x
image
გემი დალანდი
როგორ გავასუფთავოთ სახლის ენერგეტიკა
image

ალბათ, გქონიათ შემთხვევა, სტუმრად მისულხართ, მასპინძლები თავაზიანები და კეთილგანწყობილნი არიან, ბინაც კეთილმოწყობილია, მაგრამ ვერ ისვენებთ, შფოთავთ და გინდათ, მალე წახვიდეთ. მიდიხარ სხვასთან და არც ბინაა მდიდრული და და თანამედროვედ მოწყობილი და მაინც სიმყუდროვესა და კომფორტს გრძნობთ.

რატომ ხდება ასე?

ყველგან, სადაც კი ადამიანია, სივრცე ენერგიას აგროვებს. თუ სახლში ვინმე ავადმყოფობდა, ხშირი იყო ჩხუბი, კამათი, ძლიერი განცდები და ემოციები, ეს ყველაფერი სახლის ენერგეტიკაში ილექება. ასეთი სახლი კი აუცილებლად საჭიროებს ამ ენერგეტიკული ნაგვისგან გაწმენდას.


უხსოვარი დროიდან ითვლება, რომ სახლის დაცვა და გაწმენდა უარყოფითი ენერგიისგან მარილს შეუძლია.

image

არასასურველ და შურიან სტუმრებს სახლის ენერგეტიკული ველის დაბინძურება შეუძლიათ. შედეგად, გრძნობთ მოუსვენრობას, კარგად ვეღარ გძინავთ, თავს იჩენს ავადმყოფობა და კონფლიქტები. ამ დროს ხალხში ამბობენ, რომ სახლი გათვალულია. ამ დროს კი მარილს შეუძლია უარყოფილითი ენერგია თავად შეიწოვოს და სახლის სივრცე გაასუფთაოს.

თანამედროვე იაპონიაში ბევრი სახლის შესასვლელთან და სახლის შიგნითაც შეამჩნევთ ჭურჭელს, რომელშიც მარილი ყრია, იგივე “მარიშიო".

იმისთვის, რომ სახლში მშვიდობა იყოს და არავინ ავადმყოფობდეს, მარილს იმ ადგილებში ათავსებენ, საიდანაც ენერგიის შემოსვლაა შესაძლებელი.

ასეთი ადგილია სახლის შესასვლელი, სადაც თეფშზე დაყრილ მარილს დგამენ, რომ მან სტუმრების მიერ შემოტანილი უარყოფითი ენერგია შეიწოვოს.image

იაპონელები, რომლებიც ესთეტები არიან, ამ რიტუალსაც შემოქმედებითად უდგებიან და მარილს სხვადასხვა ფორმებს აძლევენ. ითვლება, რომ უარყოფით ენერგიას ყველაზე უკეთ სამკუთხა პირამიდის და მრავალწახნაგა პირამიდის ფორმები შეიწოვენ. თქვენც შეგიძლიათ მარილი ცოტათი დაასველოთ და სასურველი ფორმა მისცეთ.

მარილი ყველა ოთახის კუთხეებში უნდა დაიდგას, აუცილელად – ერთი თეფში სააბაზანოსა და სამზარეულოშიც.

მარილის შეცვლა თვეში ერთხელ ან ორჯერ შეგიძლიათ. ძველი მარილი აუცილებლად გადაყარეთ, თეფში კი გამდინარე წყლის ქვეშ გარეცხეთ.

0
166
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0