x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ფლირტი ღალატის ტოლფასია? მამაკაცების პასუხი
image


○ ''გააჩნია, ამას რა განზრახვით აკეთებ. ცხოვრებისეული სიტუაციები გვაიძულებს, საზოგადოებას თავი მოვაწონოთ. თუ ფლირტის მიზანი ვინმესთან ღამის გატარებაა, ამ შემთხვევაში ეს თავისთავად ღალატია.'' - Matthew, 26

○ ''მე პირადად, ფლირტის ნებისმიერ ფორმას ღალატად ვთვლი. რა ურთიერთობაშიც არ უნდა ვიყო, ამას სერიოზულად ვუდგები. ერთადერთი გოგო, რომელთანაც ფლირტი მსურს, ჩემი შეყვარებულია. ის სრულიად მაკმაყოფილებს.'' - Seth, 30

''უწინ ფლირტის მოყვარულ ქალს ვხვდებოდი და ეს არ მაწუხებდა. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ სხვებთან ფლირტაობით გართულმა, ჩემთან კეკლუცი შეწყვიტა. ვინმესთან წლობით ურთიერთობა არ გულისხმობს გარეთ გასვლაზე და ცელქობაზე უარის თქმას.'' - Joshua, 22


○ ''ფლირტის სხვადასხვა დონე არსებობს. მერე რა მოხდა, თუ ქალს გარეგნობის გამო კომპლიმენტი ვუთხარი?! ეს ბუნებრივად მომდის. არავის ვწერ, თუ როგორ მენატრება, ან დღეს როგორი გამომწვევია.. ეს იქნება არასწორი და ღალატის ტოლფასი.'' - Joel, 29

○ ''ვგონებ, ფლირტი ღალატი მაშინაა, როცა ეს ჩემს ცოლს აცოფებს. როცა მის საუკეთესო მეგობარს ჩემს განცდებს ვუზიარებ (ხშირად არა), არ ნაღვლობს, რადგან ორივეს გვენდობა. ჩემი ყოფილი სადილად რომ დავპატიჟო, მაშინ კი დაუფიქრებლად მომკლავს.'' - Craig, 26

○''ურთიერთობაზეა დამოკიდებული. მყავდნენ ყოფილები, რომელთაც გართულება არ ჰქონდათ, ხელი სხვა გოგოსთვის რომ ჩამეჭიდა. მაგრამ მყავდნენ ისეთებიც, გოგოსთან მეგობრობას რომ მიშლიდნენ. დასაწყისშივე უნდა დაუწესოთ ერთმანეთს საზღვრები და მერე აღარ გადააბიჯებთ.'' - Kris, 23

○ ''ფიზიკურ ღალატს არ ვანსხვავებ ემოციურისგან. ჩემმა შეყვარებულმა ჩემ წინ რომ ვინმეს თვალი ჩაუკრას, დაუყოვნებლივ დავშორდები. არანაირი გამონაკლისები!'' - Manny, 24


image

''ბიჭები ჩემი გოგოს მოხიბვლას სულელური საუბრით ცდილობენ - უცნაურია, მაგრამ ეს ჩემთვის სასიამოვნო სცენაა. ამ დროს ვამხნევებ კიდეც, რამდენადაც შეყვარებული ყოველი ღამის ბოლოს ჩემთან ერთად ბრუნდება სახლში, პრობლემას ვერ ვხედავ.'' - Gregg, 27

○ ''მიღალატია და მოსვენებაც დამიკარგავს. არ მინდა შეყვარებულს ასეთი ტკივილი კვლავ მივაყენო, ამიტომ სხვა ქალებს წინდახედულად ვეპყრობი. მათთან აღარ ვფლირტაობ, მცირედაც კი.'' - Todd, 21

○ ''ხალხი მიცნობს, როგორც აზარტულ და თავნება ბიჭს. მიყვარს არშიყი, ხალხთან ურთიერთობა. ჩემმა შეყვარებულმა იცოდა, საქმეს ვისთან იჭერდა. სხვა ქალებთან საუბარი მხიბლავს, შეიძლება ტელეფონის ნომერიც გამოვართვა, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, მათთან ღამე გავატარო. ერთგული ვარ.'' - Jacob, 28

○ ''როცა ვინმესთან შეხვედრას ვიწყებ, მუდამ ვაკვირდები, თავი როგორ უჭირავს სხვა მამაკაცებთან. თუ მოფლირტავე გოგოა, ვთვლი, რომ მეც მაქვს სხვა ქალებთან არშიყის ნება. მე რატომ უნდა გამიბრაზდეს, თუ თვითონ ორპირობს?! ასე რომ, დამოკიდებულია პარტნიორზე.'' - Noel, 22

''წერდე ყოფილებს, ურთიერთობდე სხვა კაცებთან და ქმარი მხოლოდ თვის ბოლოს, ხელფასის გამო გახსენდებოდეს - ესაა ღალატი. ასეთ რამეს წერტილი უნდა დაუსვათ.'' - Brian, 25

○ ''თითზე ბეჭედს ვატარებ, მობილურის ეკრანზეც ცოლის ფოტოს დავყურებ. ვინმე თუ ჩემთან ფლირტს შეეცდება, მაშინვე მივუჩენ ადგილს. წლების წინ შევფიცე მეუღლეს ერთგულება და პირობას ვასრულებ.''' - Stephen, 31

○ ''ინტიმური კავშირია ღალატი. კოცნაც არაფერია. ასე რომ, ფლირტს არ ვაიგივებ ღალატთან. ასეთი სულელური რამ აღარ გამაგონოთ.. ბოლო დროს ხალხი მეტად მგრძნობიარე გახდა. '' - Daniel, 20

image

○ ''ფლირტაობა არანაირადაა ღალატი, მაგრამ ეს თუ ჩემს შეყვარებულს გააღიზიანებს, სიფრთხილეს გამოვიჩენ.. არ მივცემ დაშორების მიზეზს. '' - Andrew, 26

○ ''არ მომწონს ვალდებულებები და ჩარჩოში მოქცევა. სხვა ქალებთან კეკლუცი თავისუფლებას მაგრძნობინებს. მთელი ცხოვრება იმ ურთიერთობაში ვერ ვიქნები, სადაც ქალისთვის თვალის გაყოლება მეკრძალება.'' - Aaron, 29

''გულახდილად გეტყვით, რომ ფლირტი არაა ღალატი. ჩემი შეყვარებული ასე არ ფიქრობს, ამიტომ მომიწევს შევწყვიტო ამის კეთება. ის არის უფროსი. '' - Tyler, 22

○ ''გამუდმებით ვეარშიყები ქალებს. არ ვთვლი ამას ღალატად.. ფლირტი ცუდი რამე ნუ გგონიათ. ბოლოს და ბოლოს, ის რაც ჩემმა ცოლმა არ იცის, როგორ ატკენს გულს?!'' - Kevin, 33

○ ''ფლირტის რამდენიმე სახე არსებობს. ოთახის მიღმა ქალს გავუღიმებ, მაგრამ ტელეფონის ნომერს არ გამოვართმევ და არც ხელს ჩავკიდებ (როცა ურთიერთობაში ვარ).'' - Zach, 26

''არ მჯერა ფიქრებით ღალატის. ფიზიკური კონტაქტია ღალატი. უმანკო ვარ, სანამ ტანთ მაცვია. '' -Randal, 23

''ღალატი ხმამაღალი ნათქვამია. ჩემთვის ეს ინტიმური კავშირი, კოცნა და ბაჩატას ცეკვაა. სხვა ყველაფერი უწყინარი თამაშია. '' - Ross, 18

○ ''ფლირტი ისე გესმით, თითქოს ვინმეს საძინებლამდე აცილებდეთ. ფლირტი ღალატი მაშინაა, თუ ამას ვინმე მგზნებარე გოგოსთან ცდილობ. მე მუდამ შეუხედავ გოგონებთან ვარშიყობ და თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, რადგან ჩემი შეყვარებული მათზე არასდროს ეჭვიანობს.'' - Christoper, 23

''ღალატი მაშინაა, თუ შენს ქმედებას მალავ. ჩემი გოგოს წინ შემიძლია ოფიციანტს გაუგებრობის გარეშე წავეფლირტაო. მაგრამ მის ზურგს უკან სხვას არასდროს დავუწყებ მიმოწერას. რა მექნება სათქმელი, თუ ზღვარს გადავალ?!'' - John, 27



○ ''ფლირტი ჩვეულებრივი რამაა, ადამიანური ბუნებაა. ყველაფერს ღალატს ვერ დაარქმევ, რაც თავს უხერხულად გაგრძნობინებს.'' - Tristan, 21

○ ''დროდადრო სხვა ქალებთან არშიყით თავს დამნაშავედ ვგრძნობ და ეს არაა სასიამოვნო. თუმცა ჩემს თავს ვერც ყველაზე ერთგულ ბიჭს ვუწოდებ.'' - Andre, 25

○ ''არ მინდა ვნახო, როგორ ცდილობს ჩემი გოგო სხვა ბიჭებთან თავის წარმოჩენას. ამას ღალატი რომ ვუწოდო, შორს შევტოპავ, მაგრამ მიჩნდება გრძნობა, თითქოს ხაზი გადამისვეს.. გულს მტკენს.'' - Daryl, 32

''ჩემი შეყვარებული თუ სხვას ეკეკლუცება, ვთვლი, რომ მღალატობს. მაგრამ ამას თუ მე ვაკეთებ, მაშინ არაა ღალატი. ბიჭებს უფრო შეეფერებათ ფლირტი, იცით?!'' - Nathan, 30

''ფლირტი ღალატის წინაპირობაა. შეცდომას უშვებ, როცა გამუდმებით სხვის შეცდენაზე ფიქრობ.'' Sven, 22

''ჩემთვის ფლირტი მისაღებია იმ ადამიანთან, რომელსაც ვეღარ შევხვდები. არასდროს ვეფლირტავები ვინმეს ოფისში ან სანაცნობო წრეში. ამას გართულება მოჰყვება.'' - Niko, 19

''ურთიერთობაში მყოფი თუ ფლირტაობ სხვასთან, ეს იმას ნიშნავს, რომ პარტნიორთან უბედური ხარ. რა აზრი აქვს რამის გაგრძელებას?!'' - William, 26

''ჩემს შეყვარებულს ნებისმიერთან შეუძლია არშიყი, სანამ საცვლები ადგილზე აქვს.'' - Shane, 18

''რატომ იქცა ფლირტი განხილვის საგნად?! რატომ გაგიჟებთ ეს.. თუ ადამიანს ენდობი, გართულება არ გექნება, ვინმეს ტკბილი სიტყვა რომ დაუბრუნოს. გჯეროდეთ საკუთარი თავის და ურთიერთობის სიმყარის'' - Jamal, 23

○ ''როცა ადამიანს საყვარელი ადამიანი გვერდით ჰყავს და თვალი სხვისკენ უჭირავს, სრული არარაობაა!'' - Benjamin, 28

0
164
1-ს მოსწონს
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0