x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რას ჰყვება მსოფლიოში ნომერ პირველ ტერორისტად შერაცხულის დედა უსამა ბენ ლადენზე
image
ტერორისტული ორგანიზაციის, ალ-ქაიდას დამფუძნებლის, უსამა ბინ ლადენის დედამ, ალია ჯანემმა პირველად საჯაროდ ილაპარაკა შვილზე, იუწყება "The Guardian"-ი.

"ის იყო კარგი ადამიანი" - ამბობს უსამა ბინ ლადენის დედა და ჰყვება, როგორ გახდა მისი შვილი ტერორისტი.

ბინ ლადენის დედა აღნიშნავს, რომ უსამა მზად იყო ცოდნის მისაღებად. დედამისის აზრით, მისი შვილი გამოირჩეოდა სამაგალითო ქცევით და კარგი აღზრდით მანამდე, სანამ ის შეხვდებოდა სტუდენტობის დროს ადამიანებს, რომლებმაც აურიეს ტვინი, ალია მათ სექტას უწოდებს .

მისი აზრით, ამ ჯგუფში ხალხის "დასავერბოვკებლად" ფულს უხდიდნენ.


"ის არასდროს აღიარებდა, თუ რა საქმიანობას ეწეოდა, რადგან მას ძალიან ვუყვარდი" - განაცხადა ალიამ.image

ქალმა განაცხადა, რომ, როდესაც მან შეიტყო შვილის მონაწილეობის შესახებ სხვადასხვა ტერორისტულ თავდასხმებში, იგი ძალიან გაბრაზდა. თუმცა, გარდაცვლილი ტერორისტის ძმები ამბობენ, რომ თავიდანვე მიხვდნენ, თუ ვინ იყო უსამა.

ალ-ქაიდას პირველი ემირი ამერიკელი სამხედროების მიერ 7 წლის წინ 2 მაისს იქნა მოკლული. აღსანიშნავია, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტში, რომელზეც პასუხისმგებელობა ალ-ქაიდამ აიღო, დაიღუპა 2977 ადამიანი, ხოლო 24 უგზო–უკვლოდ დაიკარგა.


1
674
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
674
  
2018, 4 აგვისტო, 16:17
ეს ქალი უნდა გადმოაბრუნო და მაგ დამპალ საშოში ადუღებული კუპრი უნდა ჩაასხა...
0 1 1