x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134521
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ნიკოტინის სოციალური მხარე
image

"თავი დაანებო მოწევას ყველაზე მარტივი რამაა მსოფლიოში, მე ეს ვიცი რადგან ათასჯერ გამიკეთებია" - მარკ ტვენი

რატომ უჭირთ ადამიანების თავი დაანებონ მოწევას? ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ სიგარეტის მოხმარება რეალური რისკის შემცველია ჯანმრთელობისთვის. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ სიგარეტის მოხმარების შედეგად ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი კვდება ვიდრე HIV-ს, არალეგალური ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის და უბედური შემთხვევებისგანაც კი. გავრცელებული სამედიცინო ფაქტების გარდა, თამბაქოს შესახებ კიდევ ერთი დეტალი არის გასათვალისწინებელი - ის იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, დღესდღეობით მსოფლიოში მილიარდზე მეტი მწეველი ფიქსირდება. ხოლო მათგან 75% ერთხელ მაინც გამოთქვამს სურვილს თავის დანებებისა.

მკვლევრები ცდილობენ ახსნან, თამბაქოს ასეთი დამოკიდებულება და შეისწავლეს ნიკოტინი და ის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც შედიან თამბაქოს შემადგენლობაში, და მათი გავლენა ადამიანის ტვინზე. არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ თამბაქოს მუდმივი მოხმარება იწვევს ფიზიკურ დამოკიდებულებას. თუმცა ლ. მარტინისა და მ. სეიეტის (Martin & Sayette, 2018) კვლევის მიხედვით, სოციალური ფაქტორები მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოწევისა და თავის დანებების მცდელობისას. ავტორები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მხოლოდ ფიზიკური დამოკიდებულება არ ხსნის ფაქტს, თუ რატომ უჭირთ მწეველებს თავი დაანებონ თამბაქოს. ნიკოტინის შემცვლელი თერაპიები ხელმისაწვდომი და გავრცელებულია, მაგრამ მისი შედეგი უმნიშვნელოა. საინტერესოა ისიც, რომ იშვიათ მწეველებს ისევე უჭირთ თავი დაანებონ მოწევას, როგორც ქრონიკულ მწეველებს.

უკანასკნელ წლებში მკვლევრებმა ყურადღება გაამახვილეს სიგარეტის მოწევის სოციალურ და ემოციურ ფაქტორებზე და როგორ აძლიერებენ ისინი მოწევის რაოდენობას ადამიანებში. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ სოციალური სირთულეების ან საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულების დროს მწეველთა რაოდენობა იზრდება. მოწევა ასევე ძალიან გავრცელებულია ციხის გარემოში, სადაც სიგარეტი არაფორმალური ვალუტის როლს ასრულებს. ასევე მწეველთა დიდი რაოდენობა ფიქსირდება უმცირესობებში (ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების ჩათვლით) და პოპულაციის იმ ნაწილში, რომელიც ხასიათდება განათლების დაბალი დონითა და სოციოეკონომიკური სტატუსით.


კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გამოყვეს მკვლევრებმა არის მოწევის როლი სოციალური ინტერაქციის პროცესში. ერთ-ერთი სტატისტიკის მიხედვით, მოწეული სიგარეტების მესამედი მოხმარებულია სოციალურ სიტუაციაში, ან მაშინ როდესაც სხვას ხედავენ რომ ეწევა. "სოციალური მწეველები" ხშირად ეწევიან წვეულებებზე, რათა შეერიონ ხალხის მასას. ნიკოტინს გავლენა აქვს ადამიანების სოცალურ ფუნქციონირებაზე. აღმოჩნდა, რომ მწეველები საკუთარ თავს აღწერენ უფრო მეგობრულ ადამიანებად და ექსტრავერტებად, ასევე უადვილდებათ დაძლიონ შფოთვა. ამით შესაძლებელია ავხსნათ, თუ რატომ უჭირთ ადამიანთა უმეტესობას თავი დაანებონ მოწევას.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკოტინსა და სოციალურ ფაქტორებს შორის სუსტი კავშირია, ბევრი მკვლევარი აღიარებს სოციალური კონტექსტის გავლენას გააძლიეროს ადამიანებში მოწევის სურვილი და ინტენსივობა. ამიტომაც მისი შესწავლა მნიშვნელოვანია რათა დაისახოს ახალი გზები და მეთოდები, რომლებიც დაეხმარება მწეველებს თავი დაანებონ მოწევას.

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:სოფო ნარიმანიძე
სოფო ნარიმანიძე
20