x
image
გვანცა1234
უგემრიელესი სოკოს წვნიანი , კუჭი რომ არ გაზარმაცდეს
*უგემრიელესი სოკოს წვნიანი, კუჭი რომ არ გაზარმაცდეს*

ზაფხულის პერიოდში ჩვენ ნაკლებად ვიღებთ წვნიანს და არჩევანს მშრალ საკვებზე ვაჩერებთ. კუჭი რომ არ გაზარმაცდეს, აუცილებელია მივირთვათ ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო წვნიანები. დღევანდელი რეცეპტი შეეხება სოკოს უგემრიელეს წვნიანს, რომელიც არცერთ თქვენს ოჯახის წევრს გულგრილს არ დატოვებს.image

მაშ ასე, ინგრედიენტები:

4-5 საშ. ზომის კარტოფილი


2 დიდი სტაფილო

2 ხახვი

4-5 წითელი ბულგარული წიწაკა

მწვანე ბარდა (1 ქილა)

ქამა სოკო დაახ. 500 გრ

3 ც ძროხის “გალინა ბლანკა''-ს კუბები

მწვანილი თქვენი გემოვნებითimageმომზადების წესი:

დაახლოებით 3 ლიტრ წყაში ჩავყაროთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, ნახევარზე გადაჭრილი ხახვი და ჩხირებად დაჭრილი სტაფილო და ვხარშოთ. ცალკე ტაფაში ზეთში ჩავშუშოთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ბარდა და სოკო ერთად.

როცა კარტოფილი მოიხარშება, ამოვიღოთ ქვაბიდან ხახვი და ჩავუშვათ ტაფაში მოხრაკული მასა ქვაბში. დავუმატოთ “გალინა ბლანკას'' კუბები, დავაყაროთ მწვანილი და მარილი გემოვნებით. წამოვადუღოთ და გამოვრთოთ.

უგემრიელესი წვნიანი მზადაა. მიირთვით გემრიელად.

image

0
198
3-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0