x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
შვედეთის წარმოების მხტუნავი ხელყუმბარა, რომლის დამზიანებელ ელემენტებს ვერ უძლებს კევლარის ჯავშანჟილეტები

image სამხედრო ტექნოლოგიების დახვეწამ საშუალება მისცა მთელი რიგი განვითარებული ქვეყნების სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებს გააუმჯობესონ ან სულაც ახლიდან შექმნან ესა თუ ის იარაღი. ახალ თუ მოდერნიზებულ იარაღს, ტექნიკას თუ ასაფეთქებელ საშუალებას ჯერ ტესტავენ და ტესტირების შემდეგ წყვეტენ მისი ეფექტურობიდან გამომდინარე მიიღონ თუ არა ის წარმოებაში და შესაბამისად მიიღონ თუ არა აღნიშნული სამხედრო საშუალება ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში.
გამნაღმველებისათვის ყველაზე საშიში ნაღმების კატეგორიას მიეკუთვნება ნაღმი სიურპრიზები, განსაკუთრებით კი "მხტუნავი" ნაღმები.
„მხტუნავი" ნაღმები მსოფლიოში ძალიან ბევრი არმიის შეიარაღებაშია და ვფიქრობ მასზე ვინც დაინტერესებულია სამხედრო სფეროთი თუნდაც მკითველის რანგში ინფორმაცია ან წაუკითხავს ან დოკუმენტური ფილმებით იცნობს.
სამაგიეროდ სპეციალისტების გარდა ძნელია მოიძებნოს ადამიანი, რომელსაც ფიზიკურად უნახავს "მხტუნავი" ხელყუმბარები. სწორედ ასეთ ხელყუმბარაზე მინდა მოგითხროთ ამ სტატიაში, როგორც ამ სფეროს სპეციალისტმა.
შვედმა კონსტრუქტორებმა შექმნეს "მხტუნავი" ხელყუმბარა, "SHGR 07"-ეს ხელყუმბარა გახლავთ მიმართული მოქმედების კლასის. ხელყუმბარის პირველი ტესტირება მოხდა 2012 წელს. ტესტირებისას იმდენად ეფექტური აღმოჩნდა ხელყუმბარა, დაუყოვნებლივ ჩაუშვეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში წარმოებაზე.
ხლყუმბარის განსაკუთრებულობა შემდეგშია: დამცავი რგოლის გამოძრობის შემდეგ როგორც კი მებრძოლი მოისვრის საჭირო მიმართულებით ხელყუმბარას, დაცემისთანავე ხელყუმბარაზე არსებული დამატებითი რგოლი, რომელიც იცავს 12 ჩაკეცილ ფოლადის ელემენტს ამოქმედებისაგან, სცილდება ხელყუმბარას და მყისიერად გაშლილი ფირფიტები 2 მეტრ სიმაღლემდე აგდებს ზევით ხელყუმარას, რა დროსაც ხდება აფეთქება.
აფეთქება მიმართული მოქმედებისაა ზევიდან ქვევით და მოქმედებს 4-5 მეტრის რადიუსში.
ხელყუმბარის მოქმედების რადიუსში მოხვედრილ მებრძოლს პრაქტიკულად გადარჩენის შანსი არა აქვს, რადგან ხელყუმბარის დამაზიანებელი ელემენტები თავისუფლად აღწევენ ქვეითი მებრძოლების სტანდარტულ კევლარის ჯავშანჟილეტებში.
კონსტრუქტორის თქმით ხელყუმბარის წარმოება ჯდება ძალიან იაფი, რადგან მასში არაა გამოყენებული ელექტრონული აფეთქების სისტემა, მისი ეფექტურობა განპირობებულია მისი კონსტრუქციით და პიროტექნიკით.
გარდა ამისა ტესტირებამ აჩვენა, რომ ხელყუმბარის მიმართული მოქმედების კოეფიციენტმა 98 %-ტი შეადგინა, მხოლოდ ორმა %-მა მოახდინა ნამსხვრევების გაბნევა მოქმედების რადიუსიდან.
თავად ამფეთქს გააჩნია სამი რეჟიმი, მხტუნავი რეჟიმის გარდა შესაძლებელია მისი გამოყენება, როგორც ჩვეულებრივი ხელყუმბარის. ამისათვის საჭიროა სპეციალური ჩამკეტის გადაწევა, რათა "მხტუნავი" ფირფიტების დამჭერი რგოლის განთავისუფლება არ მოხდეს.
image ეს 12 ფოლადის ფირფიტა ახდენს ხელყუმბარის "აგდებას" დაცემის შემდეგ მიწიდან ორი მეტრის სიმაღლემდე.
image ხელყუმბარის "მხტუნავი" ელემენტების ჩამკეტი რგოლი მონიშნულია ისრით.
imageხელყუმბარა თავისუფლად თავსდება ხელის მტევანზე.
image ხელყუმბარის დამცველი რგოლი და ხელყუმბარის, ჩვეულებრივ რეჟიმში გადასაყვანი მექანიზმი.


4
249
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
249
  
4 აგვისტო, 22:34
მადლობა ზურაბ
4 აგვისტო, 21:56
ძალიან საინტერესოა...
0 1 4