x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
"..სანამ არ გაგვყრიან საკუთარი მიწებიდან, მანამდე აზრზეც ვერ მოვალთ, როგორ დავკარგეთ სამშობლო..."- რუსუდან კოტაშვილი

image
" როგორც ამბობენ, ბაკურიანი სავსეა ჩადრიანებით, რომლებიც არა თუ ოჯახებით, არამედ ჯგუფებად (თუ გვარებად) დასეირნობენ საღამოობით პარკებში და ჩვენი სუფთა ჰაერით ტკბებიან და არა მარტო სეირნობით ტკბებიან - ისინი უკვე მშენებარე ბინების მოლოდინითაც ტკბებიან...ეს ამბავი ბაკურიანში მყოფმა რამდენიმე ქართველმა მომაწოდა, იმ ქართველებმა, რომლებსაც ადრე არად მიაჩნდათ უცხო ქვეყნის მოსახლეობის ასეთი მასიური შემოდინება, ახლა კი... პანიკაში ჩავარდნილებს ნამდვილად გვანან...როგორც ირკვევა, ჩვენი ქართველი მოქალაქეები, თანამდებობის პირები, იმაზეც კი მიდიან, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწებს უცვლიან სტატუსს, რომ მარტივად გადააფორმონ ისინი უცხოელებზე, რომლებიც, ყიდულობენ ჩვენს მიწებს მიზერულ ფასად და მომავალ მყუდრო სავანეს იწყობენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ასე იყიდება საქართველო - და არა მარტო ბაკურიანში, ასეა ყველგან, საქართველოს ყველა კუთხეში ხდება სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება კანონის გვერდის ავლით და ეს ხდება საქართველოს ღატაკი მოსახლეობის ჩაგვრის და დამცირების, დიახ, დამცირების ხარჯზე! ასეთი მძიმე მდგომერეობა საქართველოს ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე არ ჰქონია - წესით ქუდზე კაცი უნდა გამოდიოდეს ქვეყნის დასაცავად, მაგრამ...ქართველები ამაშიც ზარმაცები აღმოვჩნდით - ქვეყნის დაცვაც კი გვეზარება, ინტერნეტში კლავიატურაზე კაკუნით ვიქცევთ თავს და სანამ არ გაგვყრიან საკუთარი მიწებიდან, მანამდე აზრზეც ვერ მოვალთ, როგორ დავკარგეთ სამშობლო..სამშობლოს ცნებაც გაგვიუცხოვეს ფსევდოლიბერალმა მედასავლეთეებმა...ხალხო, იქნებ დროა გამოვფიზლდეთ, გავახილოთ თვალები, ყოველდღიურად, ნელ-ნელა ვკარგავთ სამშობლოს..." - რუსუდან კოტაშვილი

2
284
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
284
  
2018, 4 აგვისტო, 17:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 4 აგვისტო, 16:18
ოდნავ სიტუაციის არევა და ამათ განახებთ ქუსლებს რომ ზურგზე ირტყამდნენ...
0 1 2