x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
HIV სტიგმა - როგორ უნდა გავუმკლავდეთ მას?
HIV სტიგმა ნაწილობრივ სათავეს იღებს მითებში, ხოლო ნაწილობრივ წარმოიშობა გაუგებრობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ აივ და შეძენილი იმუნო-დეფიციტური სინდრომის (შიდსი) შესახებ ცნობიერება და განათლება უკანასკნელ წლებში საგრძნობლად ამაღლდა, საზოგადოება მაინც დაბნეულად ხვდება ამ თემატიკას. ამის გამო აივ ინფიცირებული ადამიანები ხშირად სირთულეებს აწყდებიან სასწავლო გარემოში, სოციალური ურთიერთობების დროს სამუშაო ადგილას და ზოგჯერ სახლშიც კი. არსებობს რამოდენიმე მარტივი ნაბიჯი აივთან დაკავშირებული სტიგმის დასაძლებად.

როდესაც ადამიანები არ არიან ვალდებულნი, გაამხილონ თავიანთი სტატუსი.

როდესაც აივ ინფიცირებულთან ერთად ცხოვრობთ, ვალდებული ხართ, საკუთარი სტატუსი მხოლოდ სამედიცინო კონტექსტში და სექსუალურ პარტნიორს გაუმხილოთ. თქვენ არ ხართ ვალდებულნი, საკუთარი სტატუსი აცნობოთ თქვენს დამსაქმებელს, იმ გამონაკლისის გარდა, თუ ისეთ ადგილას მუშაობთ, სადაც ადგილი აქვს სხეულებრივი სითხეების გაცვლას (მაგ. სამედიცინო გარემო). საოფისე სამსახური არ მოითხოვს გამჟღავნებას. დამსაქმებელს უნდა აცნობოთ თქვენი სტატუსის შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აივინფიცირებული რაიმე გზით ხელს გიშლით სამსახურეობრივი ვალდებულებების შესრულებაში.

მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში აივინფიცირებული ადამიანები დაცულ საზოგადოებას მიეკუთვნებიან. კერძოდ, ისინი დაცულნი არიან დისკრიმინაციის კანონებით. თქვენი გადასაწყვეტია, გაუმხილოთ საკუთარი სტატუსი დამსაქმებელს, ხოლო ამ უკანასკნელს არ ექნება უფლება, შეაჩეროს თქვენი დასაქმება ამ მიზეზით ან გამოამჟღავნოს რაიმე სახის დისკრიმაცია.

აირჩიო ღიაობა

გაბედული ნაბიჯია, როდესაც ირჩევთ, გაუმჟღავნოთ გარშემომყოფებს თქვენი სტატუსის შესახებ. საზოგადოების ნაწილი გაგიგებთ, არ ექნებათ ირაციონალური შიში იმისა, რომ თვითონაც დაავადდებიან აივით. თუმცა ყოველთვის იარსებებს საზოგადოების მეორე ნაწილი, რომელმაც არ იცის, რომ არასამედიცინო და არასექსუალური ურთიერთობებისას აივ ვირუსით დაავადება არ ხდება.

მიაწოდო ინფორმაცია სხვებს


როდესაც გადაწყვეტთ, რომ გაანათლოთ სხვები აივ ვირუსის შესახებ, ასეთ შემთხვევაში მთლიან საზოგადოებაზე მოქმედებთ პოზიტიურად. იდეალურ შემთხვევაში, ჩვენ ვიცხოვრებდით ისეთ სამყაროში, სადაც ყველა ინფორმირებულია აივ ვირუსის შესახებ, მაგრამ ამას ვერ მივაღწევთ, თუ არ გადავწყვეტთ, რომ თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, ინფორმაცია მიაწოდოს სხვებს. თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ პირადი გამოცდილებიდან. აივ ვირუსთან დაკავშირებული საქველმოქმედო ორგანიზაციები თავიანთ ვებ-გვერდებზე სისტემატურად დებენ და აზიარებენ ბევრ საჭირო ინფორმაციას. ასევე ინტერნეტში მრავლადაა აივ ვირუსით ინფიცირებული ადამიანების მიერ ატვირთული დოკუმენტური ვიდეომასალა.

საზოგადოებისადმი მიკუთვნებულობა

იმის მიუხედავად, გექნებთ თუ არა რაიმე სახის გავლენა საზოგადოებაზე და იზრუნოთ მათ შესაბამის ინფორმირებაზე, თქვენ მოგიწევთ, ურთიერთობა დაამყაროთ გარშემომყოფებთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც აივით დაავადებული ადამიანებისთვის, ასევე მათთვის, ვინც ასეთ ადამიანებზე ზრუნავს.

მოძებნეთ თქვენთან ახლოს მყოფი მხარდაჭერის ჯგუფები ადამიანებისთვის, ვისაც აივინფიცირებულთან ერთად უწევს ცხოვრება. ექიმის ოფისში შესაძლებელია იმ ადამიანების გაცნობა და დაახლოება, ვისაც თქვენი მსგავსი გამოცდილება აქვს. ასევე, არსებობს ინტერნეტი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაუკავშირდეთ ადამიანებს, გაუზიაროთ გამოცდილება, დაუსვათ შეკითხვები, თუ როგორ უმკლავდებიან აივ-სტიგმას თავიანთ საზოგადოებაში.


იმის მიუხედავად, რომ აივ-სტიგმის დაძლევა ხშირად ძალიან რთულია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განათლებამ და კომუნიკაციამ შესაძლოა დაარღვიოს ის ბარიერი, რაც თქვენსა და თქვენს თანატოლებს შორის არსებობს.

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:სოფო ნარიმანიძე
სოფო ნარიმანიძე
3