მონსტრი - ეს საინეტერესო და იდუმალებით აღსავსე ფოტო გადაღებულია აშშ-ში, პარანორმალური მოვლენების ცენტრად ცნობილ - ფორტ ვორდენში. ფოტოზე ხედავთ საშინელ არსებას, რომელიც შენობის სახურავზე იმალება.


image











სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. 5 ბუნებრივი ფენომენი, რომელიც აპოკალიფსის მოახლოებას გვიმტკიცებს!

2. 10 რთული წესი, რომლის დაცვა ანტიკური რომის იმპერიაში უწევდათ!

3. 10 ყველაზე სახიფათო სარკინიგზო მაგისტრალი მსოფლიოში

4. ერთი უბრალო ტაქსის მძღოლის ისტორია - გულგრილს არ დაგტოვებთ!

5. ემიგრანტო "დედებო", გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას!

6. მიმდინარე წელს დასრულებული, ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერების სია

7. ასაკი მხოლოდ ციფრებია - გაიცანით მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი ბებია

1
633
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
633
  
მაინც სკეპტიკოსად დავრჩები))
0 1 1