x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დღის გმირი - გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მაშველმა მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა
imageგაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი დაკვამლიანების გამო სამაშველო სამსახური დღეს დილით გამოიძახეს.

ადგილზე მისულმა მაშველებმა კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს, მათ შორის ერთ-ერთი საცხოვრებლიდან გამოიყვანეს მცირეწლოვანი ბავშვები, ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის შედეგად დაიწვა 30 კვადრატული მეტრი ფართობი, ამჟამად ხანძარი ლიკვიდრებულია.

დღის გმირი გახდა მაშველი-მეხანძრე, 24 წლის ალექსანდრე შუკვანი. მან ალმოდებული სახლიდან 11 თვის ჩვილი გამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა, იგი უკვე 5 წელია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელია.

image


"მამა ყვიროდა, მე-6 სართულზე არის ბავშვიო. დედასთან ერთად იყო, დედა ტიროდა, შეშინებული. მამა ზევით ვერ ადიოდა, ძალიან შავი ბოლი იყო. ცდილობდნენ ასვლას, მაგრამ ვერ შეძლეს, ძალიან ცუდი ვითარება იყო. ერთი პატარა მე გამოვიყვანე, ერთი გადაარჩინეს” -აღნიშნა ალექსანდრე შუკვანმა "ნიუპოსტთან" საუბარში.






1
76
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
76
  
2018, 2 აგვისტო, 16:27
შუკვანს პრემია დახატავდა.
0 1 1