x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბოტიჩელის სურათის "გაზაფხულის " ისტორია
სანდრო ბოტიჩელი - აღორძინების ხანის ერთ-ერთი დიდებული მხატვარია. ის იყო პირველი, რომელმაც შეძლო ქალის სილამაზის იდეალის შექმნა ხელოვნებაში. მისი სილამაზის აღქმა, სულიერ მშვენიერებასთან იყო დაკავშირებული.
ყველაზე ცნობილი და ამავე დროს, უცნაური ნახატი იყო სურათი "გაზაფხული".image"გაზაფხულის" სიუჟეტი უკავშირდება ორი რომაელი პოეტის, ოვიდიასა და ლუკრეციას შემოქმედებას. ოვიდია ჰყვებოდა გაზაფხულისა და ყვავილების ქალღმერთის წარმომავლობაზე. ყოველთვის არ ყოფილა ის ქალღმერთი, არამედ იყო ნიმფა, სახელად ხლორისი. ის დაინახა და შეუყვარდა ქარის ღმერთს, ზეფირს. მან ხლორისი ძალდატანებით შეირთო ცოლად. შემდეგ, რომ გამოესყიდა თავისი დანაშაული, მან ხლორის ულამაზესი ყვავილების ბაღი აჩუქა. სწორედ ამ ბაღში ვითარდება სანდრო ბოტიჩელის შემოქმედება. რაც შეეხება ლუკრეციას შემოქმედებას, მასში მხატვარმა იპოვა იდეა, რომ შეექმნა "გაზაფხული". ფიგურები ნახატში მოიაზრებენ თავისთავში სხვადასხვა აზრსს. პირველ რიგში, ისინი ქმნიან გაზაფხულის თვეების სიმბლოებს. ზეფირი, ხლორისი და ფლორა - ეს არის მარტი, ვენერა და აპრილი, ხოლო ქალღმერთ მერკურის ვაჟი მაი - დაკავშირებულია მაისთან.


შექმნის ისტორია

ბოტიჩელმა ნახატი შემნა ფლორენციელი ჰერცოგის, ლორენცო მედიჩის შეკვეთით. მას სურდა საქორწილო საჩუქარი გაეკეთებინა უახლოესი ნათესავისთვის, ლორენცო დი პიერპრანჩესკოსთვის. ამიტომ, ნახატის სიმბოლიკა: მილოცვა, ბედნიერებისა და კეთილდღეობის სურვილი, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.


ნახატის ბედი


დიდი ხნის მანძილზე სურათი პიერპრანჩესკოს სახლში ინახებოდა. 1743 წლამდე, ბოტიჩელის შედევრი ეკუთვნოდა მედიჩებს. 1815 წელს ის მოხვდა უფიცის გალერიაში. ამ დროს ბოტიჩელის სახელი მივიწყებულიც კი იყო. მხოლოდ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, ჯონ რესკინმა გახსნა ბოტიჩელის შემოქმედება დიდი საზოგადოებისათვის. დღეს "გაზაფხული" ბოტიჩელის" ვენერას დაბადებასთან " ერთად, ითვლება გალერიის მთავარ მარგალიტად.









0
1044
3-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
1044
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0