x
მეტი
  • 19.11.2019
  • სტატია:96683
  • ვიდეო:343700
  • სურათი:458575
ქართველი ერი - მიჯაჭვული პრომეთე

ქართველი ერი - მიჯაჭვული პრომეთე

ქართველი ერი, მისი წარმომავლობა, მისი ენა და დამწერლობა მიეკუთვნება ინდო-ევროპელების, სემიტებისა და ქამიტებისგან განსხვავებულ, სულ სხვა მოდგმას. ნოდარ დუმბაძე ამბობდა, მე მგონი ქართველები ციდან არიან ჩამოცვენილები, გარშემო არსად ჩანს მათი ახლობელი ხალხი და არც ისტორიაში ფიქსირდებაო ასეთი ხალხები. ეს ასე სულაც არ არის. სინამდვილეში მთელი განვლილი საუკუნის კვლევებმა დაადასტურა, რომ კავკასიელი იბერები (ქართები ან ქართლელები), კოლხები (ლაზ-მეგრელები), სვანები, აფხაზები, ჩერქეზები, ადიღეველები, დაღესტნის რამდენიმე უძველესი ეთნოსი, ჩეჩნები და ინგუშები, ურარტუელები, მცირე აზიის უძველესი ხალხები, მათ შორის ქალაქი ტროა, შუმერები, პელასგები, ეტრუსკები, ძველი ესპანეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის, იტალიის მოსახლეობა იყვნენ კავკასოიდური რასის მედიტერანული ქვერასის წარმომადგენელნი, მედიტერანულ ქვერასას კი იბერიული ქვერასა ეწოდება სხვაგვარად. "ნეოლითური (ძვ.წ. 10, 200 - ძვ.წ. 2000 წლებს შორის პერიოდი) ხანის არამარტო ესპანეთის, არამედ საფრანგეთის, ინგლისისა და გერმანიის მთელი ტერიტორიისა, ყოველ შემთხვევაში რაინამდე, ეკუთვნოდა, როგორც ჩანს იბერიულ რასას." ასკვნის ფრიდრიხ ენგელსი უძველესი მსოფლიოს ისტორიის ფუნდამენტური, მრავალწლიანი შესწავლის შემდეგ. ეს ხალხები რა თქმა უნდა არ იყვნენ ქართველები, ისინი ასეულობით სხვადასხვა დიდი და მცირე ეთნოსის წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ მათი ენები ეკუთვნოდა ერთ ენათა ჯგუფს და იზიარებდნენ საერთო იბერო-კოლხურ ცივილიზაციას. როგორც ინდო-ევროპელია ყველა - კელტებიც, გერმანელებიც, სლავებიც, სპარსელებიც, მაგრამ სხვადასხვა ხალხები და ერები წარმოქმნეს, ასევე იყვნენ იბერო-კოლხებიც. მესოპოტამიაში ისინი ძვ.წ. 30-ე საუკუნეში გამოჩენილმა სემიტებმა, აქადებმა დაიპყრეს და 8 საუკუნის განმავლობაში მათზე დომინაციისთვის ბრძოლაში გაიმარჯვეს, ძვ.წ. 22-ე საუკუნეში შუმერთა სრული ასიმილაცია მოახდინეს და გააქრეს, სამაგიეროდ თავად აითვისეს მათი ცივილიზაცია და გააგრძელეს ის. დაიწყო მესოპოტამიაში აქადური, სემიტური პერიოდი. ზუსტად იგივე მოხდა ევროპის კონტინენტზე, მაგრამ ამ შემთხვევაში არა სემიტებმა, არამედ ინდო-ევროპელებმა იმძლავრეს. ისინი თავს დააცხრნენ იბერო-კოლხური ცივილიზაციის ხალხებს კუკუტენი-ტრიპილიას და იამნაიას უძველესი და განვითარებული "არიული" კულტურებიდან წამოსულები, რომლებიც დღევანდელი რუსეთის ევროპული ნაწილის და უკრაინა-რუმინეთის ტერიტორიებზე იყო განფენილი. პირველად კელტები დაიძრნენ, მათ გერმანიკული ხალხები მოყვნენ და ბოლოს სლავები. ხალხთა ამ დიდი გადასახლების ტალღებს ვერ გაუძლეს იბერო-კოლხებმა და გაინდოევროპელდნენ. მათი სახელი ევროპაში მხოლოდ პირინეის ნახევარკუნძულსღა შემორჩა, რომელსაც იბერიის ნახევარკუნძული ეწოდება. სწორედ ამ დიდ გარდატეხებს ეხება ამირანის, იგივე პრომეთეს მითი. პრომეთე არის უძველესი იბერო-კოლხური ცივილიზაციის არქეტიპული პერსონიფიკაცია, რომელიც მხოლოდ კავკასიაში დატოვეს, მიაჯაჭვეს შემვიწროებელმა ინდო-ევროპელებმა (ზევსი). ზევსმა კავკასიას მიაჯაჭვა ამ ცივილიზაციის საბოლოო ნარჩენები. ვინც საქართველოს და საერთოდ კავკასიის ისტორია იცის, კარგად მიხვდება რომ ამ რეგიონის ცხოვრება არასოდეს ყოფილა მას მერე მოსვენებული და ძალიან ჰგავს სწორედ პრომეთეს გაუნელებელი ტანჯვის ისტორიას.


სწორედ ამ ყველაფრის გამო დიდმა უკრაინელმა პოეტმა ქალმა, ლესია უკრაინკამ მიუძღვნა ქართველ ერს შემდეგი ლექსი, რომელიც 1896 წელს გამოაქვეყნა:


ქართველი ერი - მიჯაჭვული პრომეთე



"ტიტან პრომეთეს არაერთმა შთამომავალმა

მოსტაცა ღმერთებს უკვდავების ციური ცეცხლი.

რამდენი ხელი წაეტანა ციურ ნაპერწკალს...

ვის არ ხიბლავდა ხალხის ბედის ვარსკვლავმორბედი?!

ტიტან პრომეთეს დიდებულმა შთამომავლობამ

გაიზიარა ღვთაებრივი წინაპრის ბედი"

ტანჯვა, ბორკილი, დამცირება, განდევნილობა,

ადრე სიკვდილი ველურსა და უცხო მხარეში.

ახლაც ასეა მეგობრებო, მეფობს წყვდიადი!

ხმა აღიმაღლეთ! საშინელი სუფევს ქაოსი!

თავისუფალი, გაბედული მესმოდა ხმები,

ვითარცა ტყეთა, სალთა კლდეთა გამოძახილი...

ახლა ის მიწყდა და დუმილი მზარავს უმეტეს,

მაგრამ მგონია, გავხდი, ძმებო იმად, რაც ვიყავ.

პრომეთეუსის ქედუხრელო შთამომავალნო

არა, არწივი არ კორტნიდა თქვენს მკერდს არასდროს...

თვით ასპიტები გისერავდნენ მამაცნო, გულებს!

თქვენ არ ყოფილხართ მიჯაჭვული კავკასიონზე,

რომლის გვირგვინი დათოვლილი ციმციმებს შორით,

და მთელ მსოფლიოს მოაგონებს პრომეთეს ტანჯვას.

ჩვენო მტარვალო, უმზაკვრესო! ტყვილად არ გაფრთხობს

რკინის მუსიკა ჟანგმოდებულ ბორკილებისა...

შენ გეშინია, ის უწყალო ხმა შემზარავი

თვით შენს ქვის გულსაც რომ მოხვდეს და გააპოს ორად!

ძრწოდე ამ ხმაზე როგორც შორის გამოძახილი,

თავისუფლების, სიმამაცის ისმის ქუხილი

და შენს უსაზღვო ძალადობას საზღვარს დაუდებს

უკანასკნელი შეძახილი - ჯალათს სიკვდილი!



ქართველი ერი - მიჯაჭვული პრომეთე


"ოჰ, პრომეთე... შენი ტანჯვის გამო ტირიან ამორძალები, რომელთა ცხენთა ფლოქვები თქერავენ კოლხეთის ველებს... იგლოვენ ჩრდილოეთის ტრამალებში მცხოვრები ველური სკვითები. გმინავენ არიელები - არესის ძენი! კავკასიის კლდეთა ნაკვეთი ქალაქებიდან მათი შუბების ჟღრიალი ისმის!"


ქართველი ერი - მიჯაჭვული პრომეთე


ვაინახები (ინგუშები და ჩეჩნები) ამირანს ან პრომეთეს - ფხარმატს ეძახიან - ტიტანი რომელმაც შექმნა ერები, ცივილიზაცია და ენები, მოუტანა ადამიანებს ცოდნის ცეცხლი და ასწავლა მისი გამოყენება, მეტალის დამუშავება და საკვების ცეცხლზე მომზადება. ვაინახები ამბობდნენ, რომ ფხარმატი მიჯაჭვულია ყაზბეგის მთაზე.


აკაკი წერეთელმაც მიუძღვნა ამ თემას ლექსი:


"კავკასიის ქედზე იყო ამირანი მიჯაჭვული,

ყვავ-ყორანი ეხვეოდა, დაფლეთილი ჰქონდა გული.

ქვეყნად ცეცხლის მოტანისთვის გულს ცეცხლი არ ჰნელდებოდა,

და რაღაცა მანქანებით წყლული ისევ მთელდებოდა.

ჰქონდა ჭირში მოთმინება, არც ჰკვენოსა, არც ოხვრიდა,

უსამართლო ძლიერებას, მონურად ქედს არ უხრიდა

ბოლოს მაინც გამარჯვება დარჩა! ყველა გააოცა,

და ის ღვაწლი მაგალითად მიწის შვილთა მან გადმოსცა...

კავკასიის მაღალ ქედზე მიჯაჭვული ამირანი

არის მთელი საქართველო, და მტრები კი ყვავ-ყორანი.

მოვა დრო და თავს აიშვებს, იმ ჯაჭვს გაწყვეტს გმირთა გმირი!

სიხარულად შეეცვლება ამდენი ხნის გასაჭირი!"



ქართველი ერი - მიჯაჭვული პრომეთე


"მე მძინარე ვარ... ვწევარ და მძინავს.

დაე მეძინოს...

ხედავ ჩემს შუბლზე ღიმილს დამცინავს?

როდესაც ნანა მესმის ძიძების -

ბევრს ეშინოდეს...

ჩემი სასტიკი და ულმობელი გამოღვიძების...

ვით გათენებას,

ვხედავ სიზმრებს... არა თქვენებურს!"


გალაკტიონ




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
1166
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1166
  
ქართ ველი! - იბერია. ქარის დაბერვას გვაუწყებს.
ეს სახელი ძველთაძველია, თანაც წინა ცივილიზაციის ცოდნით შეფასებული.
მოგეხსენებათ წინა ცივილიზაცია წარღვნამ 7527 წლის წინ შთანთქა და მხოლოდ ნარჩენებიღა დატოვა. ჩვენ კი მის ნარჩენებზე ვართ წამომდგარები, მაგრამ ის ცოდნა უზარმაზარი იყო, უკიდეგანო!
დასანანია წყალს როგორ გაატანეს ამხელა ცოდნა. რატომ მოიქცნენ ცუდად?
"წარღვნა, წალეკა კაცთა ხელთქმნილი და მათი მავნე მედიდურობა,
თვით აღადგინა შიშით რწმენა და უქონელობით თანასწორობა".
გონს მოიყვანა ღმერთმა ყველანი და ხელახლა, ქვის ხანიდან დააწყებინა ყველას ცხოვრება. სათავეში ღირსეული, გონიერი პიროვნების მოყვანაც ისწავლეს და ურთიერთ პატივისაცემაც. რაც ეს უკანასკნელი ისევ დავკარგეთ, თორემ რა გვაქვს საბრძოლი, რა ვერ მოგვიგვარებია?
საკმარისია ერთი კარგად ღრმად ჩაფიქრება და ყველა მოტვინავს თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა ვცეთ პატივი ერთმანეთს ერებმა თუ ეროვნებებმა.
თუ თვალებს კარგად გავახელთ, ყველაფერს აშკარად ეტყობა, რომ ქართული გამორჩეულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაზე უკეთესები ვართ. არა ეს ასე არ არის. ჩვენ მადლობა შევწიროთ ღმერთს, რომ აქ, ჩვენს მიწაზე შემოანარჩუნა ეს ენა და დამწერლობა, თორემ უწინ ყველა ამ ენაზე მეტყველებდა, რასაც ადასტურებს მთელი მსოფლიოს გეოგრაფიული სახელები, დაწყებული "ეკვეთ ორ"-დან და დამთავრებული "მერიდიან"-ით, მერიდებიან, დარიდებაზე მიგვანიშნებს.
საოცარია, ამდენი დამთხვევა ხომ არ შეიძლება?! განა შიძლება ქვეყნებს შემთხვევით ერქვას გვიანა, მალი, მალ ავი, მალთა, მალდივ, მალა ე ზეა, ჩინა, ინდო, ყორეა, ნამ დო, ვიეთ ნამ, ნამ მიბია, სური ნამ, მე აქ ის იქა, ამერ იქა, ყანადა კვებეკე-თურთ, ეს აქ იმოს, პე რუ, უ რუ გუა ი, რუ ანდა, სენ ეგალ, ეგ იფთე, თუნის, კართ აგენ, ლანდი ა, ჰო ლანდია, ზე ლანდია.., გერმან, ანგლია, შვედ ენ, სუ ომი, კარელია, რუ სი ა, ია კუტია, ია მალი, ია მატო(ია პოონ), სახალინი, ავს თუ რა ლია, ბრაზი ლია, შუა მე ერ, ქვეით, უგარეთ, აქად, აქე მენდ, ის რა ელ, გრეკს, ითალ...
განა შეიძლება დამთხვევით ყველა მთას ქართული სახელი ერქვას?
პირ ენე, ანდო რა, ალპენ, კარ პატ, მაქედონ ია, ელ ბრუს, ყარა ყო რუმ, რუ აპე ჰუ, გიმალა იი, თიბეთ, კან გარ
2018, 18 აგვისტო, 10:08
ხოო ნუ შედარებითია ყველაფერი, წინა საუკუნეებში არც ღლიღვებმა (ინგუშებმა) დააკლეს ხელი საქართველოს აღმოსავლეთის და მთიანი რეგიონის ძარცვას, მაგრამ რაც იყო იყო!!!
ქართველებს რომ დანაშაული გვაქვს ვაინახების წინაშე მეეჭვება ის გადაწონოს იგივე "ნაიომნიკი" ჩეჩნების აფხაზეთში ომმა... 1944 წლის თებერვლის 23–ს ვაინახების დეპორტაცია (ოპერაცია ჩეჩევიცა) უშუალოდ ლავრენტი ბერიას ბრძანებით -გენერალ გვიშიანის ხელმძღვანელობით და რამდენიმე ათეული ეთნიკური ქართველის მონაწილეობით 480 ათასამდე უდანაშაულო ვაინახო აყარეს საკუთარი კერადან და ცენტრაურ აზიაში გადაასახლეს... ვიდრე ერთი ვაინახს უდგას სული პირში არავის დაავიწყდება, მაგრამ ქართველებისგან განსხვავებით ყოველწუთას არ იმეორებენ ამას, რადგან ესმით კავკასიური და შეგნება აქვთ იმ ხალხს... გარდა ამისა რამდენი მიგვიქარია კავკასიელებისთის კავკასიური ომების დროს როცა ჩვენი ძუკნა გენერლები იმპერიას ემსახურებდონენ? რატომ დახოცეს ქართველებმა ლაფანყურში ბიჭები და აღარ ჩამოვთვლი ბევრსაც... ჰამზათ გელაევი იყო აფხაზეთში და რადგან იხილა არ იყო იქ რელიგიური ომი გამობრუნდა უკან, შემდეგ იყო პანკისის ხეობაში მათი შემოყვანა იმ ბინძური რუსული სცენარის განსახორციელებლად რასაც თარგამაძე ანხორციელებდა - აფხაზეთში გელაევის ბატალიონის გადატყორცნით მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა! საქართველო ცოდავს ბერვს კავკასიელ ხალხთა წინაშე და მოიმკის მალე ამას მალე... მას როგორც ბევრი ატყობს თანასწორობა და ძმობა არ შეუძლია, მას მხოლოდ მონობა და უღლის ქვეშ ცხოვრება ეადვილება!!!
-
ხო და კიდევ ისიც უნდა იცოდეთ - მეორე ჩეჩნური ომის დროს ვიდრე შამილ ბასაევი შეიჭერებოდა დაღესტანში ვაჰაბისტებთან ერთად მასთან აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოვებდა ბორის ბერეზოვსკი - პანკისის ხეობაში შემოჭრის ვარიანტს სთავაზობდა - შამილ ბასაევისგან უარი მიიღო რა თქმა უნდა!

ამიტომ როცა ესე უმისამართო სიტყვების რახარუხს მოყვებით უმჯობესია ფაქტები გვახსოვდეს, ჩვენი უპირველესი მიქარვები და შეცდომები... ნუ შეცდომა აღარ ქვია ამას როდესაც მიზანმიმართულად იქცევი წლების მანძილზე!
2018, 4 აგვისტო, 22:20
მრავალჯერ გვიღალატა ჩვენმა მოძმე და სისხლისმიერმა ერმა--ჩეჩნებმა,აფხაზეთის ომშიაც და 2008 წლის ომშიაც რუსებს მიემხრნენ და გვჯიჯგნეს.მხოლოდ მამაც ინგუშებს არ უღალატიათ ჩვენთვის.ვერ ნახავთ ერთ ინგუშსაც კი,ვისაც ქართველის წინააღმდეგ აეღოს ხელი და ეს ჩვენ უნდა დავუფასოთ ჩვენს ძმებს,მოღალატე ჩეჩნები კი სამაგიეროს მიიღებენ და რუსებივე ნელნელა ამოწყვეტენ,ღმერთი მაღალია და ღალატს არავის არ შეარჩენს.
0 1 3