x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
12 მეთოდი კომუნალური გადასახადების შესამცირებლად
უკვე ბევრს აქვს ჩვევად ონკანის დაკეტვა და შუქის ჩაქრობა მაშინ, როცა აღარ სჭირდებათ, მაგრამ არის კიდევ რამდენიმე პუნქტი, რომელთა ცდა ნამდვილად ღირს და რომელთაც შეუძლიათ თქვენი გადასახადები შეამცირონ.


1. ჩადეთ ბოთლი უნიტაზის ბაკში

imageაავსეთ ბოთლი წყლით, სიმძიმისთვის ჩაყარეთ შიგნით კენჭები და ჩადგით უნიტაზის ბაკში. ამ გზით ბაკის მოცულობა შემცირდება და შესაბამისად, შემცირდება უნიტაზში ჩასარეცხი წყლის რაოდენობაც.


2.ხშირად დაცალეთ მტვერსასრუტის ფილტრი


image რაც უფრო მეტად ივსება ტომარა, მით უფრო იტვირთება მტვერსასრუტი მუშაობისას და უფრო მეტ ელ.ენერგიას მოიხმარს.


3.გამოიყენეთ ადვილად გაცხელებადი ჭურჭელი

image თუ საჭმლის მომზადებისას ისეთ ჭურჭელს იყენებთ, რომელიც ადვილად ცხელდება, ამით ელ. ენერგიას ან ბუნებრივ აირს ზოგავთ, თუმცა, თუ საყვარელ თუჯის ქვაბს და ტაფას მაინც ვერ ელევით, შეგიძლიათ ბუნებრივი აირი ან დენი საჭმლის მომზადების დასრულებამდე 10-15 წთ-ით ადრე გამორთოთ, რადგან თუჯი დიდი ხნით ინარჩუნებს სითბოს.


4.შეუცვალეთ ადგილი მაცივარს

imageმაცივარი გაზქურიდან მოშორებით უნდა დადგათ, ისეთ ადგილას, სადაც მზე ნაკლებად მოხვდება და კედლებიც ცივია. ამასთან, მაცივარსა და კედლებს შორის სივრცე უნდა დატოვოთ. ასეთ პირობებში მაცივარი ნაკლებ ელ. ენერგიას მოიხმარს გასაცივებლად.


5.დააყენეთ ერთსახელურიანი შემრევი

imageასეთი შემრევი უფრო მალე არეგულირებს წყლის სასურველ ტემპერატურას და შესაბამისად, წყალიც ტყუილად არ იხარჯება, სანამ თქვენთვის სასურველი ტემპერატურის მიღწევას ცდილობთ.


6. აადუღეთ იმდენი, რამდენიც გჭირდებთ

image

1-2 ჭიქა წყალი უფრო მალე ადუღდება და უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარს ჩაიდანიც, ვიდრე სავსე ჩაიდნის ადუღების დროს.


7.გარეცხეთ ცივ წყალში

imageყოველდღიური რეცხვა შეგიძლიათ ცივი წყლით შეასრულოთ, მით უმეტეს, რომ ფხვნილების დახმარებით დალაქავებული სასმოსის უმეტესობა შესანიშნავად ირეცხება ცივ წყალშიც. წყლის გაცხელება 30 გრადუსამდე კი 4-ჯერ ნაკლებ ელ. ენერგიას მოითხოვს, ვიდრე 60 გრადუსამდე გაცხელება.


8. შემოწმეთ სანტექნიკა

image

იმისთვის, რომ გაიგოთ, უნიტაზის ბაკი მოშლილი ხომ არაა, შეგიძლიათ ბაკში ცოტა ლილა გაურიოთ წყალში, თუ ბაკიდან წყალი ჟონავს, უნიტაზში ადვილად შეამჩნევთ ლილიანი წყლის ნაკვალევს. შესაბამისად, სანტექნიკოსი უნდა გამოიძახოთ და წელიწადში 18 კუბი წყლის დანაკარგს თავი აარიდოთ.


9. გაწმინდეთ ნათურები

imageმტვრიანი ნათურა 15%-ით უფრო ნაკლებად ანათებს, ამიტომ, ნუ იჩქარებთ დამატებითი განათების ჩართვას, ჯერ ნათურები გაწმინდეთ.


10. გაწმინდეთ ელ. მოწყობილობები ნალექისგან

imageნალექი, რომელიც ელ. მოწყობილობების გამაცხელებელზე გროვდება, მნიშვნელოვნად ამცირებს მის თბოგამტარობას. შესაბამისად, ეს მოწყობილობები უფრო მეტ ელ. ენერგიას მოიხმარენ.


11. არ გამოიყენოთ გამაგრძელებელი

image

გამაგრძელებლები ქსელში მეტ წინაღობას ქმნიან, რაც ელ. ენერგიის ხარჯს ზრდის.


12. ისარგებლეთ ჭიქით, როცა კბილებს იხეხავთ

imageჭიქა წყალი სავსებით საკმარისია კბილების გამოსახეხად და არც წყლის ხარჯი გექნებათ.



2
284
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
284
  
2018, 7 აგვისტო, 0:18
აბა ჯიპები და საჭვავი რითი უნდა იყიდონ??????? პრემია დანამატებს შენი ჯიბიდან გადაუხდი???? რვა თვეში კი დღეში ორჟერ უნდა მოუმატონ. მთავრობა გვყავდეს კარგად და ხალხის კეთილებიც არ მ.....ნ????
2018, 4 აგვისტო, 13:11
ამ ყველაფერზე უკეთესი იქნება,თუ გადასახადებს შეამცირებენ და ახლანდელივით ყოველ 8 თვეში არ მოუმატებენ გამოუცხადებლად...დახედავ ქვითარს და მომატებულია...
0 1 2